რა არის თამაშის თეორია?

რა არის თამაშის თეორია? რასაც ეკონომისტები თამაშის თეორიას უწოდებენ, ფსიქოლოგები მას მოიხსენიებენ როგორც სოციალური სიტუაციების თეორიას. მიუხედავად იმისა, რომ თამაშის თეორია რელევანტურია ისეთი აზარტული თამაშებისათვის, როგორებიცაა პოკერი და ბრიჯი, კვლევის უდიდესი ნაწილი ფოკუსირებულია იმაზე, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ადამიანების ჯგუფები ერთმანეთში. თამაშის თეორიის ორი მთავარი განშტოებაა კოოპერატიული და არაკოოპერატიული თამაშის თეორია. არაკოოპერატიული თამაშის თეორია მეტწილად დაკავშირებულია […]
02.10.2019

რა არის თამაშის თეორია?

რასაც ეკონომისტები თამაშის თეორიას უწოდებენ, ფსიქოლოგები მას მოიხსენიებენ როგორც სოციალური სიტუაციების თეორიას. მიუხედავად იმისა, რომ თამაშის თეორია რელევანტურია ისეთი აზარტული თამაშებისათვის, როგორებიცაა პოკერი და ბრიჯი, კვლევის უდიდესი ნაწილი ფოკუსირებულია იმაზე, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ადამიანების ჯგუფები ერთმანეთში. თამაშის თეორიის ორი მთავარი განშტოებაა კოოპერატიული და არაკოოპერატიული თამაშის თეორია. არაკოოპერატიული თამაშის თეორია მეტწილად დაკავშირებულია იმასთან, თუ პირადი მიზნების მისაღწევად გონიერი ინდივიდები როგორ ურთიერთქმედებენ ერთმანეთთან. ეს თამაშის თეორიის ის განშტოებაა, რომელსაც აქ განვიხილავთ.

თამაშის თეორიასთან ერთად, ეკონომიკის თეორიას კიდევ 3 მთავარი განშტოება აქვს: გადაწყვეტილების თეორია, ზოგადი წონასწორობის თეორია და მექანიზმის თეორია. ყოველი მათგანი კი თამაშის თეორიასთან მჭიდრო კავშირში იმყოფება.

გადაწყვეტილების თეორია შეგვიძლია განვიხილოთ ერთი ინდივიდის თამაშის ჭრილში. აქ ფოკუსირება ხდება უპირატესობებზე და შეხედულებების ფორმირებაზე. ყველაზე ფართოდ გამოყენებულ გადაწყვეტილების თეორიის სახეობაში განხილულია ის, რომ სარისკო ალტერნატიულ ვარიანტებს შორის უპირატესობები შეიძლება აღწერილი იყოს რიცხვობრივი სარგებლის ფუნქციის მოსალოდნელი ღირებულების მაქსიმიზაციით, სადაც სარგებელი შეიძლება დამოკიდებული იყოს სხვადასხვა ფაქტორზე. მაგრამ ეკონომისტებისათვის საინტერესო სიტუაციები ხშირად ფულად შემოსავალზეა დამოკიდებული. სავარაუდოდ, ეს თეორია გამოიყენება იმ მიზნით, რომ შედეგების არასარწმუნოება დაგვანახოს, და იგი ხშირად იმ გზის მოდელირებისთვისაა მისადაგებული, რომელშიც შეხედულებების შესაცვლელად ახალი ინფორმაციაა გამოყენებული. გადაწყვეტილების თეორია ხშირად გამოიყენება გადაწყვეტილების ანალიზის ფორმით, რაც გვანახებს როგორ დავეუფლოთ ინფორმაციას უშუალოდ გადაწყვეტილების მიღებამდე.

ზოგად წონასწორობის თეორიას შეგვიძლია შევხედოთ როგორც თამაშის თეორიის სპეციალიზებულ განშტოებას, რომელიც ვაჭრობას, პროდუქციას და როგორც წესი, ინდივიდუალური მომხმარებლების და მწარმოებლების შედარებით უფრო დიდ რიცხვს ეხება. იგი ფართოდაა გამოყენებული მაკროეკონომიკაში, კერძოდ კი მონეტარულ და საგადასახადო პოლიტიკაში, ფინანსებში – აქციების ბაზრის გასაანალიზებლად, დარიცხული პროცენტის, ვალუტის კურსის და სხვა ფასების ზრდის შესასწავლად. ბოლო წლებში, პოლიტიკური ეკონომიკა წარმოიქმნა როგორც ზოგადი წონასწორობის თეორიის და თამაშის თეორიის კომბინაცია, სადაც ზოგადი წონასწორობის თეორიის მეშვეობით მოდელირებულია ეკონომიკის პირადი სექტორი, ხოლო არჩევნების დროს ადამიანთა ქცევა და მთავრობის მიერ განხორციელებული წახალისება გაანალიზებულია თამაშის თეორიის ჭრილში. შესწავლილი საკითხები მოიცავს საგადასახადო პოლიტიკას, ვაჭრობის პოლიტიკას და ვაჭრობის საერთაშორისო შეთანხმებებს, ისეთებს, როგორებიცაა ევროპული კავშირი.

