ვოლმარტი და დეპარტამენტების პარტნიორობის როლი კომპანიის წარმატებაში

ვოლმარტი მსოფლიოში ყველაზე მაღალშემოსავლიანი ამერიკული სუპერმარკეტების ქსელი. მისი დამაარსებელი, კი სემ უოლტონია(sam Walton), ის  დაიბადა 1918 წელს, kingfisher, ოკლაჰომაში(Oklahoma). მან 44 წლის ასაკში,1962 წელს  გახსნა Walmart პირველი მაღაზია როჯერსში. კომპანიის წარმატებამ სემის მოლოდინს  გადააჭარბა, 1970 წლისთვის შემოსავლები მნიშვნელოვნად გაფართოვდა. ვოლმარტი კორპორაციად ჩამოყალიბდა 1969 წლის 31 ოქტომბერს და ნიუ-იორკის სააქციაო ბირჟის სიაში 1972 წელს შევიდა. 1992 […]

ვოლმარტი მსოფლიოში ყველაზე მაღალშემოსავლიანი ამერიკული სუპერმარკეტების ქსელი. მისი დამაარსებელი, კი სემ უოლტონია(sam Walton), ის  დაიბადა 1918 წელს, kingfisher, ოკლაჰომაში(Oklahoma). მან 44 წლის ასაკში,1962 წელს  გახსნა Walmart პირველი მაღაზია როჯერსში. კომპანიის წარმატებამ სემის მოლოდინს  გადააჭარბა, 1970 წლისთვის შემოსავლები მნიშვნელოვნად გაფართოვდა. ვოლმარტი კორპორაციად ჩამოყალიბდა 1969 წლის 31 ოქტომბერს და ნიუ-იორკის სააქციაო ბირჟის სიაში 1972 წელს შევიდა. 1992 წლისთვის ვოლმარტმა მიიღო ჯილდო  ჯორჯ ბუშისგან. ამავე წელს, მედლის მიღებისთანავე სემ უოლტონი  გარდაიცვალა, მაგრამ მისი მემკვიდრეობა არსებობას წარმატებით განაგრძობს.

დღესდღეობით,  ვოლმარტი მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს კორპორაციად ითვლება. სათავო ოფისი, არკანზასის შტატში, ქალაქ ბენტოვილში მდებარეობს. დაახლოებით, კომპანიის მაღაზიების რიცხვი 11 700-მდეა. მისი ფილიალები აშშ-ში, კანადაში, იაპონიაში, მექსიკაში, ბრიტანეთში და კიდევ სხვა ქვეყნებშია წარმოდგენილი, თუმცა უმრავლესობა შეერთებულ შტატებშია. ვოლმარტი დასაქმებულთა რაოდენობითაც უპირობო ლიდერია, მას  ჰყავს 2.3 მილიონი ადამიანი. ვოლმარტის წლიური შემოსავალი 485 მილიარდი დოლარია. კომპანია გამოირჩევა მომსახურების მაღალი ხარისხით და ამავე დროს ახერხებს პროდუქციაზე დაბალი ფასების შენარჩუნებას. ვოლმარტის  უნარი შესთავაზოს კარგი პროდუქტი დაბალ ფასებში განპირობებულია კომპანიის ყველა დეპარტამენტის – მარკეტინგის, შესყიდვების, საინფორმაციო სისტემების და წარმოების – თანამშრომელთა წვლილით.

ყოველ კომპანიას უნდა გააჩნდეს  მიზნები და ამოცანები, მენეჯერები კი უნდა იღვწოდნენ მათ განსახორციელებლად. კომპანიის მიზნებს, კი განსაზღვრავს სტრატეგიული გეგმა. მიზნების მიღწევისათვის თითოეულმა განყოფილებებმა შეთანხმებულად, ერთდროულად უნდა იმოქმედონ. კომპანიის სტრატეგიულ დაგეგმვაში მარკეტინგი ასრულებს მთავარ როლს. თუმცა, მხოლოდ მარკეტოლოგებს არ შეუძლიათ  მყიდველები უზრუნველყონ  ფასეულობებით. სხვა დეპარტამენტებთან ერთად კომპანიებმა უნდა შექმნან საუკეთესო ფასეულობათა მიწოდების ქსელი, რომელიც მოემსახურება მყიდველს.ფირმის წარმატება დამოკიდებულია არა მხოლოდ იმაზე, რამდენად კარგად მუშაობს თითოეული დეპარტამენტი, არამედ იმაზე, თუ რამდენად შეთანხმებულად მუშაობს სხვადასხვა დეპარტამენტი.

