მსოფლიოში ინტერნეტზე დამოკიდებულების მაჩვენებელი საგრძნობლად გაიზარდა, რათქმაუნდა არც საქართველო წარმოადგენს გამონაკლისს.ინტერნეტიზაციამ სოციალური მედიის მნიშვნელობაც გაზარდა. ბოლო მონამცებით ინტერნეტიზაციის დონემ საქართველოში 40%-ს გადააჭარბა, სოციალურ ქსელ Facebook-ის მომხმარებლების რაოდენობამ კი 1000 000-ს მიაღწია.
ყოველივე ამის პალალელურად საინტერესოა ქართველი ბიზნესმენების პოზიცია, ხედავენ თუ არა ისინიც სოციალურ მედიას, როგორც დიდ შესაძლებლობას მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაციის დასამყარებლად, ანიჭებენ თუ არა მას მნიშვნველობას კომპანიის მარკეტინგულ აქტივობებში
სოციალური მედიის კვლევა განსაკუთრებით აქტუალურია ისეთი კომპანიებისთვის, რომლებიც ცდილობენ ფართო აუდიტორიისთვის მარკეტინგული მესიჯის მიწოდებას მინიმალური დანახარჯით და ბრენდის პოზიციონირებას ბაზარზე.
სოციალური მედია მოვალეა მისთვის არსებული ყველა რესურსით განახორციელოს უპირველესი ფუნქცია – ინფორმირება,ხოლო ბლოგერი – ერთგვარი შუამავლის როლს ასრულებს, ინფორმაციის წყაროა.
სოციალურ მედიაში წარმატებისთვის კომპანია გარკვეულ პრინციპებს აუცილებლად უნდა იცავდეს.
- სოციალურ მედიაში ყოველი ნაბიჯი კონკრეტულ მიზანს უნდა ემსახურებოდეს
- მედია ადმინისტრაცია მომხმარებლის ჩართულობაზე, მის ინსპირირებაზე უნდა იყოს ორიენტირებული
- ქმედებები სოციალური მედიაში მომხმარებლის კონკრეტული საჭიროების დაკმაყოფილებაზე უნდა იყოს ორიენტირებული
- საინფორმაციო ტიპის პოსტები ფასდაკლების, ახალი კოლექციისა თუ სპეციალური აქციის შესახებ მისაღებია, მაგრამ ეს არ უნდა იყოს კომპანიის გვერდის შინაარსის მთავარი ნაწილი. როგორც კი მომხმარებელი იგრძნობს, რომ მას რაიმე პროდუქტს „ასაღებენ“ , ის გაბრაზდება და შესაძლოა საერთოდ აღარ შეიხედოს ამ კომპანიის გვერდზე.
- აქტივობები სოციალურ მედიაში უნდა იყოს დასამახსოვრებელი, არაორდინალური, ზოგჯერ შესაძლოა ექსტრა-ორდინალურიც. კომპანიის მარკეტერები აცხადებენ, იმისათვის, რომ კამპანიამ სოციალურ მედიაში წარმატებას მიაღწიოს, მან მომხმარებელი აღტაცებაში უნდა მოიყვანოს.
- ექსპერტები კომპანიებს ურჩევენ იმუშაონ არა მხოლოდ გენიალური იდეის ფორმირების, არამედ ამ იდეის რაც შეიძლება მარტივი გზებით განხორციელების მიმართულებითაც. სოციალური მედია არ არის რთული, ჩაღრმავებული რამის ადგილი. აქ მუშაობს მხოლოდ ისეთი რამ, რაც აღსაქმელად მარტივია.
- კონკრეტულ აუდიტორიაზე მორგებული – სოციალურ მედიაში უამრავი, ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანია თავმოყრილი, ამიტომ კამპანიის დაგეგმვისას უნდა გავითვალისწინოთ ის სეგმენტი, რომელზეც ვაკეთებთ ამ კამპანიას.
- მარკეტინგის მენეჯერმა უნდა განსაზღვროს ამოცანა და არა შედეგი – მარკეტერის მთავარი დანიშნულებაა, სოციალური მედიის ექსპერტს აუხსნას ამოცანა, ხოლო განხორციელების გზების ძიება მას უნდა მიანდოს.