მენეჯერული დიაგნოსტიკა და სტრატეგია – დღეს ბიზნესის გარემო ინტენსიურად ტრანსფორმირდება. იგი უფრო სწრაფი და კომპლექსური ხდება. მენეჯერებს უფრო მეტი ამოცანის გადაჭრა უწევთ შეზღუდულ პერიოდში.
რაც არ უნდა პროფესიონალურად დაიგეგმოს საქმიანობა, მისი შესრულებისას უამრავი გაუთვალისწინებელი საკითხი იჩენს თავს. ბიზნესის წარმოება წარმოუდგენელია მუდმივი განვითარების გარეშე. ამავე დროს, ის უნდა მოერგოს ქართული ბაზრის თავისებურებებსაც. თანამედროვე ბიზნესში ჩვენი მენეჯერული დიაგნოსტირება ხელს შეუწყობს კომპანიის ოპერაციული და სტრატეგიული საქმიანობის ინოვაციურად წარმართვას. მომსახურება მოიცავს:
მენეჯერული დიაგნოსტიკა და სტრატეგია
- მენეჯმენტის დიაგნოსტირებას და განვითარების გეგმის შემუშავებას;
- დაგეგმარების მეთოდებისა და პროცესების ანალიზს;
- კომპანიის სტრუქტურის, ფუნქცია-მოვალეობების ანალიზს და რეკომენდაციებს;
- ფუნქციონალურ დანაყოფებს და თანამშრომლებს შორის კოორდინაციას;
- კადრების მართვას, მოტივაციის სისტემების ანალიზსა და რეკომენდაციებს;
- კონტროლის მეთოდებს ყველა რგოლში;
- ქსელის განვითარების და ლოჯისტიკის მართვას;
- შემდგომ მონიტორინგს;
- მენეჯერული სტრუქტურის შექმნასა და დანერგვას ორგანიზაციაში.