რა ქმნის დიად ლიდერს? რა თქმა უნდა ცოდნა, გონებამახვილობა და ხედვა. ამის გარდა, დენიელ გოულმენი, ავტორი წიგნისა “ლიდერობა: ემოციური ინტელექტის ძალა” დაამატებდა, როგორც საკუთარი, ისევე სხვების ემოციების იდენტიფიცირებას და კონტროლს და ურთიერთობების მართვას.
ასეთ “ემოციურ ინტელექტთან” დაკავშირებული თვისებები კორპორატიულ სამყაროში საუკეთესო ლიდერებს გამოარჩევს, როგორც ბატონი გოულმენი, ყოფილი ნიუ-იორკ თაიმსის მეცნიერ-რეპორტიორი, ფსიქოლოგი და რუტგერსის უნივერსიტეტის კონსორციუმის თანაორგანიზატორი თვლის. იგი გვიზიარებს თავისი კომპეტენციების მოკლე სიას.
1. თვითშემეცნება
რეალისტური თვითდაჯერებულობა: თქვენ გესმით თქვენი ძლიერი და სუსტი მხარეები; მოქმედებთ კომპეტენციით და იცით სხვისი იმედი როდის უნდა გქონდეთ გუნდში.
ემოციური გამჭრიახობა: გესმით თქვენი გრძნობები. მაგალითად, იმის ცოდნა, თუ რა გაღიზიანებთ, დაგეხმარებათ ამ სიბრაზის მართვაში.
2. თვითმმართველობა
სიმტკიცე: ზეწოლის ქვეშ მყოფი ინარჩუნებთ სიმშვიდეს და სწრაფად რეგენერირდებით. არ ფიქრობთ ან ვარდებით პანიკაში. კრიზისის დროს ადამიანები ელიან ლიდერს; თუ ლიდერი მშვიდად არის, მაშინ ისინიც მშვიდად არიან.
ემოციური ბალანსი: თქვენ იკავებთ ნებისმიერ უსიამოვნო გრძნობას – ნაცვლად ადამიანებზე განრისხებისა, მათ აგრძნობინებთ თუ რა არის არასწორი და როგორია გამოსავალი.
თვითმოტივაცია: მიუხედავად მარცხისა, იღწვით შორეული მიზნებისკენ.
3. თანაგრძნობა
შემეცნებითი და ემოციური თანაგრძნობა: რადგანაც თქვენ გესმით სხვა ასპექტები, თქვენ იგებთ საგნებს ისე, როგორც თქვენი კოლეგები. ასევე მიესალმებით მათ შეკითხვებს, რათა დარწმუნებული იყოთ.
შემეცნებითი თანაგრძნობა, სხვა ადამიანების გრძნობების სწორად კითხვასთან ერთად, ეფექტური კომუნიკაციასაც უზრუნველყოფს.
გულისყურით მოსმენა: თქვენ მთელ ყურადღებას სხვა პიროვნებას უთმობთ და დრო გჭირდებათ, რათა გაიგოთ, თუ რას ამბობენ ისინი, მათი განხილვისა და დღის წესრიგის დარბევის გარეშე.
4. ურთიერთობის უნარი
იძულებითი კომუნიკაცია: თქვენ გამოთქვამთ თქვენს შეხედულებებს დამაჯერებელი, მკაფიო გზებით, რათა ადამიანები იყვნენ მოტივირებულნი და ამავდროულად ქონდეთ ნათლად წარმოდგენილი მოლოდინები.
გუნდური თამაში: ხალხი თავს მშვიდად გრძნობს თქვენთან მუშაობისას. ერთი ნიშანი: ისინი თავისუფლად გრძნობენ თავს თქვენს გარშემო.