ხუთი რამ, რაც უნდა იცოდეთ, რათა გახდეთ აღმასრულებელი დირექტორი

ამგვარად თქვენ ოცნებობთ საკუთარ ოფისზე? ერთი რამ, რაც უნდა გახსოვდეთ არის ის, რომ ამ ამბიციას თან სდევს პასუხისმგებლობა, რომელიც ეხება ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ცდილობენ თქვენს დონემდე მიღწევას. თქვენ შეგიძლიათ მისცეთ თქვენს გონებას საშუალება იფიქროს მეთაურობაზე, უფლებამოსილებაზე, ხედვაზე და ყველა სხვა კარგი რამეზე, რომელთაც თქვენი ოცნებები დიდ მნიშვნელობას ანიჭებს აღმასრულებელ დირექტორად გახდომისათვის. მაგრამ იცით რა? […]

ამგვარად თქვენ ოცნებობთ საკუთარ ოფისზე? ერთი რამ, რაც უნდა გახსოვდეთ არის ის, რომ ამ ამბიციას თან სდევს პასუხისმგებლობა, რომელიც ეხება ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ცდილობენ თქვენს დონემდე მიღწევას.

თქვენ შეგიძლიათ მისცეთ თქვენს გონებას საშუალება იფიქროს მეთაურობაზე, უფლებამოსილებაზე, ხედვაზე და ყველა სხვა კარგი რამეზე, რომელთაც თქვენი ოცნებები დიდ მნიშვნელობას ანიჭებს აღმასრულებელ დირექტორად გახდომისათვის. მაგრამ იცით რა? ეს ყველასთვის არ არის. რატომ? ამ ოცნების რეალიზაცია მასიური წამოწყებაა: თქვენ უნდა გააკონტროლოთ ბიზნესის ყველა ასპექტი.

და ეს მხოლოდ დასაწყისია. შეხედეთ ამ ხუთ ასპექტს, რათა ფოკუსირება მოახდინოთ მანამ, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ.

ისწავლეთ არას თქმა

ყველა იმ მოთხოვნისა თუ იდეის უგულებელყოფა შესწავლილი ქცევაა – და თქვენ შეგიძლიათ დაეუფლოთ ამ ქცევას. აღმასრულებელი დირექტორის მისიაა მუდმივად შეინარჩუნოს ბიზნესის ხედვა; ეს ნიშნავს იმას, რომ მუდამ მზად იყოთ ახალი იდეების შემუშავებისათვის, ყოველი მათგანის გამოცდის გარეშე. ხედვასთან ერთად მოდის გაგების პროცესი თუ რა არის კარგი ბიზნესის მომავლისთვის.

ისწავლეთ თქვენი ბიზნესის ხელშეწყობა

კარგი აღმასრულებელი დირექტორი ბიზნესის ხელშეწყობაში ინტერაქტიული უნდა იყოს. ვერასდროს გეცოდინებათ, როდის შეიძლება გეწვიოთ ახალი იდეა, ალიანსი ან თანამშრობლობა. თქვენი ბიზნესის განვითარება ადამიანებს გააგებინებს, თუ რამდენად დარწმუნებული ბრძანდებით იმაში, რასაც აკეთებთ. ეს ნიშნავს გქონდეთ თქვენივე ბიზნესის რეალური და ჭეშმარიტი გაგება და რას მიანიჭებს იგი ხალხს და საზოგადოებას.

ისწავლეთ ფინანსური გაგება

საუკეთესო გზა რათა პრობლემებზე და შესაძლებლობებზე, როგორიცაა პოტენციური გაფლანგვა და ფულადი სახსრების მითვისება, წინ ვიყოთ, არის არა მარტო წაკითხვა, არამედ ფინანსური განცხადებების ინტერპრეტაციაც. ეს არაჩვეულებრივი უნარია ბანკებთან, ინვესტორებთან ან პოტენციურ პარტნიორებთან მოლაპარაკებებისათვის. გახსოვდეთ, ყოველთვის არსებობს ისეთი ადამიანი, რომელიც შეამჩნევს იმას, რასაც თქვენ გამოგრჩათ.

