kill_the_netUpload files...
საერთაშორისო ჯილდო კატეგორიაში: " 2019 წლის საუკეთესო სოციალური რეფორმა და სიღარიბის დაძლევა" - MCI Group

საერთაშორისო ჯილდო კატეგორიაში: ” 2019 წლის საუკეთესო სოციალური რეფორმა და სიღარიბის დაძლევა”

” წლის საუკეთესო სოციალური რეფორმა და სიღარიბის დაძლევა”. 2 .02. 2020. ბალი, ინდონეზია. MCI media       MCI Group-მა  გაიმარჯვა 2019 წლის საკონსულტაციო პროექტების საერთაშორისო  კონკურსში “კონსულტაცია საზღვრების გარეშე: მდგრადი განვითარება” (Consulting without Borders: Sustainable Development), რომელსაც ატარებს ფონდი Gabriel Al-Salem Foundation, ამჯერად BEDO-Bali-ისთან თანაპარტნიორობით ,  კატეგორიაში: ” წლის სოციალური რეფორმა და სიღარიბის დაძლევა”. […]

” წლის საუკეთესო სოციალური რეფორმა და სიღარიბის დაძლევა”. 2 .02. 2020. ბალი, ინდონეზია.

MCI media

 

 

 

MCI Group-მა  გაიმარჯვა 2019 წლის საკონსულტაციო პროექტების საერთაშორისო  კონკურსში “კონსულტაცია საზღვრების გარეშე: მდგრადი განვითარება” (Consulting without Borders: Sustainable Development), რომელსაც ატარებს ფონდი Gabriel Al-Salem Foundation, ამჯერად BEDO-Bali-ისთან თანაპარტნიორობით ,  კატეგორიაში: ” წლის სოციალური რეფორმა და სიღარიბის დაძლევა”. კომპანიას პრიზი გადაეცა მენეჯმენტში საუკეთესო  შესრულებისთვის.

MCI Group საკონსულტაციო კომპანიაა და ახდენს ინვესტირებას სხვადასხვა ტიპის კომპანიებში. გამოირჩევა ინოვაციური მიდგომებითა და ღიაა საერთაშორისო ბაზრებისთვის. MCI ოპერირებს  საერთაშორისო ბაზარზე და ახორციელებს ბიზნეს მომსახურებების სრულ სპექტრს: ინვესტიცია, მენეჯმენტში შესვლა, მარკეტინგი, გაყიდვების ზრდა, ფინანსების მართვა.

 

საერთაშორისო კონკურსი  “კონსულტაცია საზღვრების გარეშე: მდგრადი განვითარება” ინდონეზიაში კუნძულ ბალზე ტარდება. MCI -მ,   მის პარტნიორ კომპანიასთან ერთად, წაიკითხა მასტერკლასი განხორციელებულ  საკონსულტაციო პროექტსა და მის ინოვაციურ შედეგებთან დაკავშირებით.  კონფერენციას ესწრებიან როგორც ექსპერტი კონსულტანტები სხვადასხვა  ქვეყნიდან, ასევე სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლები.

MCI Group-ის დირექტორი ქეთევან ასანიძე ამბობს, რომ ამ შედეგს მუდმივად პროგრესული ცვლილებებითა და სწორად შერჩეულ, ძლიერ პარტნიორებთან ერთად მიაღწია. მისთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა, წარადგინოს საქართველო გიგანტ ქვეყნებს შორის, ამ კონკურსში უკვე მეორედ, მსოფლიო ასპარეზზე. მით უმეტეს განვითარებადი ქვეყნის ისტორიაში ეს შედეგი  მოსახლეობის ეკონომიკური წინსვლა და დოვლათის შექმნაა, რაც თავისთავად პასუხობს MCI ს  ს მისიას საქართველოს ბაზარზე.

შეგახსენებთ, რომ  2015 წელს კომპანია MCI Group-მა მიიღო  საკონსულტაციო პროექტის ბრაწინვალე შესრულებისთვის გაბრიელ ალ-სალემის ფონდისა და EBRD-ის ერთობლივი ჯილდო სტამბულში, თურქეთში, კერძოდ კი საქართველოში პირველად  განახორციელა მართვაში შესვლის პროექტი. ეს იყო მენეჯმენტ კომპანიის ინოვაციური გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც იმ დროისთვის წერდა როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მედია.  2019 წელს პროექტის გადაწყვეტა უკავშირდება ინოვაციურ პარტნიორობებსა და მართვის მეთოდების სინქრონულ ჯაჭვს, რამაც ქვეყნის მასშტაბით სექტორის სტრატეგიული დაგეგმვის, აღსრულების დონეზე მოახდინა გავლენა და რადიკალურად შეცვალა სტრატეგია ახალი  რეფორმების ღია სერიით.

გაბრიელ ალ-სალემ ფონდის ყოველწლიური კონკურსი “კონსულტაცია საზღვრების გარეშე”  ახორცელიელებს  ინოვაციების და საუკეთესო მსოფლიო პრაქტიკების ინტეგრირებას საკონსულტაციო და ბიზნეს მომსახურებებში, აგრეთვე, ამყარებს ღია პროფესიულ და კულტურულ ურთიერთობებს ბიზნესსა და ბიზნესთან დაკავშირებულ მონაწილეებს შორის. ღონისძიების თანა-მასპინძელი BEDO- Bali წარმოადგენს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერ ორგანიზაციას, რომელიც იზიარებს სოციალურ და გარემოსდაცვით პასუხისმგებლობას ინდონეზიაში.

 

მსგავსი სიახლეები

Jeux concours

ContentSélection de développeurs de jeux de casino en ligneJouer au blackjack dans les salles de jeux – ladbrokes 20 spins gratuitsDécouvrez notre guide de machines à sous gratuitesJeux de casino en ligne avec Ile de Casino - votre casino en ligneGagnez vos forfaits...