თუ ერთი თვე ისე გავიდა, რომ ანგარიშსწორებისთვის ნაღდი ფული არ გამოგიყენებია, მაშინ დიდი ალბათობით უნაღდო ანგარიშსწორების საზოგადოებას განეკუთვნები. უნაღდო ანგარიშსწორებით ცხოვრება, ან სულ მცირე, დიდი ოდენობით ქაღალდის ფულის ბრუნვის შემცირება, პოპულარული პოლიტიკური სვლაა გარკვეულ ეკონომიკურ წრეებში. ასევე აღსანიშნავია, რომ უნაღდო ანგარიშსწორების საზოგადოებაში დანაშაულის და კორუფციის ადგილი სულ უფრო და უფრო მცირდება. ეს ყველაფერი განპირობებულია იმით, რომ მხოლოდ ერთეული კრიმინალები თუ იქნებიან თანახმანი ჩეკით ან საკრედიტო ბარათით მოახდინონ ანგარიშსწორება არალეგალური საქონელის შემოსატანად. როგორც კენეთ როგოფი Wall Street Journal-ში აღნიშნავს: „იატაკქვეშა ეკონომიკაში, ნაღდ ანგარიშსწორებას ღრმად აქვს ფესვები გადგმული, რადგან მასზე უფრო უნივერსალური და ლიკვიდური ანგარიშსწორების საშუალება არ არსებობს.“
ზოგი თვლის, რომ უკანონო აქტივობები უნაღდო ანგარიშსწორების საზოგადოებაშიც არ იქნება აღმოფხვრილი, რადგანაც დიდი ალბათობით, კრიმინალები კანონმორჩილი ბიზნესების ჩაითრევას მოახერხებენ თავიანთ ქსელებში. ნაღდი ანგარიშსწორების არარსებობის შემთხვევაში, მათ თეორიულად, დაშინების ან შეწუხების გზით, შეუძლიათ აიძულონ ბიზნესი, რომ მათ ჩეკები გამოუწერონ ვითომ ლეგიტიმური სერვისების შესრულების გამო. ამგვარი სცენარის არსებობა მართლაც რომ შესაძლებელია, თუმცა ეს ბევრად უფრო მეტ პრობლემებთანაა დაკავშირებული, ვიდრე ქაღალდის კუპიურებით დახუნძლული ჩემოდნით ანგარიშსწორება. ინდოეთი, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ ამოიღო ბრუნვიდან დიდი რაოდენობით რუპიები, ამ თეორიების გასატესტად კარგი სივრცეა. მიუხედავად იმისა, ახდენს თუ არა ეს ყველაფერი გავლენას დანაშაულებრივ საქმიანობებზე, ეფექტი ჯერ კიდევ დაკვირვების პროცესშია, თუმცა კორუფცია აგრძელებს არსებობას. ამჟამად ინდოეთში ქრთამის შესათავაზებლად იდეალურ ნივთებად ფულის მაგივრად ითვლება მიწები, სახლები, თუ ძვირფასი საათები.
ისმის კითხვა, თუ რატომ არიან მსოფლიოს გარშემო მთავრობები ასე დაინტერესებულნი ნაღდი ანგარიშსწორების შემცირებაზე? როდესაც ხალხი და ბიზნესები ტრანზაქციებს ნაღდი ანგარიშსწორებით ახორციელებენ, მთავრობისთვის რთულდება კონტროლის პროცესი, თუ რომელი გადასახადის გადახდის დრო მოვიდა, და როგორც წესი, უფრო ნაკლები ოდენობის ამოღებაა შესაძლებელი, ვიდრე ეს განსაზღვრულია. ასევე ბევრ განვითარებად ქვეყანაში, სადაც საგადასახადო სისტემის მოქნილობა დაბალია, ხოლო ფულადი ბრუნვა მაღალი, საგადასახადო ორგანოების მიერ დაკავებული თანხების დაკარგვა ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია.
უნაღდო ანგარიშსწორების საზოგადოების კონცეფცია შეიძლება ბევრ წარმოშობილ ეკონომიკურ მოდელს მივუსადაგოთ, მაგრამ აშშ-ში ის ნაკლებად რელევანტურია. იმის მიუხედავად, რომ ამერიკელები ერთ-ერთი ყველაზე კეთილსინდისიერი გადამხდელები არიან მსოფლიოში, მათი სრულწლოვანი მოსახლეობის 7 პროცენტს არ გააჩნია ბანკის ანგარიში და ყველა ფინანსურ აქტივობას ნაღდი ანგარიშსწორებით ახორციელებს. უნაღდო ანგარიშსწორების სისტემამ სერიოზული ზიანი შეიძლება მიაყენოს დაბალშემოსავლიანი მოსახლეობის დიდ ნაწილს. მაგალითისათვის, ფერმერები ხშირად გასამრჯელოს კუპიურებით იღებენ, და თავიანთ მომსახურებებს ქირის ჩათვლით, ამ მიღებული დოლარებით იხდიან.
ამ ყველაფერთან ერთად, რაიმე ნივთის შეძენის დროს ბევრ ადამიანს თავისი პრივატულობის შენარჩუნება სურს. მათი შენაძენები და ხარჯები შეიძლება ძალიანაც ლეგიტიმური იყოს, მაგრამ ზოგიერთი მათგანის სურვილია, რომ ეს ტრანზაქციები სხვებისთვის ხელმისაწვდომი არ იყოს. ყოველ შემთხვევაში, თუ როდესმე საბოლოოდ ჩამოვყალიბდებით როგორც უნაღდო ანგარიშსწორების საზოგადოება, აუცილებლად უნდა გადავაფასოთ ფრაზა „ქაღალდის გზა“.