თუ თქვენ გჭირდებათ დახმარება, მაგრამ დამატებითი თანამშრომლების დაქირავება თქვენს გეგმებში არ შედის, მაშინ კონსულტანტის მომსახურება თქვენი ბიზნესის პრობლემების გადასაწყვეტად საუკეთესო გამოსავალია.
თუ თქვენ თანამშრომლების რაოდენობის გაზრდაზე ორჭოფობთ, მაგრამ ამავდროულად მიმდინარე პროექტების შთამბეჭდავი რაოდენობა დაგიგროვდათ, რომლებიც დაუყოვნებლივ ყურადღებას საჭიროებენ, კონსულტანტის მომსახურება თქვენი საუკეთესო რესურსი შეიძლება გახდეს. აღსანიშნავია, რომ კონსულტანტის არჩევის პროცესი საკმაოდ განსხვავდება ახალი თანამშრომლის მოძიების პროცესისაგან. სწორედ ამიტომ, ამ სტატიაში გაგაცნობთ იმ მნიშვნელოვან საკითხებს, რაზეც საჭიროა ყურადღების გამახვილება იმისათვის, რომ სწორი კონსულტანტი შევარჩიოთ.
1. კონსალტინგური კომპანიის სერვისების გამოყენება ჯობია თუ ინდივიდუალური კონსულტანტის დაქირავება?
თუ თქვენ ინდივიდუალური კონსულტანტის ან დამოუკიდებელი კონტრაქტორის დაქირავება გსურთ, მაშინ კანდიდატები თავად უნდა მოიძიოთ, შეაფასოთ და შეარჩიოთ. კონსალტინგური კომპანიის არჩევის შემთხვევაში კი, ამ სამუშაოების ჩატარებას თავად იგი უზრუნველყოფს. კონსალტინგური კომპანიის მრავალი დანიშნულებიდან ერთ-ერთია კადრების სამუშაო გამოცდილების შემოწმება და თქვენი კომპანიის საჭიროებებიდან გამომდინარე, შესაფერისი უნარ-ჩვევების მქონე საუკეთესო კანდიდატების წარდგენა. კონსალტინგური კომპანიის სახით, თქვენ შეიძენთ გამოცდილ „მომწოდებელს“, რადგან მას უკვე შემუშავებული აქვს თავის დაზღვევის და უსაფრთხოების ეფექტური და მრავალნაცადი სისტემები
2. საიდან დავიწყოთ?
არ აქვს მნიშვნელობა კომპანიის დაქირავებას გეგმავთ თუ კონსულტანტის, იმისათვის, რომ მიიღოთ ისეთი მომსახურება, რაც თქვენ საჭიროებებს უპასუხებს, უნდა იყოთ რაც შეიძლება კონკრეტულნი.
- მოახდინეთ თქვენი საჭიროებების იდენტიფიცირება. საუკეთესო მომსახურების მისაღებად, განსაზღვრეთ პროექტის მოთხოვნები. მთავარია საკუთარ თავს დავუსვათ შემდეგი შეკითხვები: რეალურად რისი გაკეთებაა საჭირო? ისეთი ადამიანი ხომ არ გესაჭიროებათ, ვისაც პრეზენტაციის მომზადება და წარდგენა შეუძლია მაღალი რგოლის ხელმძღვანელებისთვის? წაგადგებოდათ ისეთი ადამიანის მომსახურება, რომელსაც გამოცდილება აქვს თქვენი ბიზნესის სფეროს თავისებურებებში?
- შეარჩიეთ და გაესაუბრეთ კანდიდატს. ეს ყველაფერი უშუალოდ კონსალტინგური კომპანიის მოვალეობებში შედის, მაგრამ თუ თქვენ მათ მომსახურებას არ იყენებთ, ამ საფეხურის გავლაც თავად მოგიწევთ. ასევე მნიშვნელოვანია კანდიდატის შერჩევამდე, შეხვდეთ და გაესაუბროთ მას თქვენი გუნდის და მიმდინარე პროექტის სხვა წევრებთან ერთადაც.
- გადაამოწმეთ მითითებული რეკომენდაციები. თანამშრომლობის შემთხვევაში, ამ დავალებასაც კონსალტინგური კომპანია შეითვისებდა. თუ თქვენ მათი მომსახურებით არ სარგებლობთ, მაშინ არამხოლოდ მოითხოვეთ რეკომენდაციები, არამედ გადაამოწმეთ ისინი სატელეფონო ზარის მეშვეობითაც. მიამაგრეთ კონსულტანტს ზედამხედველი ან კოლეგა, რათა გქონდეთ განსხვავებული პერსპექტივების შედარების შესაძლებლობა.
3. თამამად დანიშნეთ მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ადამიანი ისეთ პოზიციაზე, რომელიც შედარებით ნაკლებ გამოცდილებას მოითხოვს.
თუ თქვენთვის კონსულტანტების შერჩევა სიახლეს წარმოადგენს, შეიძლება დაგაფიქროთ მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კონსულტანტის არჩევამ ისეთ პოზიციაზე, რომელიც შედარებით ნაკლებ გამოცდილებას მოითხოვს. აქ მნიშვნელოვანია დავუსვათ მას შეკითხვა, თუ რატომ მოისურვა მან მის შესაძლებლობებთან შედარებით დაბალი დონის სამუშაოს შესრულება. მთავარია კარგად გავაანალიზოთ, რომ კონსულტანტი თანამშრომელი არაა. მრავალ წლიანი გამოცდილების მქონე ადამიანი ამ პოზიციას უკეთ გაართმევს თავს და შთამბეჭდავ ღირებულებასაც შეგიქმნით. ისინი თქვენს კომპანიაში იმყოფებიან იმისათვის, რომ გააკეთონ ნებისმიერი საქმე რაც საჭიროა თქვენი პროექტის წარმატებისათვის და ასევე, მათ შეუძლიათ მოგცენ უმოკლეს დროში შეუცვლელი შეფასებები და მითითებები.
4. გაანალიზეთ თქვენი გუნდის კულტურა და დინამიკა
კონსულტანტი კარგად უნდა ერგებოდეს თქვენს ორგანიზაციას. თუ თქვენ თავისუფალი სტილის კომპანია ბრძანდებით და გყავთ კონსერვატიული კონსულტანტი, მისმა შეუსაბამობამ თქვენს გუნდთან შეიძლება შეაფერხოს საქმის შესრულება. თუ თქვენი გუნდი ყოველდღიურად ოფისიდან მუშაობს, მაშინ თქვენი კონსულტანტისთვის მათთან პირადი შეხვედრები აუცილებელია, რათა ისიც გუნდის სრულფასოვანი წევრი გახდეს. მთავარი ამოცანაა, რომ შევქმნათ მეგობრული, სასიამოვნო სამუშაო ურთიერთობები გუნდსა და კონსულტანტს შორის.