ანრი ფაიოლი და მისი პრინციპები McDonald’s-ის მართვაში

მენეჯმენტის ფრანგული მოდელის ფუძემდებლად გამოჩენილი მეცნიერი, ბრწყინვალე ინჟინერი-პრაქტიკოსი და წარმოების შესანიშნავი ორგანიზატორი ანრი ფაიოლი ითვლება (1841-1925). მან ყველაზე ჩამორჩენილი და გაკოტრების პირას მდგომი საწარმო, საფრანგეთის ერთ-ერთ უმდიდრეს დაწესებულებად აქცია. მისმა კვლევებმა დიდი წვლილი შეიტანეს კლასიკური მენეჯმენტის თეორიაში. 1918 წლის შემდეგ ფაიოლი გახდა საფრანგეთის მთავრობის მრჩეველი მრეწველობის მართვის საკითხებში. ფაიოლი სწავლობდა მენეჯმენტის პრინციპებს მთელი ორგანიზაციისთვის. მისი […]

მენეჯმენტის ფრანგული მოდელის ფუძემდებლად გამოჩენილი მეცნიერი, ბრწყინვალე ინჟინერი-პრაქტიკოსი და წარმოების შესანიშნავი ორგანიზატორი ანრი ფაიოლი ითვლება (1841-1925). მან ყველაზე ჩამორჩენილი და გაკოტრების პირას მდგომი საწარმო, საფრანგეთის ერთ-ერთ უმდიდრეს დაწესებულებად აქცია. მისმა კვლევებმა დიდი წვლილი შეიტანეს კლასიკური მენეჯმენტის თეორიაში. 1918 წლის შემდეგ ფაიოლი გახდა საფრანგეთის მთავრობის მრჩეველი მრეწველობის მართვის საკითხებში.

ფაიოლი სწავლობდა მენეჯმენტის პრინციპებს მთელი ორგანიზაციისთვის. მისი „ადმინისტრაციული მენეჯმენტის“ არსი მდგომარეობს იმაში, რომ მართვა ეყრდნობა, არა ინდივიდებს, არამედ დადგენილ წესებსა და ინსტიტუტებს.

ფაიოლის ძირითადი იდეები 14 პრინციპს მოიცავს:

1. შრომის დანაწილება – რაც მაღალია მუშა-მოსამსახურეთა სპეციალიზაცია, რაც მეტად კონცენტრირდება მათი შრომა ერთ საქმეში, მით უფრო ზუსტად ასრულებენ ისინი ამ სამუშაოს.

2. უფლებები და პასუხისმგებლობა – ბრძანებების გაცემის უფლება და მენეჯერებზე დაკისრებული პასუხისმგებლობა არის მათი ძალაუფლების, ან მათი ავტორიტეტის შედეგი.

3. დისციპლინა – წარმატებული ბიზნესის მნიშვნელოვანი პირობაა. დისციპლინის გარეშე წარმატებას ვერცერთი კომპანია ვერ აღწევს.

4. ერთმმართველობა – ბრძანებას დასაქმებული მხოლოდ ერთი, თავისი უშუალო ხელმძღვანელისგან უნდა ღებულობდეს.

5. მიმართულების ერთიანობა და საერთო  სამუშაო გეგმა – ეს პირობა უზრუნველყოფს ქმედებათა შეთანხმებულობას და ძალისხმევათა კონცენტრაციას.

6. პირადი ინტერესის საერთოსათვის დამორჩილება – ერთი ადამიანისა და ჯგუფის ინტერესებიც კი არ უნდა იყოს მეტი, ვიდრე საერთო ამოცანა.

7. ანაზღაურება – უნდა იყოს მაქსიმალურად სამართლიანი და აკმაყოფილებდეს როგორც პერსონალს, ისე კომპანიას.

8. ცენტრალიზაცია – ცენტრალიზაციის ხარისხი იცვლება კონკრეტული სიტუაციის შესაბამისად.

9. სკალარული ჯაჭვი – ძალაუფლების ნებისმიერ დონეზე აუცილებელია ინიციატივა.

10. წესრიგი – მუშა მასალები საჭირო ადგილას საჭირო დროს უნდა იყოს განთავსებულნი, ეს ხელს შეუწყობს დანაკარგების შემცირებას.

11. სამართლიანობა – მენეჯერები უნდა იყვნენ მეგობრულები და სამართლიანები.

12. პერსონალის თანამდებობაზე ყოფნის ხანგრძლივობა – თანამშრომლების ხშირი ჩანაცვლება არაეფექტურია.

13. ინიციატივა – მენეჯერი უნდა აძლევდეს ხელქვეითს ინიციატივის გამოვლენის უფლებას.

14. კორპორატიული სული – ჰარმონია, პერსონალის თანხმობა დიდი ძალაა. აქედან გამომდინარე მენეჯერი უნდა გაურბოდეს თანამშრომელთა შორის უთანხმოების წარმოქმნას.

ფაიოლის პრინციპების უმრავლესობას დღესაც იზიარებენ მრავალი ქვეყნისა და სკოლის წარმომადგენელი მენეჯერები. მის მიდგომებს  დიდი წარმატებით იყენებენ საწარმოები და ქსელები, განსაკუთრებით ისინი, რომელთა ბიზნესი ითვალისწინებს გეოგრაფიულად დაშორებული მრავალი სავაჭრო წერტილის არსებობას.

ასეთი მიდგომის წარმატების ტიპიურ მაგალითს მაკდონალდსის რესტორნების ქსელი წარმოადგენს, რომელსაც მაღალი რეპუტაცია გააჩნია სწრაფი კვების დარგში მსოფლიო მასშტაბით. მაკდონალდსი წარმატებით უწევს კონკურენციას სხვა რესტორნებს.

