კაიზენის 5S
რა არის კაიზენი?
რა არის კაიზენი? – მიუხედავად იმისა, რომ კაიზენის მიმართ მრავალი განსხვავებული მიდგომაა შემუშავებული, ამ კითხვაზე მარტივი პასუხი არ არსებობს. საუკეთესო მაგალითად შეგვიძლია ის მეთოდი ავიღოთ, რომელსაც ტოიოტა იყენებს, სადაც კომპანიის ყოველ ასპექტში მუდმივი განვითარების პროცესი უმთავრესია. აღსანიშნავია, რომ იგი მოიცავს კომპანიის ყველა ნაწილს და ყოველ თანამშრომელს.
რა არის 5S?
5S ყოველი გაუმჯობესების ფუნდამენტია და მთავარი კომპონენტი ვიზუალური სამუშაო ადგილის შესაქმნელად. ორივე მათგანი კაიზენის განუყრელი ნაწილია – უწყვეტი განვითარებისათვის შექმნილი სისტემა, რაც წარმოების დანაკარგების შემცირების ქმედებების ერთობლიობის ნაწილია.
5S პროგრამა ფოკუსირებულია ვიზუალური წესრიგის, ორგანიზებულობის, სისუფთავის და სტანდარტიზაციის ქონაზე. რეზულტატები, რომლებსაც უნდა ელოდოთ 5S პროგრამის დანერგვის შემდეგ არიან: შემოსავლიანობის, ეფექტურობის, მომსახურების და უსაფრთხოების გაუმჯობესება.
პრინციპები, რომლებიც 5S პროგრამას განსაზღვრავენ, თავდაპირველად შეიძლება მარტივი და ზედმეტად თვალნათელიც კი მოგეჩვენოთ. მაგრამ მათი სწორი იმპლემენტაციის შემდეგ ზემოთხსენებულ სარგებელს აუცილებლად დაინახავთ.
რა სახის კომპანიებს შეუძლიათ 5S პროგრამისგან სარგებლის მიღება?
ყველას და რაც მთავარია, ნებისმიერი ტიპის ბიზნესს შეუძლია სარგებლის მიღება კარგად აწყობილი 5S პროგრამისაგან. როგორც წესი, თითქოს წარმოებას უფრო მიესადაგება ზემოთ ხსენებული პროგრამა, მაგრამ იგი ეფექტურია ნებისმიერი სახის ბიზნესისათვის სამედიცინო ცენტრებიდან დაწყებული პროფესიონალური სერვისებით დამთრებული.
და მაინც, რას აღნიშნავს 5S პროგრამა?
1. Seiri – სორტირება
სამუშაო ადგილიდან ყველა არასაჭირო ნივთის მოშორება
2. Seiton – დალაგება
ყველაფრისთვის თავისი ადგილის მიჩენა
3. Seiso – სისუფთავე
სამუშაო ადგილის დასუფთავება
4. Seiketsu – სტანდარტიზირება
საუკეთესო პრაქტიკის სტანდარტიზირება სამუშაო ადგილზე
5. Shitsuke – მდგრადობა
არასოდეს დაუბრუდეთ ძველ მეთოდებს
ბევრი ორგანიზაცია საკმაო სირთულეებს განიცდის მე-3 S-ის გადალახვის დროს, მაგრამ 5S-ის მიღწევა სავსებით შესაძლებელია.