გენდერული ბალანსის საჭიროება სამუშაო გარემოში

გენდერული თანასწორობა და მრავალფეროვანი სამუშაო პროცესი ყველაზე მნიშვნელოვანი პირობებია ამბიციური, მზარდი კომპანიისთვის.ამ ტიპის კომპანიები უფრო მეტად მოთხოვნადი და მისაღებია საზოგადოებისთვის და განსაკუთრებით აუცილებელია ინდუსტრიულ მსოფლიოში , სადაც, რაოდენ კონსერვატიულადაც არ უნდა ჟღერდეს, ტრადიციების საფუძველზე ჯერ კიდევ მამაკაცური საწყისია მომძლავრებული.ასეთ პირობებში კი საკმაოდ რთულია დააბალანსო ეს თანასწორობა, რადგან გენდერული თანასწორობა, როგორც დემოკრატიული ღირებულებების შემადგენელი ნაწილი შედარებით […]
02.10.2019

გენდერული თანასწორობა და მრავალფეროვანი სამუშაო პროცესი ყველაზე მნიშვნელოვანი პირობებია ამბიციური, მზარდი კომპანიისთვის.ამ ტიპის კომპანიები უფრო მეტად მოთხოვნადი და მისაღებია საზოგადოებისთვის და განსაკუთრებით აუცილებელია ინდუსტრიულ მსოფლიოში , სადაც, რაოდენ კონსერვატიულადაც არ უნდა ჟღერდეს, ტრადიციების საფუძველზე ჯერ კიდევ მამაკაცური საწყისია მომძლავრებული.ასეთ პირობებში კი საკმაოდ რთულია დააბალანსო ეს თანასწორობა, რადგან გენდერული თანასწორობა, როგორც დემოკრატიული ღირებულებების შემადგენელი ნაწილი შედარებით ახალი ფენომენია და შრომატევად სამუშაოს მოითხოვს სათანადო გარემოს შესაქმნელად.

გენდერული თანასწორობა

ქალისა და მამაკაცის თანაბარუფლებიანობაა – შანსი თავიანთი პოტენციალის სრული რეალიზაციისათვის. ეს სრულებით არ ნიშნავს ქალისა და მამაკაცის იგივეობას, პირიქით – დემოკრატიულ საზოგადოებაში აღიარებულია, რომ ადამიანებს აქვთ სხვადასხვა ღირებულებები და მიზნები, სხვადასხვა საჭიროებები და ცხოვრების წესი. მიუხედავად ამისა, მათი ინტერესები თანაბრად უნდა იყოს გათვალისწინებული ყველა დონეზე, ისინი უნდა სარგებლობდნენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით და ჰქონდეთ ერთნაირი პასუხისმგებლობები და ვალდებულებები.

საუკუნეების მანძილზე დარღვეული თანასწორობის აღდგენას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები სხვადასხვა სტრატეგიებით ებრძვიან, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მთავრობებისა და საზოგადოებების დიდმა ნაწილმა გააცნობიერა, თუ როგორი მასშტაბური და დამანგრეველია უთანასწორობის შედეგები. საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალთა მონაწილეობის გაზრდის მიზნით დასავლეთ ევროპისა და ამერიკის ქვეყნები სულ უფრო და უფრო ხშირად მიმართავენ კვოტირების სისტემას.

კვოტირების სისტემა დროებითი, იძულებითი, ხელოვნური ღონისძიებაა, მაგრამ, რადგანაც ქალთა ჩართვა სახელმწიფოს მმართველ სტრუქტურებში მრავალ ბარიერთანაა დაკავშირებული, კვოტირება, როგორც იძულებითი ზომა, ამ ბარიერების გადალახავს ემსახურება. კვოტირების თეორია წარმომადგენლობით პრინციპს ემყარება. ამ არგუმენტაციის თანახმად, რადგან მსოფლიოში მოსახლეობის ნახევარზე მეტს ქალები წარმოადგენენ, ლოგიკურია, რომ მოსახლეობის ამ ჯგუფს შესაბამისი წარმომადგენლობა ჰქონდეს გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში. წარმომადგენლობითობის თეორიასთან ერთად პოპულარულია რესურსების გამოყენების თეორიაც, რომლის მომხრეებსაც მიაჩნიათ, რომ ქალები პოლიტიკურ ცხოვრებაში განსხვავებულ ღირებულებებს, ხედვებსა და გამოცდილებას შემოიტანენ, რაც მნიშვნელოვნად გაამდიდრებს პოლიტიკურ პროცესებს.

