მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომპანიის ისტორია დაიწყო ამერიკაში, ჯორჯიის შტატის ქალაქ ატლანტაში ქიმიკოსი ჯონ პემბერტონის საცხოვრებელი სახლის უკანა ეზოში ,სადაც უმუშევრად დარჩენილმა ყოფილმა კაპიტანმა, კავალერისტმა 1886 წლის 8 მაისს, საკუთარი რეცეპტით სასმელი დაამზადა, თავი რომ ერჩინა, ამავდროულად მას შაკიკი აწუხებდა და სითხე განსაკურნად შექმნა. თავისი აღმოჩენის გასაცნობად დაუძახა მეგობარს და კომპანიის ბუღალტერს ფრენკ რობინსონს (Frank M. Robinson). ფრენკს სიროფი ძალიან მოეწონა და ურჩია მას აუცილებლად ჩაეწერა ამ არაჩვეულებრივი სასმელის რეცეპტი.
მან ერთმანეთში აურია წითელი ღვინო და ტროპიკულ მცენარე კოლას თესლისგან გამოწურული ზეთი (რომელიც შეიცავდა კოფეინს და თეობრომიდს), სიროფი საკმაოდ გემრიელი გამოვიდა. ჯონმა მას წყალიც დაამატა და საღამოს სარეკლამო ლოზუნგის ფონზე: „არაჩვეულებრივი, მატრონიზირებული, გამაჯანსაღებელი სასმელი, რომელსაც შეუძლია ნერვული გაღიზიანების, თავის ტკივილის, ნევრალგიის, ისტერიის, მელანქოლიის განკურნება“ 5ცენტად გაყიდა.
მან ერთმანეთში აურია წითელი ღვინო და ტროპიკულ მცენარე კოლას თესლისგან გამოწურული ზეთი (რომელიც შეიცავდა კოფეინს და თეობრომიდს), სიროფი საკმაოდ გემრიელი გამოვიდა. ჯონმა მას წყალიც დაამატა და საღამოს სარეკლამო ლოზუნგის ფონზე: „არაჩვეულებრივი, მატრონიზირებული, გამაჯანსაღებელი სასმელი, რომელსაც შეუძლია ნერვული გაღიზიანების, თავის ტკივილის, ნევრალგიის, ისტერიის, მელანქოლიის განკურნება“ 5ცენტად გაყიდა.
სიროფი იყო ტკბილი და ბლანტე. ჯონმა თავისი გამოგონება გასაყიდად შესთავაზა ქალაქში ყველაზე დიდ აფთიაქს – Jacobs’ Pharmacy. იმავე დღეს სიროფის პირველი პორცია გაყიდული იქნა აფთიაქიდან (ერთი ჭიქა 5 ცენტად).
დასახელება “კოკა–კოლა”, ისევე როგორც წარწერის შრიფტი შექმნა ფრენკ რობინსონმა. გამომგონებელმა ჯონ პემბერტონმა, რომელმაც ვერ განსაზღვრაკოკა კოლის სასმელის მომავალი წარმატება, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე 1888 წელს მიჰყიდა თავისი საქმე სხვადასხვა პარტნიორებს.
ატლანტაში ჩამოსულმა ღარიბმა ემიგრანტმა – აზა კენდლერმა, რომელსაც ჯიბეში მხოლოდ დოლარი და 75 ცენტი გააჩნდა, თავისი რწმენით, ამბიციით და საკმაოდ კარგი კომერციული ნიჭით მოახერხა გარკვეული კაპიტალის დაგროვება და კოკა კოლის რეცეპტის შესყიდვა პემბერტონის ქვრივისგან 2300 ამერიკულ დოლარად.1931 წელს კომპანიამ ამერიკელ მხატვარს ჰადონ სუნდბლომს შეუკვეთა თეთრ–წითელი ფერის სანტა კლაუსის კოსტუმის დიზაინი(მანამდე სანტა კლაუსი იცვამდა სხვადასხვა ფერის და ფორმის ტანისამოსს). მხატვარმა სანტას სახედ საკუთარი ავტოპორტრეტი გამოიყენა.
მსოფლიო ომის პერიოდში 5 მილიონი ბოთლი კოკა კოლა გაიგზავნა სამხედროებისთვის.
აზა კენდლერმა ძმასთან და ორ კომპანიონთან ერთად 1893 წლის 31 იანვარს ჯორჯიას შტატში დააფუძვნა კომპანია სახელწოდებით – “The Coca-Cola Company”საწყისი კაპიტალით 100 ათასი დოლარი და ოფიციალურად დაარეგისტრირა სავაჭრო ნიშნად, რომელიც გამოიყებებოდა 1886 წლიდან. შეიძლება თავისუფლად ითქვას, რომ თუ პემბერტონი არის კოკა კოლის სასმელის შემქმნელი, აზა კენდლერი არის კომპანია კოკა კოლის შემქმნელი. იმავე წელს გადახდილი იქნა კომპანიის აქციების პირველი დივიდენდები (20 დოლარი აქციაში). იქიდან მოყოლებული კომპანია ყოველ წელს თავის აქციონერებს უხდიდა დივიდენდებს.
აზა კენდლერმა საკმაოდ წარმატებული სარეკლამო და მარკეტინგული სვლები გააკეთა. შექმნა პროდუქტის რეალიზაციის განყოფილება, რომელშიც მოიწვია ენერგიული თანამშრომლები .გამომდინარე იქიდან, რომ კარგი რეკლამისათვის ეს ყველაფერი საკმარისი არ იყო, მან გამოიყენა მაშინდელი დროისათვის ახალ სარეკლამო ფორმები. დაიწყო ფოსტის საშუალებით კოკა კოლის უფასო პორციების მიღებაზე კუპონების და კომპანიის სავაჭრო ნიშნის გამოსახულებიანი სუვენირების დაგზავნა.
1960 წელს დაიწყო სასმელის ქილებში ჩამოსხმა, რომელიც მანამდე გამოიყენებოდა მხოლოდ არმიისათვის. 1977 წლიდან კი იწყება კოკა კოლის 2 ლიტრიანი პლასტიკური ბოთლებით გამოშვება.
1982 წელსგამოიგონეს კოკა კოლის ახალი სასმელი Diet Coke, რომელიც შაქრის მაგივრად შეიცავს შემცვლელს და არის ნაკლებად კალორიული.
დღევანდელ დღეს კოკა კოლა არის მთელს მსოფლიოში ცნობადი მარკა. იგი იყიდება თითქმის 200 ქვეყანაში. ერთი დღის განმავლობაში მთელს მსოფლიოში იყიდება საშუალოდ 1 მილიარდი ბოთლი კოკა კოლა.