ვოლმარტის მიზანია მყიდველის ფასეულობისა და კმაყოფილების შეგრძნების შექმნა მათთვის სასურველი პროდუქტების მაქსიმალურად დაბალ ფასად მიწოდებით. კომპანიის ბიზნესში მარკეტოლოგებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავთ. ისინი შეისწავლიან მყიდველის მოთხოვნილებებსა და სურვილებს, ამის მიხედვით განსაზღვრავენ, თაროები რა პროდუქციით უნდა შეავსონ. ამასთან ერთად, ფასები მაქსიმალურად დაბალი უნდა იყოს. მარკეტოლოგები ამზადებენ სარეკლამო გზავნილებს, ამ რეკლამების საშუალებით რეალიზებას უკეთებენ პროდუქციას. მარკეტინგის დეპარტამენტს კომპანიის სხვა დეპარტამენტების დახმარებაც სჭირდება. იმისათვის, რომ ვოლმარტმა საჭირო პროდუქციის დაბალ ფასში შეთავაზება შეძლოს, შესყიდვის დეპარტამენტმა სასურველი მომმარაგებელი უნდა მონახოს და მისგან ეს პროდუქტი დაბალ ფასში შეიძინოს. საინფორმაციო ტექნოლოგიის დეპარტამენტმა უნდა მოიპოვოს სწრაფი და ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელ მაღაზიაში რა პროდუქტი არის საჭირო. კომპანიის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად კარგად ახერხებს თითოეული დეპარტამენტი მყიდველისათვის ფასეულობების შემატებას.

მყიდველისათვის ფასეულობების იდეალური უზრუნველყოფა ნიშნავს კომპანიის სხვადასხვა ფუნქციის ჰარმონიულ შერწყმას. თუმცა, ხშირად ხდება დეპარტამენტებს შორის კონფიქტები და გაუგებრობები. მარკეტინგის დეპარტამენტი მყიდველის შეხედულებებს ითვალისწინებს, მაგრამ, როდესაც მყიდველთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას შეეცდება, შესაძლოა სხვა დეპარტამენტს მის სტანდარტებთან შეუფერებელი სამსახურის გაწევა დაეკისროს. მაგალითად, მარკეტინგის დეპარტამენტის ქმედებამ შესაძლოა გაზარდოს შესასყიდი საქონელის საფასური, გაზარდოს მარაგები და ბიუჯეტიდან დიდი თანხა მოითხოვოს. ამგვარად, შესაძლოა სხვა დეპარტამენტებმა წინააღმდეგობა გაუწიონ მარკეტინგულ ქმედებებს.

როგორც ხედავთ, მარტო მარკეტინგის დეპარტამენტს არ  შეუძლია უმაღლესი ფასეულობის მიწოდება. თუ მარკეტინგის მენეჯმენტი კომპანიის სხვა დეპარტამენტებთან შეთანხმებულ ურთიერთობას გაითავისებს, მაშინ იგი ბევრად უფრო ადვილად მიაღწევს სასურველ მიზანს და შეძლებს მყიდველების დაკმაყოფილებას.

მსგავსი სიახლეები

Archived

fusaichi pegasus for sale, can cps remove a child because of bed bugs, discontinued lance crackers, metaphors to describe a bedroom, messina port to the holy land, ano ang rehiyon ng banaue rice terraces, psilocybe ovoideocystidiata potency, hell house llc what...

Genova Diagnostics მსოფლიოში ცნობილია, როგორც ,,მომავლის ლაბორატორია". ის წამყვან პოზიციაზეა სისტემაზე დაფუძნებული მიდგომის მიმართულებით, რომელიც ეხმარება ექიმებს პაციენტების პერსონალიზებულ მკურნალობაში და რაც მთავარია, ქრონიკული დაავადების ჩამოყალიბების პრევენციაში....

ონლაინ კონფერენცია: ხარისხის მართვა ჯანდაცვის სექტორში

MCI Group და IMS ბრიტანელ და ფრანგ პარტნიორ კომპანიებთან ერთად წარმოგიდგენთ პირველ ონლაინ კონფერენციას კლინიკებში ხარისხის დანერგვისა და სერტიფიცირების პროცესის შესახებ. შეხვედრის განმავლობაში ბრიტანული კომპანიების, BSI-ისა და Intertek-ის წარმომადგენელი, ასევე...