სერვისები & მომსახურებები

მენეჯერული დიაგნოსტიკა და სტრატეგია

დღეს ბიზნესის გარემო ინტენსიურად ტრანსფორმირდება. იგი უფრო სწრაფი და კომპლექსური ხდება. მენეჯერებს უფრო მეტი ამოცანის გადაჭრა უწევთ შეზღუდულ პერიოდში. რაც არ უნდა პროფესიონალურად დაიგეგმოს საქმიანობა, მისი შესრულებისას უამრავი გაუთვალისწინებელი საკითხი იჩენს თავს. ბიზნესის წარმოება წარმოუდგენელია მუდმივი განვითარების გარეშე. ამავე დროს, ის უნდა მოერგოს ქართული ბაზრის თავისებურებებსაც. თანამედროვე ბიზნესში ჩვენი მენეჯერული დიაგნოსტირება ხელს შეუწყობს კომპანიის ოპერაციული და სტრატეგიული საქმიანობის ინოვაციურად წარმართვას. მომსახურება მოიცავს:

  • მენეჯმენტის დიაგნოსტირებას და განვითარების გეგმის შემუშავებას;
  • დაგეგმარების მეთოდებისა და პროცესების ანალიზს;
  • კომპანიის სტრუქტურის, ფუნქცია-მოვალეობების ანალიზს და რეკომენდაციებს;
  • ფუნქციონალურ დანაყოფებს და თანამშრომლებს შორის კოორდინაციას;
  • კადრების მართვას, მოტივაციის სისტემების ანალიზსა და რეკომენდაციებს;
  • კონტროლის მეთოდებს ყველა რგოლში;
  • ქსელის განვითარების და ლოჯისტიკის მართვას;
  • შემდგომ მონიტორინგს;
  • მენეჯერული სტრუქტურის შექმნასა და დანერგვას ორგანიზაციაში.

ბიზნეს გეგმა

ინვესტიციის მოზიდვა ბიზნესის დასაწყებად ან არსებული ბიზნესის გასაფართოებლად ბიზნეს-გეგმის შედგენით იწყება. ბიზნეს-გეგმა წარმოადგენს დოკუმენტს, რომელშიც აღწერილი უნდა იყოს მომავალი საქმიანობის ყველა ძირითადი ასპექტი. მასში გაანალიზებულია ყველა ის პრობლემა, რომელსაც შეიძლება შეხვდეთ საქმიანობის განხორციელების პროცესში და წარმოდგენილია ამ პრობლემების გადაწყვეტის შესაძლო ხერხები/მეთოდები თავისი ანალიზით.

გარდა ამისა, პროფესიონალურ დონეზე შედგენილი წერილობითი ბიზნეს გეგმის არსებობა საბანკო სესხის მიღებისთვის უმნიშვნელოვანესია. ბანკს უნდა დაუმტკიცოთ, რომ თქვენი ბიზნეს პროექტი სიცოცხლისუნარიანი და ფინანსურად მომგებიანი იქნება.

ფინანსური მომსახურებები

ბიზნესის  წარმატება გამოხატულია ფინანსურ მაჩვენებლებში. ფულის ეფექტურ მენეჯმენტს განსაზღვრავს ფაქტორები: დაგეგმვა, შემოსავლის ზრდა, ხარჯის ოპტიმიზაცია, კონტროლი, ადმინისტრირება.

ფინანსურ გადაწყვეტილებათა უმრავლესობა ორიენტირებულია კომპანიის მომავალ წარმატებაზე. ეფუძნება  პროფესიონალიზმის მაღალ დონეს და ბაზრის ეკონომიკის სიღრმისეულ ცოდნას, მისი მიზანი საბოლოოდ არის ხელი შეუწყოს კომპანიის შეარჰოლდერთა კეთილდღეობის ამაღლებას და კაპიტალის გაზრდას.

