კომპანია MCI group მონაწილეობას იღებდა მსოფლიო ბიზნეს ფორუმზე- “კაცობრიობის ფსიქოლოგია ბიზნესში” , რომელიც ჩატარდა მილანში 7-8 ნოემბერს, 2017 წელს. ფორუმზე მონაწილეობას იღებდნენ მსოფლიოს მასშტაბით წარმატებული კომპანიების (გუგლი, ფეისბუქი, მაკენზი კონსალტინგი და აშ) აღმასრულებელი მენეჯერები, რომლებიც წარმოდგენილები იყვნენ სფიქერებად :ჯონი ბერგერი, კრის მაკენზი, აბიგაილ პოსნერ, ჯონ ივატა, რანდი ცუკერბერგი, რიჩელ ბოცმანი, მაიკლ პორტერი. მათ გააზიარეს თანამედროვე გამოცდილებები და გამოწვევები, რაც დღეს დგას ბიზნესში.
Genova Diagnostics მსოფლიოში ცნობილია, როგორც ,,მომავლის ლაბორატორია". ის წამყვან პოზიციაზეა სისტემაზე დაფუძნებული მიდგომის მიმართულებით, რომელიც ეხმარება ექიმებს პაციენტების პერსონალიზებულ მკურნალობაში და რაც მთავარია, ქრონიკული დაავადების ჩამოყალიბების პრევენციაში....