ინტერვიუ გაყიდვების მსოფლიო ექსპერტ მაიკლ ბენგთან

სამი ათწლეულის განმავლობაში მაიკლ ბენგი ცნობილია იმით, რომ მსოფლიოს გარშემო  „დიდი აფეთქება“ გამოიწვია იმ კომპანიებსა და ბიზნესებში, სადაც ის ლექციებს ატარებდა. მან შეასწავლა და შთააგონა 70,000-ზე მეტ ბიზნეს მფლობელსა და მათ თანამშრომლებს, როგორ გაეუმჯობესებინათ გაყიდვები და მიეღწიათ წარმატებისათვის ბიზნესში, „დაბალი ეკონომიკის“ პირობებშიც. MCI Group-ის ორგანიზებით, თბილისს მსოფლიო გაყიდვების ექსპერტი მაიკლ ბენგი სტუმრობდა. წარმოშობით დანიელი ტრენერი, […]

სამი ათწლეულის განმავლობაში მაიკლ ბენგი ცნობილია იმით, რომ მსოფლიოს გარშემო  „დიდი აფეთქება“ გამოიწვია იმ კომპანიებსა და ბიზნესებში, სადაც ის ლექციებს ატარებდა. მან შეასწავლა და შთააგონა 70,000-ზე მეტ ბიზნეს მფლობელსა და მათ თანამშრომლებს, როგორ გაეუმჯობესებინათ გაყიდვები და მიეღწიათ წარმატებისათვის ბიზნესში, „დაბალი ეკონომიკის“ პირობებშიც.

MCI Group-ის ორგანიზებით, თბილისს მსოფლიო გაყიდვების ექსპერტი მაიკლ ბენგი სტუმრობდა. წარმოშობით დანიელი ტრენერი, ვიზიტის ფარგლებში შეხვდა ქართული კომპანიების წარმომადგენლებს, მიზანდასახულ ახალგაზრდებს და ჩაატარა მათთვის მასტერკლასები. გთავაზობთ ინტერვიუს საქართველოში მაიკლ ბენგის ვიზიტის და მის სამომავლო გეგმების შესახებ.

რა იყო თქვენი საქართველოში ჩამოსვლის მიზანი?

საქართველოში ჩამოვედი იმისთვის, რომ მემუშავა კომპანიებთან და გარკვეული წვლილი შემეტანა მათ წარმატებაში. დავიბადე კოპენჰაგენში, ვმოგზურობ ძალიან ბევრს, დიდი ხნის გამმავლობაში ვცხოვრობდი ამერიკაში და რასაც მოგზაურობისას ვაწყდები, ეს არის, რომ ადამიანები იყენებენ ძალიან მცირედს თავის პოტნციალისას, ადამიანებს ბევრად მეტის გაკეთება შეუძლიათ ვიდრე აკეთებენ.

სამი ძირითადი ფაქტორია, რაც განაპირობებს ადამიანის წარმატებას, როგორც ბიზნესში, ასევე პირად ცხოვრებაში. ყველაზე მნივნელოვანია, რომ ყველაფერი იწყება აზროვნებით, რა არის ადამიანის აზრი, როგორ მართავს გონებას, როგორი პიროვნებაა ოპტიმისტი, პესიმისტი,ზარმაცი. როგორი დამოკიდებულება აქვს საგნების მიმართ. მეორე ფაქტორია ტექნიკური უნარები, შენ შეგიძლია ატარო მანქანა, იმუშავო კომპიუტერთან. მესამე არის  რბილი უნარები, როგორ ესაუბრო ადამიანებს, როგორ გქონდეთ მათთან კომუნიკაცია. რასაც მე ვხედავ, სხვადასხვა ქვეყნებში, ეს სამი პრობლემა არის ყველგან ერთნაირი.

როგორია თქვენი თანამშრომლობა  MCI Group-თან?

რამდენიმე წელია რაც, მე საქართველოში ვთანამშრომლობ  კომპანია MCI Group-თან, ჩვენ გავაფორმეთ ახალი პარტნიორობა და კიდევ  უფრო ხშირად ვესტუმრები თქვენს ქვეყანას. ერთობლივად შევიმუშავეთ პროგრამები, ბიზნეს გეგმები. ჩვენი მიზანია მივაღწიოთ პროფესიონალურ სტანდარტებს და კომპანიებს შევაცვლევინოთ მიდგომები, რომლებიც ხელს უშლიან მათ წინსვლაში. საქართველო, როგორც ქვეყანა არის განვითარების პროცესში, ყოველ წელს ის უკეთესობისკენ მიდის. ჩვენ უბრალოდ გვინდა დავაჩქაროთ ევოლუციის ტემპი და ყველა მათგანი გავხადოთ პროფესიონალი.

როგორ შეაფასებდით საქართველოს გაყიდვების მიმართულებით?