ამ ტიპის მომსახურებების ჩამონათვალი:

ფინანსური მართვა და ანალიზი:

  • ფინანსური მართვა
  • ფინანსური ანალიტიკის რეპორტინგი
  • ფინანსური სააბონენტო მომსახურება
  • ფინანსური აღრიცხვა IFRS სტანდარტით
  • ეფექტურობის აუდიტი

ბუღალტრული და აუდიტორული მომსახურება:

  • ბუღალტრული მომსახურება
  • საგადასახადო აუდიტი
  • ფინანსური აუდიტი

შეფასება:

  • ბიზნესის შეფასება
  • ქონების შეფასება

ბიზნეს დიაგნოსტიკა და სტრატეგია

ბიზნესი თავისი არსებობის განმავლობაში პერიოდულად უნდა უსვამდეს საკუთარ თავს კითხვას, თუ სად არის ახლა? არის თუ არა აცდენა კომპანიის პოზიციონირებასა და მიზნებს შორის? სადშეიძლება იყოს რესურსებისა და შესაძლებლობების სრულად გამოყენების შემთხვაევაში? ბიზნესისდიაგნოსტიკა მოიცავს დიაგნოსტირებას ბიზნესის ყველა მიმართულებით და შემდგომმონიტორინგს:

  • ბიზნესის ზოგადი შეფასება – კომპანიის ისტორია, მისია, მიზნები, პროდუქტი, მომწოდებლები, თანამშრომლები, მომხმარებელი, დაფარვის არეალი;
  • მენეჯმნეტის დიაგნოსტიკა – სტრუქტურა, კადრები, კონტროლი, მოტივაცია, ლოჯისტიკა, კოორდინაცია, დაგეგმარება;
  • მარკეტინგის დიაგნოსტიკა – ბრენდი, პოზიციონირება, პროდუქტი, კომუნიკაცია, მიზნობრივი ბაზარი, მოთხოვნა, კონკურენტები, სტიმულირება, საფასო პოლიტიკა, შეფუთვა, მომხმარებლის მოტივაცია;
  • ფინანსების დიაგნოსტიკა: არსებული ფინანსური მდგომარეობის დიაგნოსტირება დაანალიზი დინამიკაში. სტრატეგიული და ოპერაციული ფინანსური გეგმის შემუშავება, ფინანსური რისკების გამოვლენა, ბიუჯეტირების ეფექტური სისტემის დაგეგმვა;
  • ბიზნესის ოპერაციული და სტრატეგიული დაგეგმვა

იურიდიული მომსახურება

იურიდიული მომსახურება მოიცავს:

  • ზეპირი და წერილობითი იურიდიული კონსულტაცია.
  • ყველა ტიპის ხელშეკრულების შედგენა და ანალიზი.
  • კლიენტის საქმიანობისათვის საჭირო დოკუმენტაციის შედგენა.
  • სამართლებრივი დასკვნების და რეკომენდაციების მომზადება.
  • მოლაპარაკებების წარმოება იურისტის მეშვეობით.
  • წარმომადგენლობა მესამე პირებთან.

საიტის დამზადება და ონლაინ მარკეტინგი

MCI ს გუნდი ამზადებს საიტებს: თანამედროვე დიზაინისა და წყობის (მზა შამბლონზე დამზადებით ან ახალი დიზაინის შექნით) , მორგებული მობილურ ტელეფონებსა და პლანშეტებზე, ინტეგრირებული ყველა სოციალურ მედიასთან, გუგლ ანალიტიკსის ჩაშენებით, seo ოპტიმიზაციით,  ონლაინ მაღაზიით.

MCI ასევე განახორციელებს ონლაინ მარკეტინგს და პოზიციონირების გაძლიერებას, კამპანიის წარმოებას ინტერნეტ სივრცეში.  ის მოიცავს რეკლამირებას SEO ოპტიმიზაციის და სხვადასხვა ონლაინ კამპანიების მეთოდით ისეთ საძიებო სისტემებში, როგორიცაა Google, Bing და Yandex, Facebook, YouTube, Vkontakte.

