” წლის საუკეთესო სოციალური რეფორმა და სიღარიბის დაძლევა”. 2 .02. 2020. ბალი, ინდონეზია.
MCI media
MCI Group-მა გაიმარჯვა 2019 წლის საკონსულტაციო პროექტების საერთაშორისო კონკურსში “კონსულტაცია საზღვრების გარეშე: მდგრადი განვითარება” (Consulting without Borders: Sustainable Development), რომელსაც ატარებს ფონდი Gabriel Al-Salem Foundation, ამჯერად BEDO-Bali-ისთან თანაპარტნიორობით , კატეგორიაში: ” წლის სოციალური რეფორმა და სიღარიბის დაძლევა”. კომპანიას პრიზი გადაეცა მენეჯმენტში საუკეთესო შესრულებისთვის.
MCI Group საკონსულტაციო კომპანიაა და ახდენს ინვესტირებას სხვადასხვა ტიპის კომპანიებში. გამოირჩევა ინოვაციური მიდგომებითა და ღიაა საერთაშორისო ბაზრებისთვის. MCI ოპერირებს საერთაშორისო ბაზარზე და ახორციელებს ბიზნეს მომსახურებების სრულ სპექტრს: ინვესტიცია, მენეჯმენტში შესვლა, მარკეტინგი, გაყიდვების ზრდა, ფინანსების მართვა.
საერთაშორისო კონკურსი “კონსულტაცია საზღვრების გარეშე: მდგრადი განვითარება” ინდონეზიაში კუნძულ ბალზე ტარდება. MCI -მ, მის პარტნიორ კომპანიასთან ერთად, წაიკითხა მასტერკლასი განხორციელებულ საკონსულტაციო პროექტსა და მის ინოვაციურ შედეგებთან დაკავშირებით. კონფერენციას ესწრებიან როგორც ექსპერტი კონსულტანტები სხვადასხვა ქვეყნიდან, ასევე სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლები.
MCI Group-ის დირექტორი ქეთევან ასანიძე ამბობს, რომ ამ შედეგს მუდმივად პროგრესული ცვლილებებითა და სწორად შერჩეულ, ძლიერ პარტნიორებთან ერთად მიაღწია. მისთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა, წარადგინოს საქართველო გიგანტ ქვეყნებს შორის, ამ კონკურსში უკვე მეორედ, მსოფლიო ასპარეზზე. მით უმეტეს განვითარებადი ქვეყნის ისტორიაში ეს შედეგი მოსახლეობის ეკონომიკური წინსვლა და დოვლათის შექმნაა, რაც თავისთავად პასუხობს MCI ს ს მისიას საქართველოს ბაზარზე.
შეგახსენებთ, რომ 2015 წელს კომპანია MCI Group-მა მიიღო საკონსულტაციო პროექტის ბრაწინვალე შესრულებისთვის გაბრიელ ალ-სალემის ფონდისა და EBRD-ის ერთობლივი ჯილდო სტამბულში, თურქეთში, კერძოდ კი საქართველოში პირველად განახორციელა მართვაში შესვლის პროექტი. ეს იყო მენეჯმენტ კომპანიის ინოვაციური გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც იმ დროისთვის წერდა როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მედია. 2019 წელს პროექტის გადაწყვეტა უკავშირდება ინოვაციურ პარტნიორობებსა და მართვის მეთოდების სინქრონულ ჯაჭვს, რამაც ქვეყნის მასშტაბით სექტორის სტრატეგიული დაგეგმვის, აღსრულების დონეზე მოახდინა გავლენა და რადიკალურად შეცვალა სტრატეგია ახალი რეფორმების ღია სერიით.
გაბრიელ ალ-სალემ ფონდის ყოველწლიური კონკურსი “კონსულტაცია საზღვრების გარეშე” ახორცელიელებს ინოვაციების და საუკეთესო მსოფლიო პრაქტიკების ინტეგრირებას საკონსულტაციო და ბიზნეს მომსახურებებში, აგრეთვე, ამყარებს ღია პროფესიულ და კულტურულ ურთიერთობებს ბიზნესსა და ბიზნესთან დაკავშირებულ მონაწილეებს შორის. ღონისძიების თანა-მასპინძელი BEDO- Bali წარმოადგენს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერ ორგანიზაციას, რომელიც იზიარებს სოციალურ და გარემოსდაცვით პასუხისმგებლობას ინდონეზიაში.