კრეატიული აზროვნება და ნოვაციებისკენ სწრაფვა კომპანიის წარმატებისთვის აუცილებელი და უპირველესი პირობებია, რაც შემდგომში წლების მანძილზე უზრუნველყოფს კომპანიის აღიარებას. ყველაზე უბრალო მარკეტინგულმა სვლამაც კი შეიძლება დადოს უდიდესი შედეგი, რაც არაერთმა ცნობილმა კომპანიამ დაამტკიცა. მათ უბრალოდ გააკეთეს სწორი სვლა, უყვარდათ თავისი საქმიანობა და იყვნენ ნოვატორები. წარმოგიდგენთ რამდენიმე ცნობილ კომპანიას, რომელმაც უდიდესი აღიარება მოიპოვა და დღემდე ლიდერის ადგილი უჭირავთ მსოფლიო მასშტაბებით.
1) კოკო შანელი მოდის ისტორიაში შევიდა როგორც ქალის ტანისამოსში მამაკაცის სტილის შემომტანი. მან პირველმა შემოიტანა ქალებისთვის ტანისამოსის თავისუფალი სტილი, რითაც გაანთავისუფლა ქალები მკვეთრად შემოჭერილი ტანისამოსისგან, შექმნა შარვლის მოდელები მანდილოსნებისთვის. მას მოსწონდა ეს სტილი. 1917 წელს მოკლედ შეიჭრა თმები და ამით საფუძველი დაუდო ქალის მოკლე ვარცხნილობების მიმართულებას.
1919 წელს კოკო შანელის მეუღლე არტურ კაპელი მოულოდნელად დაიღუპა ავტოკატასტროფაში, რაც უდიდესი ტრაგედია იყო შანელისთვის. მომხდარი ტრაგედიის გამო დიზაინერის მოდლებში დაიწყო შანელის ცნობილი მოკლე შავი კაბების პერიოდი.
1922 წელს კოკო შანელის და გენიალური ქიმიკოს–პარფიუმერის ერნესტ ბოს დაძაბული ერთობლივი მუშაობის შედეგად შეიქმნა 80 კომპონენტისგან შემდგარი ცნობილი „სუნამო ქალებისთვის ქალის სურნელით“ Chanel №5.
Chanel – არა მარტო სუნამო და ტანისამოსია. ეს არის სტილი, რომელიც შექმნა ამ ლეგენდარულმა ქალბატონმა.
ამჟამად კომპანიას ხელმძღვანელობს კარლ ლაგერფელდი, შანელის სტილის ღირსეული გამგრძელებელი.
2) “პუმას” არასტანდარტულმა გადაწყვეტილებამ, რომელიც კომპანიამ 1970 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღო მას დიდი აღიარება მოუტანა. კომპანიამ პელეს კოლოსალური თანხა გადაუხადა მხოლოდ იმისთვის, რომ ფეხბურთელს, რომელსაც “პუმას” ბუცები ეცვა, თამაშის დაწყებამდე თასმა შეეკრა. ცხადია, ეს ყველაფერი ახლო ხედით იყო გადაღებული. ასეთი რეკლამა ბევრად ეფექტური აღმოჩნდა “პუმასთვის”, ვიდრე სტანდარტული სარეკლამო მეთოდები…
3) სამოცდაათიან წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში რობერტ ტეილორმა თხევადი საპონი გამოიგონა და მან თავიდანვე იცოდა, რომ მის ამ ჭკვიანურ მიგნებას დიდი მომავალი ჰქონდა, თუმცა იდეა მალევე აიტაცეს სხვებმაც, რამაც მის ბიზნესს საფრთხე შეუქმნა. ტეილორმა ბიზნესზე მონოპოლიზების მიზნით რადიკალური გადაწყვეტილება მიიღო – მან ამ მოწყობილობის ყველა არსებული მწარმოებელი შეისყიდა, რაშიც ბიზნესმენმა 12 მილიონი დახარჯა და არც შემცდარა, რადგან ამ სარისკო გადაწყვეტილებიდან ორი წლის შემდეგ ტეილორმა “ქოლგეით პალმოლივს” ბიზნესი 61 მილიონად მიჰყიდა.
4 )სან ხოსეში, ჩრდილოეთ ჩილეში, მაღაროს ავარიული აფეთქების შედეგად მიწისქვეშ 33 ადამიანი დარჩა. ისინი გადარჩენას 2 თვის განმავლობაში ელოდნენ. სამაშველო ოპერაციების დასასრულს კომპანია Oakley-მ გენიალური გადაწყვეტილება მიიღო – მათ მაშველებს წყალთან და სხვა საჭირო ნივთებთან ერთად მათი სათვალეები გაუგზავნეს. სამაშველო ოპერაციის დასასრულს, როდესაც მაშველები და მაღაროელები ამოვიდნენ, იმისთვის, რომ სიბნელეში ყოფნის ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ თვალი სინათლისთვის შეეჩვიათ, სწორედ აღნიშნული კომპანიის სათვალე ეკეთათ. მათი გადარჩენის კადრები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ახალი ამბების წამყვანმა ტელევიზიებმა და საინფორმაციო პორტალებმა გადასცეს, რაც კომპანიისთვის რეკლამირების არაჩვეულებრივი საშუალება აღმოჩნდა…
5) კომპანია ეფლი (Apple) დაარსდა 1976 წლის 1 აპრილს კალიფორნიაში მისი დამფუძნებლები სტივ ჯობსი (Steve Jobs) და სტივ ვოზნიაკი (Stephen Gary Woźniak), ჯერ კიდევ სკოლიდან იცნობდნენ ერთმანეთს. დროთა განმავლობაში კომპანია ეფლის შეუერთდა მესამე წევრი – რონ ვეინი. 1970 – იან წლებში რონ ვეინი იყო კომპანია ატარის (Atari) ერთ–ერთი წამყვანი ინჟინერი.
ყოველმხრივად ესთეტიკური დიზაინით თავისი კონტრკულტურული ინდი ფესვებით, ასევე თავისი სარეკლამო კამპანიებით, ეფლმა გამორჩეული რეპუტაცია მოიპოვა სამომხმარებლო ელექტრონიკის ინდუსტრიაში და კულტივირებული მომხმარებლების პლეადა წარმოშვა, რომლებიც განსაკუთრებულად ლოიალურები და თავდადებულები არიან კომპანიისა და ბრენდის მიმართ, განსაკუთრებით აშშ-ში.