SEO – ოპტიმიზაცია საძიებო სისტემაში არის პროცესი, რომლის შედეგად სარეკლამო ობიექტი ოპტიმიზირდება კონკრეტულ საძიებო სიტყვებზე და საძიებო სისტემებში გადაინაცვლებს მოწინავე პოზიციებზე.

Google – 1.17 მლრდ მომხმარებელი

Google Adwords – თქვენი რეკლამის ჩვენება Google-ის საძიებო სისტემაში მაშინ, როდესაც მომხმარებელი ეძებს იმ სიტყვებს ან სიტყვათა წყობას, რომელიც თქვენს საქმიანობას შეესაბამება და იმ პროდუქტს ან სერვისს, რომლის მიწოდებაც გსურთ.

Google AdWords-ის გამოყენებით თქვენ მოახერხებთ მიაღწიოთ საუკეთესო შედეგებს, რომელიც რეალურად გაგიზრდით გაყიდვებსა და ცნობადობას.

Display  რეკლამა გულისხმობს ბანერის ტიპის ტექსტური და ვიდეო რეკლამის ჩვენებას Google-ის პარტნიორი საიტების ქსელში. ამ საიტების რიცხვში შედის YouTube, Gmail, Google+, საინფორმაციო საიტები, ბლოგები და მსოფლიოში ცნობილი სხვა ათასობით ვებ-გვერდი.

რეკლამა Google-ის საძიები სისტემაში – ორგანული პოზიცია

მოცემული რეკლამის ტიპი გულისხმობს თქვენი რეკლამის გამოჩენას Google-ის საძიებო სისტემის შედეგებში პრიორიტეტულ პოზიციებზე. ეს სისტემა საშუალებას გაძლევთ აჩვენოთ რეკლამა უშუალოდ თქვენს პოტენციურ მომხმარებელს და გახადოთ თქვენი პროდუქტი/მომსახურება მეტად ცნობადი.

Facebook  (1 მლრდ-ზე მეტი მომხმარებელი)

Facebook დღესდღეობით ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელია მსოფლიოს მასშტაბით. მოცემულ სოციალურ ქსელში რეკლამა გულისხმობს:

Facebook რეკლამა;

კამპანიის შექმნა;

კამპანიის მართვა;

Facebook გვერდის ადმინისტრირება;

Facebook რეტარგეტინგი – გააყოლეთ თქვენი რეკლამა ყველა იმ მომხმარებელს, რომელიც ესტუმრა თქვენს ვებგვერდს და არ განახორციელა ის კონკრეტული ქმედება, რომელიც  გსურდათ რომ გაეკეთებინა;

Yandex Search (100 მლნ მომხმარებელი)

ჩვენ აგრეთვე გთავაზობთ რეკლამებს რუსულ პოპულარულ სამაკლერო საიტებზე, იმ საძიებო სიტყვებზე, რომელიც მომხმარებელს აინტერესებს. თქვენს სარეკლამო ობიექტს ენიჭება თანმიმდევრობითი პრიორიტეტი საკვანძო სიტყვის ძიებისას.

Vkontakte.ru (300 მლნ. მომხმარებელი)

ვიზიტების რაოდენობით მეორე ვებ-გვერდი რუსეთში Yandex-ის შემდეგ. უდიდესი წვდომის მქონე სოიაური ქსელი. თქვენ გექნებათ შესაძლებლობა განათავსოთ რეკლამები სასურველი აუდიენციისთვის.

საინვესტიციო პორტფელების მართვა

საინვესტიციო პორტფელების მართვა
ინვესტიციის დაბანდება და მართვა რეალურ ბიზნესში სტაბილური ფინანსური მოგების მიზნით.

მარკეტინგი და გაყიდვების ზრდა

დღეს მარკეტინგი უზრუნველყოფს ბიზნესის კომერციულ უპირატესობას და პოზიციონირებას ბაზარზე. მარკეტინგული გზებით მყარდება მომხმარებელთან სწორი კომუნიკაცია და მათი საჭიროებებიდან გამომდინარე ცვლილებების განხორციელება.

