“მაიკლ ბენგის სემინარის შემდეგ გამყარდა ჩემი რწმენა, რომ სამაგალითო კომპანიის ნაწილი ვარ.”

თბილღვინოს პროდუქტების განვითარების ხელმძღვანელი, ლაშა ლომაშვილი, MCI მასტერკლასთან ინტერვიუში ბევრ საინტერესო საკითხზე საუბრობს, მათ შორის როგორ შეცვალა მაიკლ ბენგის ტრენინგმა მისი დამოკიდებულება იმ კომპანიაზე, რომელშიც მუშაობს და რამდენად რთული იყო ისეთი დიდი კომპანიის მორგება კაიზენის სისტემაზე როგორიც თბილღვინოა. მოგვიყევით ცოტაოდენი თქვენს თავზე და გვითხარით რომელი კომპანიის წარმომადგენელი იყავით სემინარზე დასწრებისას? მე ლაშა ვარ ლომაშვილი, კომპანია […]
მაიკლ ბენგ

თბილღვინოს პროდუქტების განვითარების ხელმძღვანელი, ლაშა ლომაშვილი, MCI მასტერკლასთან ინტერვიუში ბევრ საინტერესო საკითხზე საუბრობს, მათ შორის როგორ შეცვალა მაიკლ ბენგის ტრენინგმა მისი დამოკიდებულება იმ კომპანიაზე, რომელშიც მუშაობს და რამდენად რთული იყო ისეთი დიდი კომპანიის მორგება კაიზენის სისტემაზე როგორიც თბილღვინოა.

მოგვიყევით ცოტაოდენი თქვენს თავზე და გვითხარით რომელი კომპანიის წარმომადგენელი იყავით სემინარზე დასწრებისას?

მე ლაშა ვარ ლომაშვილი, კომპანია თბილღვინოს პროდუქტების განვითარების ხელმძღვანელი და სწორედ თბილღვინოს წარმომადგენელი ვიყავი სემინარზე.

როგორ მიიღეთ სემინარზე დასწრების გადაწყვეტილება? რამ განაპირობა თქვენი დაინტერესება მაიკლ ბენგისა და ჰირუმა იასუოს ერთობლივი სემინარით?

დიდი როლი ითამაშა MCI ჯგუფმა, რადგან კომპანიას მაღალი რეპუტაცია აქვს.

ერთობლივი სემინარის იდეა კიდევ უფრო საინტერესო იყო ჩვენთვის, ვინაიდან მიუხედავად იმისა, რომ წარმოება და გაყიდვები სხვადასხვა მიმართულებაა, ეს ორი სამსახური კომპანიაში ქმნის საერთო სურათს.

აუცილებელია გუნდის ყველა წევრი ხედავდეს და იზიარებდეს კომპანიის ინტერესებს.

გაყიდვები ქმნის საჭიროებებს, ხოლო წარმოება ქმნის პროდუქტს და პირიქით. წარმატებისთვის აუცილებელი პირობაა, რომ ზემოთხსენებულ სამსახურებს კარგად ესმოდეთ ერთმანეთის საჭიროებების.

რა სიძნელეებს შეხვედრილხართ კომპანიაში მოღვაწეობის განმავლობაში და რამ განაპირობა თქვენი მოტივირება მათ გადასაჭრელად? როგორ გახდით ისეთი კომპანია, რომელიც ასე ძლიერად პოზიციონირებს ბაზარზე და გამოირჩევა ხარისხით?

თბილღვინოში მუშაობის ყველაზე დიდი ხიბლი სწორედ სიძნელეებში და მის გადაჭრაშია.

ვინაიდან ძალიან რთულია და ამავდროულად სასიამოვნო, აწარმოებდე პროდუქტს ასეთი მოცულობითა და ხარისხით და ამავდროულად პროცესები იყოს უმაღლეს დონეზე დახვეწილი.

წარმატება პირველ რიგში ძალიან დიდი შრომის შედეგია.

აუცილებელია კომპანიას ჰქონდეს მოტივაცია და სურვილი გააუმჯობესოს ნებისმიერი მიღწეული შედეგი.

გაამარტივოს და დახვეწოს როგორც პროდუქციის ხარისხი ასევე საწაარმოო და საოპერაციო პროცესები.