მექანიზმის თეორია განსხვავდება თამაშის თეორიისაგან იმით, რომ თამაშის თეორია იღებს წესებს როგორც მოცემულობას, მაშინ, როდესაც მექანიზმის თეორია იკვლევს განსხვავებული ტიპის წესებისაგან დამდგარ შედეგებს. რა თქმა უნდა, ეს მყარად ეფუძვნება თამაშის თეორიას. კითხვები, რომლებსაც მექანიზმის თეორია სვავს, მოიცავს კომპენსაციის მოწყობას და ანაზღაურების შესახებ შეთანხმებებს, რაც ეფექტურად ახდენს რისკების გავრცელებას, მაგრამ ამავდროულად ინარჩუნებს წახალისებებს და აუქციონების იმგვარ მოწყობას, რომ მოხდეს შემოსავლების მაქსიმიზაცია ან სხვა დასახული მიზნების მიღწევა.

ინსტრუქციული მაგალითი

თამაშის აღწერის ერთ-ერთი გზაა მასში მონაწილე ინდივიდების ჩამონათვალის გაკეთება და ყოველი მოთამაშისთვის ხელმისაწვდომი შესაძლო ქმედებების აღრიცხვა. განვიხილოთ თამაში, სადაც მხოლოდ ორი მოთამაშე იღებს მონაწილეობას. „პატიმრის დილემა“ – ძალიან ცნობილი თამაშია. აქ მოთამაშეები პარტნიორ ეჭვმიტანილებს წარმოადგენენ, რომლებიც პოლიციას ჩაუვარდნენ ხელში. თითოეული ეჭვმიტანილი განთავსებულია განცალკევებულ ოთახში და მათ ეძლევათ დანაშაულის აღიარების შესაძლებლობა. თამაშის წარმოდგენა შესაძლებელია შემდეგი მატრიცის მიხედვით:

გაითვალისწინეთ, რომ რიცხვის მნიშვნელობის ზრდასთან ერთად იზრდება სარგებელიც. იმ შემთხვევაში, თუ არცერთი მათგანი არ აღიარებს დანაშაულს, მოხდება ორივეს განთავისუფლება. ისინი თანაბრად გაიყოფენ მოპარულ თანხას, რასაც ცხრილში ავღნიშნავთ 5 ერთეულით და იგი მიენიჭება ორივე ეჭვმიტანილს. იმ შემთხვევაში, თუ ერთი პატიმარი გადაწყვეტს ჩვენება მისცეს პარტნიორის საწინააღმდეგოდ, ხოლო მეორე დუმილს არჩევს, ქულები გადანაწილდება შემდეგნაირად: პატიმარი, რომელმაც დანაშაული აღიარა მიიღებს 10 ერთეულს, ხოლო პატიმარი, რომელმაც დუმილი არჩია –  -4-ს. პატიმრები შემცირებულ სასჯელს მიიღებენ, მაგრამ ორივე იქნება დამნაშავედ ცნობილი, იმ შემთხვევაში, თუ ორივე მოთამაშე აღიარებს დანაშაულს. აქ თითოეული მათგანი მიიღებს 1 ქულას: რაც ორივესთვის საშუალო სარგებელს იძლევა ზემოთხსენებულ ვარიანტებთან შედარებით.

ამ თამაშმა უამრავი თეორეტიკოსი მოხიბლა განსხვავებული მიზეზების გამო. პირველ რიგში, ეს განსხვავებული სიტუაციების მარტივი რეპრეზენტაციაა. მაგალითად, აღიარების/არ აღიარების მაგივრად, ჩვენ შეგვიძლია დავარქვათ სტრატეგიებს „ წვლილის შეტანა საერთო სარგებელში“ ან „ეგოისტური საქციელი“. ეს უამრავ სიტუაციას ერგება, რომლებსაც ეკონომისტები „საყოველთაო სარგებლის პრობლემის“ სახელით მოიხსენიებენ. მაგალითად შეიძლება ხიდის მშენებლობა მოვიყვანოთ. ყველასათვის მომგებიანია, თუ ხიდი აშენდება, მაგრამ ყოველი ინდივიდისთვის უკეთესია, თუ ვინმე სხვა ააშენებს მას. ეს ეკონომიკაში ხანდახან განხილულია, როგორც გარე ფაქტორი. ამის მსგავსად, ამ თამაშმა შეიძლება ორი კომპანიის ალტერნატივა აღწეროს, რომლებიც ერთსადაიმავე ბაზარზე კონკურირებენ და აქ აღიარება/არ აღიარების მაგივრად ჩვენ შეგვიძლია მოვიხსენიოთ „მაღალი ფასის დაწესების“ და „დაბალი ფასის დაწესების“ სტრატეგიები. რა თქმა უნდა, ორივე კომპანიისთვის საუკეთესო ვარიანტი მაღალი ფასების დაწესებაა, მაგრამ რეალურად, ყოველი ინდივიდუალური კომპანიისათვის უკეთესი გამოსავალი მათ მეტოქესთან შედარებით დაბალი ფასის დაწესებაა.