მაკდონალდსი სწრაფი კვების რესტორნების უმსხვილესი ქსელია მსოფლიოში, რომელიც ყოველდღიურად 68 მილიონ მომხმარებელს ემსახურება. მისი ცენტრალური ოფისი მდებარეობს აშშ-ში, ქალაქ ჩიკაგოში.

ყველაფერი დაიწყო იმით, რომ 1940 წელს, კალიფორნიაში, ქალაქ სან–ბერნარდინოში,  ამერიკელმა ძმებმა – რიჩარდ და მორის მაკდონალდებმა გახსნეს ტიპიური ამერიკული ბარბექიუ რესტორანი, რომელიც მძღოლების მომსახურებაზე იყო გათვლილი.

იმ პერიოდში“მაკდონალდსი“ ჰამბურგერები მხოლოდ 15 ცენტი ღირდა. გარდა ჰამბურგერისა, ასევე გამოუშვეს 8 სახეობის საკვები: ჰამბურგერი, ჩიზბურგერი, უალკოჰოლო სასმელები, რძე, ყავა, კარტოფილის ჩიფსები და ნამცხვარი. ამ ყველაფერმა ამერიკის შეერთებულ შტატებში დიდი მოწონება დაიმსახურა.

1954 წელს, რეი კროკმა ძმები მაკდონალდსებისაგან შეიძინა ფრანჩაიზინგის ექსკლუზიური აგენტის უფლება. 1955 წელს კროკმა გახსნა McDonald’s – ის პირველი რესტორანი ქალაქ დეს-პლეინზში, ილინოისის შტატში. დღეს ეს რესტორანი კორპორაციის მუზეუმია. 1955 წელს კროკმა დაარეგისტრირა კომპანია McDonald’s System, Inc, ხოლო 1960 წელს მას ეწოდა McDonald’s Corporation. 1958 წლისთვის მაკდონალდსმა 100 მილიონი ჰამბურგერი გაყიდა.

შემდეგ წლებში გაიხსნა მისი ფილიალები ამერიკის შეერთებული შტატების საზღვრებს გარეთ, რამაც დიდი წარმატება მოუტანა, 1983 წლის ბოლოს უკვე 7778 „მაკდონალდსის“ რესტორანი ფუნქციონირებდა მსოფლიოს 32 ქვეყანაში.

2009 წელს კორპორაციის კაპიტალი შეადგენდა 64, 2 მილიარდ აშშ დოლარს. 2015 წლიდან კორპორაციის პრეზიდენტი არის სტივ ისტერბრუკი. 2009 წელს ივნისისათვის,“McDonald’s“ სავაჭრო ნიშნის ქვეშ მსოფლიოს 118 ქვეყანაში ფუნქციონირებდა 32 060 რესტორანი, რომელთაგან 14 000 აშშ-ში მდებარეობს.

მაკდონალდსის ასეთ წარმატებას განაპირობებს ის პრინციპები, რომლებსაც მართვაში იყენებენ. აქ დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ დისციპლინას, რაც აუცილებელია ყველა კომპანიისათვის, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერცერთი ორგანიზაცია ვერ იარსებებს მის გარეშე. მაკდონალდსი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თანამშრომელთა დამოკიდებულებას, ისინი სამართლიანად იღებენ ანაზღაურებას. მათ შეუძლიათ ნებისმიერი აზრის გამოთქმა და ინიციატივის გამოჩენა, მათ მიეწოდებათ ყველა საჭირო ინფორმაცია, რის შედეგადაც იმატებს მათი ინტერესი სამუშაოს მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ ყველა თანამშრომელი განსხვავებულია, მათ აერთიანებთ საერთო ინტერესი – მაკდონალდსის განვითარებისკენ სწრაფვა. თანამშრომლები არ გამოხატავენ დისკრიმინაციას არცერთი ადამიანის მიმართ, რაც ხელს უწყობს ჰარმონიას მათ საქმიანობაში და ეხმარება უკეთესი შედეგების მიღწევაში. მაკდონალდსი ყველაფერს აკეთებს გუნდის სულისკვეთებისთვის, ამ ყველაფერს კი სასწაულების მოხდენა შეუძლია, ეს მიდგომები განაპირობებს მაკდონალდსის წარმატებას, პროდუქტიულობას და ეფექტურ მუშაობას.

მსგავსი სიახლეები

Archived

fusaichi pegasus for sale, can cps remove a child because of bed bugs, discontinued lance crackers, metaphors to describe a bedroom, messina port to the holy land, ano ang rehiyon ng banaue rice terraces, psilocybe ovoideocystidiata potency, hell house llc what...

Genova Diagnostics მსოფლიოში ცნობილია, როგორც ,,მომავლის ლაბორატორია". ის წამყვან პოზიციაზეა სისტემაზე დაფუძნებული მიდგომის მიმართულებით, რომელიც ეხმარება ექიმებს პაციენტების პერსონალიზებულ მკურნალობაში და რაც მთავარია, ქრონიკული დაავადების ჩამოყალიბების პრევენციაში....

ონლაინ კონფერენცია: ხარისხის მართვა ჯანდაცვის სექტორში

MCI Group და IMS ბრიტანელ და ფრანგ პარტნიორ კომპანიებთან ერთად წარმოგიდგენთ პირველ ონლაინ კონფერენციას კლინიკებში ხარისხის დანერგვისა და სერტიფიცირების პროცესის შესახებ. შეხვედრის განმავლობაში ბრიტანული კომპანიების, BSI-ისა და Intertek-ის წარმომადგენელი, ასევე...