ისწავლეთ კრიტიკის მიმართ იყოთ გახსნილი

არასდროს მიიღოთ კრიტიკა პირადულად. უბრალოდ იყავით აქტიურნი იმ საგნების მიმართ, რომელთა შეცვლად შეგიძლიათ იმიტომ, რომ რაც არ უნდა იყოს, ადამიანებს, რომლებიც უმეცარნი არიან პროცესების მიმართ, ყოველთვის ექნებათ სათქმელი. რაც მათ უნდათ, ეს არის ცვლილების დანახვა – რომელიც საბოლოოდ მხოლოდ და მხოლოდ ხმაურს გამოიწვევს. როგორც ამბობენ: „უვიცობა განკურნებადია, ხოლო სიბრიყვე სამუდამო.“

შეისწავლეთ ბიზნესი ყოველი კუთხიდან

როდესაც აღმასრულებელი დირექტორი იბარებს ბიზნესს, ეს ეხება არა მარტო ფინანსებს, შეხვედრებსა და სტრატეგიას. ეს ეხება ბიზნესის შიდა სამუშაოებსაც. საწარმოო განყოფილებიდან გადაზიდვებისა და მიწოდების მომსახურებამდე, აღმასრულებელმა დირექტორმა უნდა გაიგოს და დაამოწმოს ყველა ფუნქცია, რომელიც ხელს უწყობს ქვედა ხაზის მუშაობას. ამ გზით, საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში, აღმასრულებელ დირექტორს შეუძლია გადადგას ნაბიჯი და აჩვენოს მათ, რომ მათი პოზიცია არ ქვეითდება და არ რჩება მხოლოდ ოფისის ფარგლებში, რომ მათ თავიანთი წოდება მიიღეს, რადგან მათ არა მხოლოდ იციან თავიანთი საქმე, არამედ მათ სხვებისაც იციან.

მსგავსი სიახლეები

გსურთ გქონდეთ წარმატებული ბიზნესი? ააგეთ ეფექტური სტრატეგია

გსურთ გქონდეთ წარმატებული ბიზნესი? ააგეთ ეფექტური სტრატეგია

ოდესმე გიფიქრიათ, თუ არა რატომ არის ზოგიერთი კომპანია წარმატებული? ან რატომ არის ზოგიერთი რთულად დასამარცხებელი და ზოგიერთი არა? თუ კომპანიას სურს იყოს კონკურენტუნარიანი, ის ვალდებულია შექმნას ეფექტური სტრატეგია. მაგალითისთვის, ამაზონის მსგავსი კომპანიები წლების...

როგორ გადაჭრის ხელოვნური ინტელექტი რეალურ პრობლემებს _ ოთხი ექსპერტის აზრი

როგორ გადაჭრის ხელოვნური ინტელექტი რეალურ პრობლემებს _ ოთხი ექსპერტის აზრი

საგანმანათლებლო ხელოვნური ინტელექტის ფორუმი შემთხვევით დაიწყო 1998 წელს, როგორც „ლაბორატორია ხვალ“. აქ, დაახლოებით 350 მეცნიერი, მათემატიკოსი და დეველოპერი მუშაობს 40-ზე მეტ სხვადასხვა სფეროში. ფორუმზე განხილული იყო თემები მონაცემთა ტბებზე, შემთხვევითი ტყეებსა და...

ორი ტიტანის კოლაბორაცია: ალიანსი რინაშენტესა და ოშანს შორის

ორი ტიტანის კოლაბორაცია: ალიანსი რინაშენტესა და ოშანს შორის

იტალია ხასიათდება ადგილობრივი კულტურების გასაოცარი სხვადასხვაობით. იტალიის თითოეულ რეგიონს და ზოგიერთ შემთხვევებში პროვინციას აქვს თავისი საკუთარი ისტორია. ურთიერთობა კულტურასა და მენეჯმენტს შორის იტალიაში საკმაოდ კომპლექსურია. ამის ძირითად მიზეზს თავად ამ ქვეყნის...