ამ თამაშის მეორე ნიშანთვისებაა ის, რომ იგი გვაძლევს ინფორმაციას გონიერი ადამიანის ქცევის შესახებ. არ აქვს მნიშვნელობა ეჭვმიტანილის აზრს მისი პარტნიორის სამომავლო ქმედებების შესახებ, მისთვის ყოველთვის საუკეთესო ვარიანტია დანაშაულის აღიარება. თუ სხვა საკანში მყოფი პარტნიორი არ აღიარებს დანაშაულს, ამ შემთხვევაში მას საშუალება ეძლევა მიიღოს 10 ქულა 5-ის მაგივრად. თუ იგი დუმილს არჩევს და მეორე საკანში პარტნიორი ჩვენებას მისცემს, შესაძლებელია 1-ის მაგივრად -4-ის მიღება. თუმცა აზრი, რომ ინდივიდი სათავისოდ კეთილგონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებს, გვაძლევს შემდეგ რეზულტატს: ყოველი მოთამაშე მიიღებს მხოლოდ 1 ქულას, რაც ბევრად ნაკლებია ვიდრე შესაძლო 5, როდესაც ორივე მათგანი დუმილს არჩევდა. პიროვნების ეს კონფლიქტი საკუთარი სარგებლის მიღებასა და საერთო სიკეთეს შორის, უამრავი თამაშის თეორიის პრობლემების მიზეზია.

ამ თამაშის მესამე ნიშანთვისებაა ის, რომ იგი ძალიან მნიშვნელოვნად იცვლება, თუ თამაშს განმეორებით ჩავატარებთ, ან იმ შემთხვევაში, თუ მოთამაშეები მომავალში ერთმანეთთან იტერაქციას მოახდენენ. წარმოვიდგინოთ, რომ თამაშის დამთავრების შემდეგ,  ეჭვმიტანილები გაანთავისუფლეს და მათ მოგვიანებით სხვა დანაშაული ჩაიდინეს. თუ თამაშს დავიწყებთ თავიდან, ეჭვმიტანილებმა შეიძლება გადაწყვეტილება მიიღონ, რომ ისინი დანაშაულს არ აღიარებენ, და დაეყრდნონ ურთიერთნდობას. მაგრამ სინამდვილეში, ეს ზემოთ გამოტანილი დასკვნა არასწორია. იმის მიუხედავად თუ რა მოხდა პირველ თამაშში, მეორე თამაშში ორივე ეჭვმიტანილი აღიარებს დანაშაულს.

 

მსგავსი სიახლეები

Archived

fusaichi pegasus for sale, can cps remove a child because of bed bugs, discontinued lance crackers, metaphors to describe a bedroom, messina port to the holy land, ano ang rehiyon ng banaue rice terraces, psilocybe ovoideocystidiata potency, hell house llc what...

Genova Diagnostics მსოფლიოში ცნობილია, როგორც ,,მომავლის ლაბორატორია". ის წამყვან პოზიციაზეა სისტემაზე დაფუძნებული მიდგომის მიმართულებით, რომელიც ეხმარება ექიმებს პაციენტების პერსონალიზებულ მკურნალობაში და რაც მთავარია, ქრონიკული დაავადების ჩამოყალიბების პრევენციაში....

ონლაინ კონფერენცია: ხარისხის მართვა ჯანდაცვის სექტორში

MCI Group და IMS ბრიტანელ და ფრანგ პარტნიორ კომპანიებთან ერთად წარმოგიდგენთ პირველ ონლაინ კონფერენციას კლინიკებში ხარისხის დანერგვისა და სერტიფიცირების პროცესის შესახებ. შეხვედრის განმავლობაში ბრიტანული კომპანიების, BSI-ისა და Intertek-ის წარმომადგენელი, ასევე...