მარკეტინგის მენეჯმენტის მომსახურებაში შედის:

  • SWOT ანალიზი, PEST ანალიზი, 4P;
  • სამომხმარებლო ბაზრის კვლევა; ბრენდის ცნობადობის კვლება, კონკურენტების კვლევა
  • პროდუქტი, ფასები, სერვისი, მომხმარებლები, კონკურენცია;
  • ბაზარზე პოზიციონირება, სტიმულირება;
  • ბრენდინგი და რებრენდინგი;
  • ახალი იდეები, ახალი გამოწვევები;
  • სტრატეგიული მარკეტინგული გეგმის შემუშავება და განხორციელება;

გაყიდვების დიაგნოსტიკა და ზრდა

აქტიური გაყიდვების არხები:

გაყიდვების სტრატეგიის შექმნა და განხორციელება

  • პირდაპირი გაყიდვები,
  • კორპორატიული გაყიდვები,
  • ტელემარკეტინგი,
  • დილერული გაყიდვები,
  • პარტნიორული გაყიდვები,

პასიური გაყიდვების არხები:

  • რეკლამა,
  • დომინოს პრინციპი

ბუღალტერია

  • კომპანიის აღრიცხვის საგადასახადო კანონმდებლობასა და ფინანსური აღრიცხვის პოლიტიკასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.
  • საგადასახადო ორგანოსთან ურთიერთობა, სიახლეების დროულად შესწავლა და კომპანიის ეკონომიკურ საქმიანობასთან შესაბამისობაში მოყვანა
  • ყოველთვიური/ყოველწლიური დეკლარაციების მომზადება, სისწორის კონტროლი და შემოსავლების სამსახურში გაგზავნა
  • კომპანიის ბუღალტრული აღრიცხვის პროცესის მართვა
  • დებიტორულ/კრედიტორული დავალიანებების აღრიცხვა და კონტროლი
  • სასაქონლო-მატერიალური მარაგების ბუღალტრული აღრიცხვა და კონტროლი
  • ძირითადი საშუალებების ბუღალტრული აღრიცხვა და კონტროლი
  • კომპანიის მიერ გასაფორმებელი ხელშეკრულებების საგადასახადო კუთხით განხილვა და დადასტურება.
  • სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა
  • ფულადი გადარიცხვების საგადასახადო კუთხით განხილვა და დადასტურება
  • ხელფასების, ბონუსების და სადაზღვევო პრემიის უწყისების კონტროლი და დარიცხვის დადასტურება
  • მივლინების ხარჯების დარიცხვის კონტროლი.

კომპანიის მართვაში აღება

  • აუთსორსინგი თანამედროვე ბიზნესში ძალიან ეფექტური და პოპულარულია მეთოდია ბიზნესის ოპტიმიზაციისთვის. ჩვენთან თანამშრომლობის სარგებელი მოცემულ სფეროში შემდეგშია:
    • პროექტზე მუშაობს ცალკეულ სფეროზე სპეციალიზირებული პროფესიონალების გუნდი,
    • გუნდს გააჩნია კომპლექსური საკონსულტაციო პროექტების განხორციელების გამოცდილება, რაც გადაწყვეტილების მიღების დროს რისკებს ამცირებს და კომპანიას მეტად კონკურენტუნარიანს ხდის. გუნდი გამოცდილებას დამკვეთს უზიარებს და უზრუნველყოფს ქოუჩინგს,
    • დამკვეთი ფოკუსირდება თავის ძირითად საქმიანობაზე და ზოგავს დროს, ეფექტიანი დელეგირებით ამცირებს კადრების რაოდენობას, ამცირებს დანახარჯს,
    • აუთსორსინგით მართვა ზრდის სამუშაოს შესრულების სისწრაფეს და ეფექტურობას, იგი სპეციფიური მიდგომით იწვევს პარტნიორი კომპანიის კომფორტის ზონიდან გამოყვანას,
    • ჩვენი გუნდი ფლობს სტრატეგიულად მნიშვნელოვან ცოდნას ცალკეული ბაზრის შესახებ, გუნდი ამ ცოდნას მაქსიმალურად იყენებს დამკვეთზე მუშაობისას.
    • MCI Group-ის პრინციპებიდან გამომდინარე ჩვენი კომპანია ორიენტირებულია მართვაში აღებული კომპანიის განვითარებასა და მოგების ზრდაზე.

