27 აპრილს თბილისში, სასტუმრო Holiday Inn -ში ჩატარდა ბიზნეს ფორუმი. ღონისძიებაზე ისაუბრეს როსტოვისა და საქართველოს სამრეწველო პალატების წარმომადგენლებმა . გაიმართა საინტერესო პრეზენტაციები, სადაც ორივე მხარემ წარუდგინეს ერთმანეთს საკუთარი ქვეყნის შესაძლებლობები, ღირებულებები და ბიზნესის წარმოების სტატისტიკა . ფორუმი ჩატარდა ბიზნეს საკონსულტაციო- საინვესტიციო კომპანია MCI group- ის მხარდაჭერით.
ფორუმმა როსტოვის ბიზნეს დელეგაციასა და ქართული კომპანიების წარმომადგენლებს საშუალება მისცა პირისპირ გაემართათ მოლაპარაკებები სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით.
როსტოვის ოლქის ბიზნეს დელეგაციის წევრებმა წარადგინეს შემდეგი სფეროები: მარცვლეული და შაქარი, ხორცპროდუქტები, მათ შორის ნახევარფაბრიკატები, რძის პროდუქტების გადამუშავება, საკონდიტრო ნაწარმი, ფქვილი, ლოგისტიკა, სატრანსპორტო კომპანიები, სოფლის მეურნეობის მცირე ტექნიკა და სხვა.
დაინტერესებულ პირთა შორის გაიმართა B2B მოლაპარაკებები .
როსტოვის წარმომადგენლები ძალზე მოხარულები არიან საქართვლოში სტუმრობით, ფიქრობენ რომ ფორუმი წარმატებული იყო , შედგა უშუალო გარიგებები ქართულ კომპანიებთან. MCI კიდევ გეგმავს მსგავს ღონისძიებებს წლის განმავლობაში და დროულად მიაწვდის მომხმარებელს ინფორმაციას.