როგორ ფიქრობთ, რა არის წარმატების მისაღწევად მთავარი და ემთხვევა თუ არა მაიკლ ბენგის ხედვა თქვენს წარმოდგენებს? შეიცვალა თუ არა კაიზენის სისტემის დანერგვით თქვენი კომპანიის ეფექტურობა?

მთავარია სწორად დაგეგმვა და შედეგების განჭვრეტა. რისკების გაანალიზება და შეცდომების მინიმუმამდე დაყვანა.

ამისათვის კი საჭიროა გუნდური, შეთანხმებული მუშაობა. მნიშნველოვანია ბაზრის ტენდენციების გათვალისწინება და სწრაფი რეაგირება.

კაიზენის სისტემის დანერგვით კიდევ უფრო წარმატებულად ვანხორციელებთ მასშტაბურ თუ პატარა პროექტებს.

მაიკლი თავის სემინარებში მხოლოდ გაყიდვების ტექნიკის დახვეწაზე არ საუბრობს, იგი ხშირად აღნიშნავს, რომ მისი მეთოდები ადამიანებს პირად ცხოვრებაშიც ეხმარება. დაგეხმარათ თუ არა მაიკლის პროგრამა პირადი ცხოვრების გაუმჯობესებაში?

ნებისმიერი შედეგის უკან დგანან ადამიანები. ადამიანები, რომლებიც ქმნიან და ახორცილებენ.

ამიტომ სწორედ ადამიანებისგან მოდის ნებისმიერი ქმედება. მაიკლის სემინარის სახით ამ აზრს გაუჩნდა მყარი არგუმენტი.

თუ გავითვალისწინებთ, რომ ყველაფერი საბოლოოდ ყიდვა-გაყიდვამდე მიდის, პირადი ცხოვრებისთვის მაიკლის სემინარი სასარგებლო აღმოჩნდა.

როგორი შთაბეჭდილება მოახდინა თქვენზე მაიკლ ბენგმა? რით გამოარჩევდით მის სემინარებს სხვა ტრენერების სემინარებისგან?

მაიკლი არის სუპერ ენერგიული სპიკერი. სემინარი შინაარსობრივად იყო ძალიან საინტერესო.

განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო მაიკლის პოზიტიური აურა, აუდიტორიის ჩართულობა სემინარში, რეალური მაგალითები და პრაქტიკული რჩევები.

მიუხედავად ხანგრძლივი სემინარისა აუდიტორია არ მოდუნებულა. პრინციპში ვერც მოდუნდებოდა მაიკლის ხელში.

შეიცვალა თუ არა მაიკლ ბენგთან და ჰირუმა იასუოსთან შეხვედრების შემდეგ თქვენი დამოკიდებულება კომპანიის მიმართ რომელშიც მუშაობთ? თუ პასუხი დადებითია, როგორ?

გამყარდა ჩემი რწმენა, რომ სამაგალითო კომპანიის ნაწილი ვარ.

კომპანიის რომელიც მუდმივ განვითარებაზეა ორიენტირებული. წლიდან წლამდე მნიშვნელოვნად ვითარდება ყველა პროცესი.

მაშინ როდესაც ვფიქრობთ, რომ საუკეთესო შედეგი მივიღეთ, აუცილებლად გამოჩნდება ამ შედეგის გაუმჯობესების შესაძლებლობა.

რამდენად რთული იყო ისეთი დიდი კომპანიის მორგება კაიზენის სისტემაზე როგორიც თბილღვინოა? იყო თუ არა ჰირუმას რეკომენდაციები და რჩევები ადვილად შესასრულებელი?

ჰირუმას მეღვინეობაში ვიზიტი ყველა თანამშრომლისთვის გახდა კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ კომპანიას განვითარების ყველაზე ეფექტური და სწორი გზა აქვს არჩეული.

ჰირუმას რეკომენდაციები ადვილი შესასრულებელი იყო, ვინაიდან ჩვენი მეთოდები ერთმანეთს ემთხვევა.

თქვენი აზრით რამდენად სასარგებლოა თვითგანვითარებასთან ერთად ადამიანი დაესწროს სხვადასხვა სემინარებს, მიმართოს კონსალტინგურ კომპანიას პრობლემების გადასაჭრელად?

