ონლაინ კონფერენცია: ხარისხის მართვა ჯანდაცვის სექტორში

MCI Group და IMS ბრიტანელ და ფრანგ პარტნიორ კომპანიებთან ერთად წარმოგიდგენთ პირველ ონლაინ კონფერენციას კლინიკებში ხარისხის დანერგვისა და სერტიფიცირების პროცესის შესახებ. შეხვედრის განმავლობაში ბრიტანული კომპანიების, BSI-ისა და Intertek-ის წარმომადგენელი, ასევე ფრანგული კომპანია – AB Certificazione-ს წარმომადგენელი გიპასუხებთ კლინიკებში ხარისხის მართვასთან დაკავშირებულ შეკითხვებზე. კონფერენციაზე მომხსენებლები იქნებიან: ◾️ ჟორჟ აბი რაჩედი: AB Certification-ის უფროსი კონსულტანტ-ტრენერი და წამყვანი […]
MCI Group და IMS ბრიტანელ და ფრანგ პარტნიორ კომპანიებთან ერთად წარმოგიდგენთ პირველ ონლაინ კონფერენციას კლინიკებში ხარისხის დანერგვისა და სერტიფიცირების პროცესის შესახებ. შეხვედრის განმავლობაში ბრიტანული კომპანიების, BSI-ისა და Intertek-ის წარმომადგენელი, ასევე ფრანგული კომპანია – AB Certificazione-ს წარმომადგენელი გიპასუხებთ კლინიკებში ხარისხის მართვასთან დაკავშირებულ შეკითხვებზე.

კონფერენციაზე მომხსენებლები იქნებიან:

◾️ ჟორჟ აბი რაჩედი: AB Certification-ის უფროსი კონსულტანტ-ტრენერი და წამყვანი აუდიტორი. 20+ წლიანი გამოცდილება ჯანდაცვის სერვისებში, IRCA-ს მიერ დამტკიცებული ხარისხის მართვის პროვაიდერი, აქცს ჩატარებული 100-ზე მეტი საკონსულტაციო და აუდიტის პროექტი.
◾️ ალექსეი პიკულინი: BSI-ის მთავარი ექაუნთ მენეჯერი. 20+ წლიანი გამოცდილება ხარისხის მართვის სერვისებში, ხარისხის მართვის პროექტების სპეციალისტი, ჩატარებული აქვს 100-ზე მეტი საკონსულტაციო და აუდიტის პროექტი.
◾️ პაველ ანანიევი: Intertek-ის გენერალური დირექტორი – ხარისხის უზრუნველყოფა. 16+ წლიანი გამოცდილება სერტიფიცირების სფეროში. ექსპერტი ISO სტანდარტების 4 სექტორში და ჯანდაცვის სფეროს 6 ინდუსტიაში.
◾️ ართავაზ ბაღდასარიანი – IMS-ის უფროსი კონსულტანტ-ტრენერი. 10+ წლიანი გამოცდილება: გარემოს დაცვისა და შრომითი უსაფრთხოების სფეროს, ხარისხის მართვის, კონსალტინგის, აუდიტის, საკვების უსაფრთხოებისა დასამედიცინო მოწყობილობების მართვის სფეროში. ჩატარებული აქვს 100-მდე აუდიტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ექსპერტი ISO სტანდარტების 5 სექტორში და ჯანდაცვის სფეროს 6 ინდუსტიაში.
◾️ ქეთევან ასანიძე MCI Group-ის გენერალური დირექტორი . 10 წლიანი მულტისექტორული პრაქტიკული გამოცდილება: რეფორმების,სტრატეგიული დაგეგმვის და ცვლილებების მენეჯმენტის, მდგრადი სისტემების შექმნის, ინვესტირების და ინოვაციების მართვის, 100 + მილიონის ბიუჯეტირების და მართვის, ინტერკულტურული კომუნიკაციის და მოლაპარაკებების მართვის, საერთაშორისო ბაზართან ინტეგრაციის და გლობალიზაციის მიმართულებებით.
◾️ მირანდა მანჯგალაძე MCI Group-ის მმართველი პარტნიორი და ღონისძიების ფასილიტატორი. 10 + წლიანი გამოცდილება მმართველ პოზიციებზე განათლების, კვების ორგანიზების და საცალო სასურსათო გაყიდვების სექტორში. ხარისხის მართვა, სტანდარტული ოპერაციული პროცედურების დანერგვა სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციაში მათ შორის ამერიკის სამედიცინო საუნივერსიტეტე კლინიკაში.

დრო: 25 თებერვალი, 11:00 -14:00 საათი.

კონფერენციის პროგრამა:
11:00 – 11:15 – კონფერენციას გახსნიან: ბაღდასარიანი არტავაზი, IMS; ასანიძე ქეთევან, MCI Group.
11:15 – 11:45 – IMS და MCI Group-ის წარდგენა.
11:45 – 12:15 – სამედიცინო ორგანიზაციებში საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001:2015 -ის სერტიფიცირების პროცესის წარდგენა.
12:15 – 12:45 – ხარისხის მართვის სისტემის (QMS) შემუშავებისა და დანერგვის პროცესების დეტალური აღწერა.
12:45 – 13:00 – შესვენება.
13:00 – 13:15 – გლობალური მასერთიფიცირებელი ორგანო – BSI.
13:15 – 13:30 – გლობალური მასერთიფიცირებელი ორგანო – AB Certification.
13:30 – 13:45 – გლობალური მასერთიფიცირებელი ორგანო – Intertek.
13:45 – 14:00 – შეჯამება, კითხვა-პასუხის რეჟიმი და შემდეგი ნაბიჯები.

კონფერენცია გაიმართება ZOOM-ის საშუალებით. დასასწრებად აუცილებელია გაიაროთ რეგისტრაცია: https://bit.ly/MCIGroupevent.
რეგისტრაციის შემდგომ მიიღებთ ZOOM-ის დასასწრებ ბმულს.

მსგავსი სიახლეები

Genova Diagnostics მსოფლიოში ცნობილია, როგორც ,,მომავლის ლაბორატორია". ის წამყვან პოზიციაზეა სისტემაზე დაფუძნებული მიდგომის მიმართულებით, რომელიც ეხმარება ექიმებს პაციენტების პერსონალიზებულ მკურნალობაში და რაც მთავარია, ქრონიკული დაავადების ჩამოყალიბების პრევენციაში....

MCI group, მხოლოდ, საქართველოს ბანკის 4B კლიენტებს

MCI group, მხოლოდ, საქართველოს ბანკის 4B კლიენტებს საკონსულტაციო კომპანია MCI group, მხოლოდ, საქართველოს ბანკის 4B კლიენტებს, საჩუქრად გთავაზობთ კომპანიის დიაგნოსტირებას, რაც ითვალისწინებს თქვენი ბიზნესის პირველად შეფასებასა და შესაძლო პრობლემების და შესაძლებლობების...

შორსმჭვრეტელი მენეჯერები და ინდუსტრია 5.0

შორსმჭვრეტელი მენეჯერები და ინდუსტრია 5.0   ონლაინი ჩვენთვის ყველასთვის უკვე ყოველდღიურობაა. იმ პირობებში, როცა ჩვენ ყველას პანდემიის გამო  გვიწევს ნაკლები კომუნიკაცია პირისპირ, ჩვენი გონება იწყებს სხვაგვარად ფიქრს, ეჩვევა აზროვნების სხვაგვარ ფორმატს - კერძოდ,...