საქართველოში ჩემს მეუღლესთან ერთად ჩამოვედი , ჩვენ ვიყავით რესტორნებში, კაფეებში, მაღაზიებში, საერთო ჯამში ბევრი ძალიან კარგი ადგილია ირგვლივ, მაგრამ მათ აქვთ ერთი პრობლემა, ისინი ვერ ესაუბრებიან კარგად კლიენტებს, ვერ ელაპარაკებიან სწორად. როდესაც ვაკვირდებოდი როგორ მიმდინარეობდა საქართველოში გაყიდვები, ვნახე, რომ პროდუქტს გამყიდველი არ ყიდის,  მყიდველი თავად ყიდულობს მას. გაყიდვებში კომუნიკაცია არის უმთავრესი, თუ შენ შეგიძლია კარგი კომუნიკაცია, შენ შეძლებ აიყვანო შენი ბიზნესი უმაღლეს საფეხურზე. თურქეთში აგრესიული გაყიდვები აქვთ, რაც გადაჭარბებულია, ამიტომ  უნდა ვიპოვოთ ბალანსი, ამ დროს  რეალურად ყიდით და თან იცით როდის დაიხიოთ უკან. გაყიდვა არის ხელოვნება, რადგან ჩვენ ადამიანს უნდა ველაპარაკოთ ისე, რომ გვენდონ და ამ დროს არც აგრესიულები უნდა ვიყოთ და არც პასიურები.

რა შთაბეჭდილებები დაგრჩათ საქართველოში ვიზიტისას და როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

ორი კვირის განმავლობაში რამდენიმე მასტერკლასი ჩავატარეთ. ერთ-ერთი იყო თემაზე ,, როგორ შევქმნათ 5 ვარსკვლავიანი ბიზნეს სისიტემა, რომელსაც 100-ზე მეტი ქართული კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა. ასევე, საქართველოს ბანკის უნივერსიტეტში შევხვდი სტუდენტებს. ჩემთვის სასიამოვნო იყო, როდესაც მათ ვხედავდი ემოციებით სავსეს, მათ ჰქონდათ განცდა, რომ მასტერკლასის შემდომ ყველაფერს დაძლევდნენ და ეს დღე მათ ცხოვრებაში იქნებოდა წარმატებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი. მეორე რაუნდის ჩასატარებლად ვბრუნდები ივნისში და გავმართავთ უფრო მასშტაბურ მასტერკლასს.

რა რჩევებს მისცემდით ჩვენს მკითხველს?

აუცილებლად წადით მაიკლ ბენგის ტრენინგზე. თუ არ შეგიძლიათ წასვლა, წაიკითხეთ ბევრი წიგნი ბიზნესზე. ჩვენ მუდმივად უნდა ვსწავლობდეთ, განვავითაროთ საკუთარი თავი, მუდამ უნდა გავუმჯობესდეთ, ეს არის გასაღები,საკუთარ თავზე მუდმივად მუშაობა და სწავლა.

თქვენ ბევრად მეტი შეგიძლიათ ვიდრე აკეთებთ, თქვენ უნდა გახსნათ თქვენი პოტენციალი. დაფიქრდეთ რამდენი შეგიძლიათ და ამას ვერ ხვდებოდით. როგორც სპორტში, მუდმივად ვარჯიშობენ, ასევე უნდა იყოს ბიზნესშიც. ჩვენი მისიაა გამოვაცოცხლოთ და გამოვაფხიზლოთ ადამიანები, რათა მათ გააცნობიერონ, რომ ნამდვილად მეტი შესაძლებლობები აქვთ, თქვენ შეგილიათ საქართველო ბევრად კარგ ქვეყანად აქციოთ და სხვა სიმაღლეზე აიყვანოთ.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები

Archived

fusaichi pegasus for sale, can cps remove a child because of bed bugs, discontinued lance crackers, metaphors to describe a bedroom, messina port to the holy land, ano ang rehiyon ng banaue rice terraces, psilocybe ovoideocystidiata potency, hell house llc what...

Genova Diagnostics მსოფლიოში ცნობილია, როგორც ,,მომავლის ლაბორატორია". ის წამყვან პოზიციაზეა სისტემაზე დაფუძნებული მიდგომის მიმართულებით, რომელიც ეხმარება ექიმებს პაციენტების პერსონალიზებულ მკურნალობაში და რაც მთავარია, ქრონიკული დაავადების ჩამოყალიბების პრევენციაში....

ონლაინ კონფერენცია: ხარისხის მართვა ჯანდაცვის სექტორში

MCI Group და IMS ბრიტანელ და ფრანგ პარტნიორ კომპანიებთან ერთად წარმოგიდგენთ პირველ ონლაინ კონფერენციას კლინიკებში ხარისხის დანერგვისა და სერტიფიცირების პროცესის შესახებ. შეხვედრის განმავლობაში ბრიტანული კომპანიების, BSI-ისა და Intertek-ის წარმომადგენელი, ასევე...