გეოლოგიური, გეოდეზიური, ჰიდროგეოლოგიური და ტოპო-გეოდეზიური მომსახურება

  • გამოცდილ ექსპერტთა ჯგუფი თანამედროვე აპარატურისა და მეთოდების გამოყენებით უზრუნველყოფს გეოლოგიური, გეოფიზიკური კვლევების და ტოპოგრაფიული / გეოდეზიური მომსახურების ჩატარებას უმცირეს ვადებში შემდეგი სახის ამოცანების გადაწყვეტის მიზნით:

    1. სხვადასხვა გენეზისის (დანალექი, ვულკანოგენური და მეტამორფული) წყებების გამოყოფა და დანაწევრება;
    2. მიწისქვეშა წყლების გამოკვლევა. წყალშემცველი ჰორიზონტების სიღრმისა და სიმძლავრის განსაზღვრა გეოფიზიკური მეთოდებით. შემკვეთის სურვილის შემთხვევაში ჭაბურღილის გაბურღვა და სატუმბო მოწყობილობის მონტაჟი. წყლის საერთო ქიმიური და ბიო ანალიზი.
    3. მეწყრული სხეულის და მეწყრული პროცესების შესწავლა (სხლეტის ზედაპირის სიღრმის დადგენა, მოძრავი მასის საზღვრებისა და სიმძლავრის განსაზღვრა, მოძრავი მასის დინამიკის შესწავლა). მეწყრული პროცესების და ეროზიის შემარბილებელი გეოტექნიკური სამუშაოების დაგეგმვა (მათ შორის ზედაპირული წყლების და მიწისქვეშა დრენაჟის), პროექტირება, მათი მშენებლობა / შესრულება და მონიტორინგი.
    4. სხვადასხვა მასშტაბის ობიექტებისათვის (საცხოვრებელი და სავაჭრო ობიექტები, სასტუმროები, საცურაო აუზები, ხიდები, ესტაკადები, გვირაბები, ჰიდრო ნაგებობები). საამშენებლო მოედნის გეოტექნიკური კვლევა, სათანადო ექსპერტიზა და აისო სტანდარტის შესაბამისი დასკვნის გაცემა.
    5. არქეოლოგიური ობიექტების კვლევა გეოფიზიკური მეთოდებით. მიწისქვეშა არქეოლოგიური ობიექტების აგეგმვა, შემოკონტურება და სიღრმის დადგენა.
    6. მიწისქვეშა კარსტული სიცარიელეების, გვირაბების და მღვიმეების და მათი შემოკონტურება გეოფიზიკური მეთოდებით.
    7. ძირითადი ქანების ჩაწოლის სიღრმის და მისი რელიეფის შესწავლა.
    8. მადანშემცველი ზონებისა და ძარღვების გამოვლენა-შესწავლა.
    9. ტექტონიკური სტრუქტურების შესწავლა (ნაოჭა სტრუქტურებისა და რღვევების გამოყოფა) მათი გადევნება სიღრმეში.
    10. ტოპოგრაფიული და გეოდეზიური მომსახურება.

    სამუშაოს დამთავრებისთანავე წარმოდგენილი იქნება ჩატარებული კვლევებისა და ანალიზების შესაბამისი ანგარიში, ცხრილები, ფოტო და გრაფიკული მასალა.