საქართველო მსოფლიო გენდერული ინდექსის მიხედვით, 134 ქვეყნიდან 84-ე ადგილზეა. ქალები თითქმის საზარალო მდგომარეობაში არიან საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის თვალსაზრისით: ნომინალურია ქალთა წარმომადგენლობა საქართველოს პარლამენტში (150 დეპუტატიდან მხოლოდ 9 ქალი), აღმასრულებელ ხელისუფლებასა (18 მინისტრიდან მხოლოდ 2 ქალი) და კერძო სექტორში. მართალია, პროცენტულად ასეთ ორგანიზაციებში დასაქმებულ ქალთა რიცხვი დიდია, მაგრამ მათი უმრავლესობა დაბალ თანამდებობრივ საფეხურებზეა წარმოდგენილი, მაშინ როცა გადაწყვეტილების მიმღები პოზიციების უმრავლესობა მამაკაცებს ეკუთვნით (მაგ. საჯარო სამსახურში მაღალ თანამდებობებზე წარმოდგენილია 2318 მამაკაცი და 298 ქალი). კულტურულად კონსერვატულ საქართველოში შრომით ბაზარზე წარმატებული ქალების ნაკლებობას მავანნი ქალებისვე არჩევნით ხსნიან. ამ მოსაზრების მომხრენი მიიჩნევენ, რომ ქალებისათვის ბევრად სასურველია მოირგონ ნაკლებად აქტიური, თუნდაც ნაკლებად პრესტიჟული პროფესიული როლები იმისათვის, რომ ოჯახსა და შვილების აღზრდას მეტი დრო დაუთმონ.

Fortune 500 კომპანიებზე ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ის კომპანიები რომლებსაც მეტი ქალი ჰყავთ ბორდის წარმომადგენლობაში უფრო წარმატებულები არიან, ზოგადად მეტი ქალი აუმჯობესებს კორპორატიულ მმართველობას, ასევე იკლებს იმის ალბათობა, რომ კომპანია გახდება ფინანსური სკანდალების მსხვერპლი.

იმ აზრთა სხვადასხვაობას რაც ქმნიან ქალები რეალურად ბევრ რამეში ადგება კომპანიას, მარტივად რომ ვთქვათ მრავალფეროვნება უდრის მეტ წარმატებას კომპანიისათვის. ყველა კვლევა ადასტურებს, რომ ის გუნდრები სადაც არსებობს გენდერული ბალანსი, უფრო წარმატებულია.

დასკვნა:

ის, რომ გენდერული უთანასწორობა ნამდვილად რეალობაა საქართველოში, ის რომ გენდერული თანასწორობა არ გულისხმობს კაცების ჩაგვრას და ქალების კაცებზე უპირატესობას, ან იმას, რომ ქალმა უარი უნდა თქვას დიასახლისობაზე, ბავშვების გაჩენაზე ან მოვლაზე ის არ გულისხმობს კაცების და ქალების იდენტურობას, არამედ იმას, რომ ყველა ადამიანს, განურჩევლად სქესისა, უნდა ჰქონდეს თავისუფლება აირჩიოს თავისი ცხოვრების ბედი საზოგადოების მხრიდან დაღის დასმის შიშის გარეშე… და, რაც მთავარია, უნდა გავითავისოთ ის, რომ გენდერული თანასწორობა ყველა სფეროში წინსვლის და წარმატების გარანტიაა.

შრომის ბაზარია. ეკონომიკური აქტივობების მიხედვით სტატისტიკური მონაცემების დამუშავების შედეგად მიღებული შედეგებით აქტიური მოსახლეობის (სამუშაო ძალა) მიხედვით მამაკაცები ჭარბობენ ქალბატონებს.

 

მსგავსი სიახლეები

Archived

fusaichi pegasus for sale, can cps remove a child because of bed bugs, discontinued lance crackers, metaphors to describe a bedroom, messina port to the holy land, ano ang rehiyon ng banaue rice terraces, psilocybe ovoideocystidiata potency, hell house llc what...

Genova Diagnostics მსოფლიოში ცნობილია, როგორც ,,მომავლის ლაბორატორია". ის წამყვან პოზიციაზეა სისტემაზე დაფუძნებული მიდგომის მიმართულებით, რომელიც ეხმარება ექიმებს პაციენტების პერსონალიზებულ მკურნალობაში და რაც მთავარია, ქრონიკული დაავადების ჩამოყალიბების პრევენციაში....

ონლაინ კონფერენცია: ხარისხის მართვა ჯანდაცვის სექტორში

MCI Group და IMS ბრიტანელ და ფრანგ პარტნიორ კომპანიებთან ერთად წარმოგიდგენთ პირველ ონლაინ კონფერენციას კლინიკებში ხარისხის დანერგვისა და სერტიფიცირების პროცესის შესახებ. შეხვედრის განმავლობაში ბრიტანული კომპანიების, BSI-ისა და Intertek-ის წარმომადგენელი, ასევე...