საქართველო ბიზნესის კეთების საერთაშორისო მაჩვენებლით ბოლო ორი წლის მანძილზე 24-ე ადგილს იკავებს, რაც კავკასიის რეგიონში მას ყველაზე ნაკლებ-ბიუროკრატიულ ქვეყანად ხდის. ბოლო წლებში მზარდი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, რომლებიც ძირითადად მიმართულია ტრანსპორტის, მშენებლობის, ენერგეტიკის, უძრავი ქონებისა და წარმოების სექტორებისადმი, მომსახურების სექტორისა და მცირე და საშუალო ბიზნესის პოტენციალის განვითარების შესაძლებლობას, ფაქტობრივად, არ იძლევა. ეს უკანასკნელი
კი საქართველოში არსებულ ბიზნესთა უმრავლესობას წარმოადგენს. კაპიტალის უკმარისობა მხოლოდ ერთ-ერთი პრობლემაა, რაც მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას აფერხებს.
დღეს ქვეყანაში არსებულ ბიზნესებში უამრავი ტიპის სირთულე გვხვდება: ხშირად არ არსებობს მკაფიო და კონკრეტული მიზნები და განვითარების სტრატეგიული გეგმა. ამგვარად, იგი ინერციით ფუნქციონირებს. შესაძლოა, პრობლემა კომპანიის შიგნით ლიდერების არარსებობა, მენეჯერული სტრუქტურის გაუმართავობა და ფუნქცია-მოვალეობების არაეფექტურად განაწილება იყოს, რაც კადრების არალოიალობასა და კონტროლისა და მოტივაციის სისტემების წარუმატებლობაზე აისახება. ბიზნესის წარმართვისას არსებობს ფინანსური მენეჯმენტის გაუმართავობაც, რაც მომგებიანობას ამცირებს: არ ხდება ბუღალტერიისა და ფინანსების გამიჯვნა, ხარვეზებია ფინანსურ თვითღირებულების დათვლის დროს, არასწორია ფასწარმოქმნა, რაც იწვევს მომხმარებლის უკმაყოფილებას და დაბალ მოგებას.რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ პრობლემათაგან ბევრი ფარულია და მართალია ისინი კომპანიის წინსვლას აფერხებს, მაგრამ აუხსნელი რჩება ბიზნესის ტოპ-მენეჯმენტისთვის.
განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესები ამგვარ პრობლემათა გადალახვას მხოლოდ შიდა რესურსების მობილიზებით ცდილობენ. თუმცა, არსებობს სხვა გამოსავალიც – ბიზნეს-კონსულტაცია, პრაქტიკა, რომელიც აშშ-ში, ევროპისა და აღმოსავლეთ აზიისა მრავალ ქვეყანაში დამკვიდრებული პრაქტიკაა. იგი ბიზნესის პრობლემების შესწავლის და გამოსავლის ძიების ან სულაც, ახალი პოტენციალის გამოვლენის, სტრატეგიის, ხედვების შემუშავების საშუალებას იძლევა. ბიზნეს-კონსულტაციის საშუალებით კომპანია ობიექტურად აფასებს თავის მდგომარეობას, შესაძლებლობებს და იზიარებს ბაზარზე არსებულ გამოცდილებას.
საქართველოში MCI Group სწორედ ასეთ ბიზნეს-საკონსულტაციო კომპანიაა, რომლის ინოვაციური მიდგომები საერთაშორისოდაა აღიარებული: იგი გასულ წელს გაბრიელ-ალ-სალემის საკონსულტაციო კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა. MCI Group-ის გამოცდილებით, ბიზნესში ფარული პრობლემების შესწავლა ანუ ბიზნეს-დიაგნოსტიკა და სტრატეგიული გეგმის შემუშავება საქართველოს ბაზარზე ყველაზე აქტუალური მომსახურებაა. იგი რამდენიმე კვირაში კომპანიის შიდა მდგომარეობის შესწავლის საფუძველზე, განვითარების ახალ მიმართულებებს გამოკვეთს, კრიტიკულსაკითხებს გამოავლენს და ალტერნატივებს შეიმუშავებს. ამგვარმა მომსახურებამ ცნობადობა, გაყიდვები და მომგებიანობა გაუზარდა ბაზარზე მოქმედ არაერთ კომპანიას.
საქართველოში ბიზნეს-ფაქტორები გამუდმებით იცვლება. ის მიდგომები და სტრატეგია, რომელსაც კომპანიები რამდენიმე წლის წინ წარმატებით იყენებდნენ, დღეს ცვლილებას – გარემოსთან ადაპტირებას მოითხოვს.
სავალუტო ცვლილებების, საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების, ჩინეთის აბრეშუმის გზის ინიციატივისა და მზარდი კონკურენციის პირობების გათვალისწინებით, სამომავლოდ საქართველოს ბაზარზე ბიზნეს-კონსულტაციის აქტუალურობისა და სარგებლიანობის გაზრდა ივარაუდება.
ქეთევან ასანიძე