+995 579 671771 [email protected]

ჩვენ შესახებ

MCI Group 2012-2019

MCI Group არის ბიზნესის ინოვაციურ განვითარებაზე ორიენტირებული საკონსულტაციო-საინვესტიციო კომპანია,  მოქმედი ან პოტენციური ბიზნესის პარტნიორი მენეჯმენტის, ბიზნეს კონსალტიგისა და საინვესტიციო პროექტების მიმართულებით, რომელიც თავის პარტნიორს ინდივიდუალურად შემუშავებულ მრავალფეროვან, ფინანსურად გამართლებულ  გადაწყვეტილებებს სთავაზობს.

MCI Group არის ბიზნესის ინოვაციურ განვითარებაზე ორიენტირებული საკონსულტაციო-საინვესტიციო კომპანია,  მოქმედი ან პოტენციური ბიზნესის პარტნიორი მენეჯმენტის, ბიზნეს კონსალტიგისა და საინვესტიციო პროექტების მიმართულებით, რომელიც თავის პარტნიორს ინდივიდუალურად შემუშავებულ მრავალფეროვან, ფინანსურად გამართლებულ  გადაწყვეტილებებს სთავაზობს.

კომპანიას განხორციელებული აქვს მნიშვნელოვანი პროექტები სხვადასხვა  სექტორში. პორტფოლიო ითვლის  სრულ მართვაში გადმოცემულ და ინვესტირებულ  მსხვილ კომპანიებს. სრული ბიზნეს პაკეტის – მენეჯერული, ფინანსური, იურიდიული, გაყიდვების, მარკეტინგული, მიმართულებების სინთეზით ჩვენ მოგვაქვს კომპანიებში ახალი, განსხვავებული ხედვა ობიექტურობისა და პროფესიონალიზმის სრული დაცვით.

თავდაპირველად  ვაკეთებთ კომპანიის დიაგნოსტიკას , შემდეგ სტრატეგიას და პროგნოზს  მომავალი 1-3 წლის , ბოლო ეტაპზე კი ვახორციელებთ აღსრულებას, რომელიც დაფუძნებულია ბიზნესის კეთების საერთაშორისო და თანამედროვე პრინციპებზე.

დღევანდელი გამოცდილებითა და ბიზნესის მართვის ხვალინდელი ხედვით ვართ საყრდენი ბიზნეს სექტორისთვის, კონსალტინგი ვაქციეთ წარმატებული ბიზნესის სასიცოცხლო ნაწილად.

  • პარტნიორებისთვის და სტეიქჰოლდერებისთვის: ყველაზე სასურველი ბიზნეს–პარტნიორი კონსალტინგსა და ინვესტიციებში.
  • თანამშრომლებისთვის: ამაყობენ კომპანიით, თითოეულ მათგანს აქვს გამართული, კომფორტული და თანამედროვე სამუშაო გარემო უწყვეტი პროფესიული და კარიერული ზრდისთვის მსოფლიო მასშტაბით.

MCI   2012 წლიდან ოპერირებს საერთაშორისო ბაზარზე სხვადასხვა ქვეყნებში.

ღირებულებები

ჩვენი კომპანიის დაარსების აზრი იყო მართვაში შესვლა და ინვესტირება და ასევე დავიწყეთ. მრავალფეროვანი საკონსულტაციო სერვისები,  რომლებიც პარტნიორ  კომპანიებს აიყვანდა ახალ სიმაღლეზე. ბიზნესისთვის  დიაგნოზის დასმა იყო გადამწყვეტი   მისი შემდგომი სტრატეგიული განვითარებისთვის.  დიაგნოსტიკას კი კომპლექსური კომპეტენციები და აზროვნება  სჭირდება. აღსრულებას კონკრეტული ოპერაციული გეგმები და მოქმედებების სინქრონი. აქცენტი იყო მომხმარებლის  ნდობაზე  ჩვენს მიმართ და ჩვენი ნდობა თანამშრომლებთან . ფოკუსი იყო ფინანსურად გამართლებულ და ორიგინალურ გადაწყვეტილებებზე პარტნიორ კომპანიებში.

ინოვაცია, განსხვავებული ხედვა, მუდმივი ცვლილებები, მიზანდასახულობა, ინტელექტი და დამოკიდებულება, პირდაპირი და ღია  ურთიერთობები , მარტივი კონცეფციები და გადაწყვეტილებები, რევოლუციური ნაბიჯები დარგის ქვეყნის მასშტაბით ცვლილებისა – ეს იყო ჩვენი წარმატების გზა.  რამაც პარტნიორ კომპანიებს მოკლე ვადაშივე გაუზარდა მინიმუმ  50% -ით მოგება. ეს არის მიზეზი ჩვენი და ჩვენი  პარტნიორების სტაბილური ზრდის.

 

დღევანდელი გამოცდილებითა და ბიზნესის მართვის ხვალინდელი ხედვით ვართ საყრდენი ბიზნეს სექტორისთვის, კონსალტინგი ვაქციეთ წარმატებული ბიზნესის სასიცოცხლო ნაწილად.

დამოკიდებულება და მიდგომა

კეთილსინდისიერებასა და გულწრფელობაზე ძლიერი იარაღი არ არსებობს  წარმატების მისაღწევად.  თანამოაზრეების გუნდი -გათანაბრებული  პროფესიონალების, გაცხადებული სტრატეგიის მიზანდასახული  და გეგმაზომიერი აღსრულება, თანამედროვე მოთხოვნის “ყნოსვა”  და მომავლის პროდუქტების შეთავაზება ბაზრისთვის, ინოვაციური მიგნებები, საკუთარი ტვინზე ზეწოლა რევოლუციური  ნაბიჯებისთვის –  ეს არის ის დამოკიდებულებების და მიდგომების  ნაკრები რაც ხელს შეუწყობს ყველა კომპანიას განახორციელოს დიდი ნაბიჯები.

დაგვიკავშირდით