ალბათ პატარა ბავშვსაც, რომ კითხოთ დაუფიქრებლად გეტყვით, რომ საქართველოს ეროვნული ვალუტა ლარია,რადგან ქვეყნის ისეთივე სიმბოლოა, როგორც დროშა, გერბი და ჰიმნი. თუმცა ძალიან ცოტამ თუ იცის ამ სიტყვის მნიშვნელობა და ზოგადად, ისტროია, თუ როგორ დაიმკვიდრა თავი და მნიშვნელობა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში.
სიტყვა „ლარი“, ძველი ქართულიდან მომდინარეობს და ნიშნავს ზოგადად განძს, ქონებას, ხოლო „თეთრი“, რომელიც ლარის მეასედ ნაწილს ეწოდა, ძველი XIII საუკუნიდან დამკვიდრებული ქართული სამონეტო ტერმინია.
სახელწოდება „ლარი“ ქართული ფულის ერთეულის დასახელებად 1991 წელს წამოაყენა აკადემიკოსმა ვასილ ჩანტლაძემ მინისტრთა კაბინეტისათვის შედგენილ პროექტში, ხოლო მიმოქცევაში 1995 წლის 2 ოქტომბრიდან გამოვიდა, როდესაც ეროვნულმა ბანკმა მიიღო საქართველოს ტერიტორიაზე ფულის ნიშნების გამოშვების უფლება, სწორედ ეროვნული ბანკის საბჭო განსაზღვრავს და ამტკიცებს ლარის ბანკნოტებისა და მონეტების დიზაინს, შემადგენლობას და სხვა მახასიათებლებს.
ყველა ნომინალის ბანკნოტის ავერსზე წარმოდგენილია ქართული წარწერები: „საქართველო“, „საქართველოს ეროვნული ბანკი“, ნომინალის დასახელება, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და ფინანსთა მინისტრის ხელმოწერები, თარიღი და შვიდმკლავიანი ბორჯღალის გამოსახულება, ხოლო რევერსზე — ინგლისური ენოვანი წარწერები: „GEORGIA“ და ნომინალის დასახელება.
ბანკნოტებზე გამოსახულნი არიან:
1 ლარიანზე — ნიკო ფიროსმანი
2 ლარიანზე — ზაქარია ფალიაშვილი
5 ლარიანზე — ივანე ჯავახიშვილი
10 ლარიანზე — აკაკი წერეთელი
20 ლარიანზე — ილია ჭავჭავაძე
50 ლარიანზე — თამარ მეფე
100 ლარიანზე — შოთა რუსთაველი
200 ლარიანზე — ქაქუცა ჩოლოყაშვილი
500 ლარიანიკუპიურის უკიდურესად შეზღუდული რაოდენობა , (რომელზეც დავით აღმაშენებელია გამოსახული )პირველად 1995 წელს და მოგვიანებით 2011 წელს გამოუშვეს, თუმცა ორივე მცდელობაზე ვერ ჩაეშვა მიმოქცევაში.
2016 წლიდან საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიმოქცევაში ეროვნული ვალუტის — ლარის განახლებული ბანკნოტები გამოუშვა. 20, 50 და 100 ლარის ნომინალის ბანკნოტები, რომლებიც ეტაპობრივად გამოვიდა და მიმოქცევაშია წინა ემისიების ბანკნოტებთან ერთად. ეს ცვლილება 20-წლიანი ისტორიის მანძილზე, ბანკნოტების დიზაინის პირველი მნიშვნელოვანი განახლებაა.ეროვნული ბანკის მოქმედი პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის განცხადებით „ლარის განახლება რამდენიმე მნიშვნელოვან თარიღთან, მოვლენასათან და ფაქტორთან დაკავშირებით მოხდა: უპირველეს ყოვლისა, ეს არის ლარის 20 წლისთავის საიუბილეო თარიღი; მეორე – გაცვეთილი და დაზიანებული ფულის ნიშნების ახალი ბანკნოტების მარაგებით შევსების აუცილებლობა და მესამე – საერთაშორისო პრაქტიკა და ტექნოლოგიური პროგრესი რომელიც ლარს მსოფლიო ვალუტებს შორის ღირსეული ადგილის დაიმკვიდრებაში დაეხმარება“. განახლებული 20, 50 და 100 ლარის ნომინალის ბანკნოტების დიზაინის ავტორი ბაჩა მალაზონიაა. 5 და 10 ლარის ნომინალის ბანკნოტები მოგვიანებით განახლდება.