როგორ ფიქრობთ საჭიროა თუ არა კომპანიამ დაინახოს თავისი თავი გვერდიდან?

აუცილებელია! როგორც ადამიანისთვის ასევე კომპანიისთვის. სემინარის შემდეგ ადამიანი კომპანიაში ბრუნდება ახალი იდეებით, ახალი ხედვებით.

დღესდღეობით იყენებთ თუ არა სემინარზე ნასწავლ მეთოდებს?

თავისთავად მოხდა მეთოდების კომპანიაში ინტეგრირება/გაღმავება.

თუ საიდუმლო არ არის, იქნებ გაანდოთ მკითხველებს თქვენი სამომავლო პროექტებისა თუ გეგმების შესახებ?

დიდი და მნიშვნელოვანი პროექტები გველის წინ.

კახეთის საუკეთესო მიკროზონებში ვაშენებთ საკუთარ ვენახებს. ვგეგმავთ საწარმოო სიმძლავრეების გაზრდას. ახალი პროდუქტების შექმნასა და ახალ ბაზრებზე შესვლას.

რა იყო თქვენთვის ყველაზე დასამახსოვრებელი სემინარებიდან?

რატომ? რატომ? რატომ? რატომ? რატომ?

ურჩევდით თუ არა სხვა ადამიანებს სამომავლოდ მაიკლის ან ჰირუმას სემინარებზე დასწრებას და რატომ?

აუცილებლად ვურჩევდი, პირველ რიგში სასიამოვნოა ამ სემინარზე დასწრება. სასიამოვნოსთან ერთად შედეგიანი და ეფექტური. აუცილებლად იგრძნობენ ამ სემინარის შედეგს რეალურ ცხოვრებაში.

რადგანაც დღესდღეობით ძალიან ბევრი კომპანია ცდილობს მიაღწიოს წარმატებას და დაუღალავად შრომობს იმისთვის, რომ იყოს კონკურენტუნარიანი, ალბათ ძალიან საინტერესო იქნებოდა თქვენი აზრი იმის შესახებ, თუ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატების მისაღწევად?

რას ურჩევდით თქვენს სფეროში მოღვაწე სხვა ადამიანებს, რომლებიც იგივე გამოწვევების წინაშე დგანან როგორებიც თქვენი იყო?

ნებისმიერი წარმატების უკან დიდი შრომაა დამალული. ჩემი აზრით ადამიანს თუ არ უყვარს თავის საქმე, ეს შედეგზე აისახება.

წარმატების მისაღწევად შესაძლებლობების გაზომვა, სწორი ქმედებების დაგეგმვა და შესრულებაა საჭირო.

ყელას ვურჩევდი აკეთონ ის საქმე, რომელიც უყვართ და სიამოვნებას ანიჭებთ. ამ შემთხვევაში ბევრად იოლია მიაღწიო იმ შედეგს რომელიც მიზნად გაქვს დასახული.

მსგავსი სიახლეები

Archived

fusaichi pegasus for sale, can cps remove a child because of bed bugs, discontinued lance crackers, metaphors to describe a bedroom, messina port to the holy land, ano ang rehiyon ng banaue rice terraces, psilocybe ovoideocystidiata potency, hell house llc what...

Genova Diagnostics მსოფლიოში ცნობილია, როგორც ,,მომავლის ლაბორატორია". ის წამყვან პოზიციაზეა სისტემაზე დაფუძნებული მიდგომის მიმართულებით, რომელიც ეხმარება ექიმებს პაციენტების პერსონალიზებულ მკურნალობაში და რაც მთავარია, ქრონიკული დაავადების ჩამოყალიბების პრევენციაში....

ონლაინ კონფერენცია: ხარისხის მართვა ჯანდაცვის სექტორში

MCI Group და IMS ბრიტანელ და ფრანგ პარტნიორ კომპანიებთან ერთად წარმოგიდგენთ პირველ ონლაინ კონფერენციას კლინიკებში ხარისხის დანერგვისა და სერტიფიცირების პროცესის შესახებ. შეხვედრის განმავლობაში ბრიტანული კომპანიების, BSI-ისა და Intertek-ის წარმომადგენელი, ასევე...