kill_the_netUpload files...
ჯენერალ ელეკტრიკის ცვლილება აჩქარების პროცესის მიმოხილვა - MCI Group

ჯენერალ ელეკტრიკის ცვლილება აჩქარების პროცესის მიმოხილვა

1989-1990 წლებში „ჯენერალ ელეკტრიკმა“, პრობლემათა გადაჭრისა და მომსახურე პერსონალის ქმედითუნარიანობის გაძლიერების მიზნით პროგრამა განახორციელა. კომპანიამ დაიქირავა გუნდი , ჯეკ უელშის ხელმძღვანელობით. ეს პროექტი განახლებული სახე იყო იაპონური ხარისხის მოდელის,რომელიც მოდის ინდუსტრიაში იყო დანერგილი. შემუშავებული გეგმა დიდ წარმატებას უქადდა მათ, თუმცა უელში იმედგაცრუებული დარჩა ბიზნესის ცვლილებებთან კომპანიის ადაპტირების შეფასებით. მუშაობის პროცესში იგი მიხვდა, რომ „ჯენერალ ელექტრიკი“( […]
02.10.2019

1989-1990 წლებში „ჯენერალ ელეკტრიკმა“, პრობლემათა გადაჭრისა და მომსახურე პერსონალის ქმედითუნარიანობის გაძლიერების მიზნით პროგრამა განახორციელა. კომპანიამ დაიქირავა გუნდი , ჯეკ უელშის ხელმძღვანელობით. ეს პროექტი განახლებული სახე იყო იაპონური ხარისხის მოდელის,რომელიც მოდის ინდუსტრიაში იყო დანერგილი. შემუშავებული გეგმა დიდ წარმატებას უქადდა მათ, თუმცა უელში იმედგაცრუებული დარჩა ბიზნესის ცვლილებებთან კომპანიის ადაპტირების შეფასებით. მუშაობის პროცესში იგი მიხვდა, რომ „ჯენერალ ელექტრიკი“( და ყველა ვინც პორექტში მონაწილეობას იღებდა) ახალ ერას ქმნიდნენ. და ისინი ვინც მოერგებოდნენ ამ სტრუქტურას ყველაზე სწრაფად, გადარჩებოდნენ ყველაზე ადრე. უელშმა დაავალა გუნდის კონსულტანტებს (მათ შორის სტივ კერს, რომელიც უნდა გამხდარიყო ჯენერალ ელექტრიკის სწავლების მთავარი ოფიცერი) აეთვისებინათ ინდუსტრიული და სამეცნიერო საუკეთესო გამოცდილება მენეჯმენტის გარდაქმნის სფეროში და დაბრუნებულიყვნენ ჯენერალ ელექტრიკსში, რათა მენეჯმენტისთვის ცოდნა ყველაზე იოლი გზებით გადაეცათ. შედეგი იყო ე.წ. ცვლილების აჩქარების პროცესი, რომელსაც ჯენერალ ელექტრიკსი დასახული სტრატეგიის „ქუდად“ მოიხსენიებს.

ცვლილებათა ეფექტურობის განტოლება:

გუნდს შესწავლილი ჰქონდა ასობით პროექტი და ბიზნეს-ინიციატივები. მათი ერთ-ერთი მოსაზრება იყო ის, რომ უმაღლესი ხარისხის ტექნიკური სტრატეგიული გამოსავალი არ წარმოადგენდა წარმატების გარანტიას. უამრავი წარუმატებელ პროექტს ჰქონდა შესანიშნავი ტექნიკური გეგმები. ამგვარი პროექტის მაგალითია სიბელის მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯმენტის სისტემის (Siebel Customer Relationship Management (CRM) system) დანერგვა კომპანიაში. როგორც წესი, ყველაზე შრომატევადი ტექნიკური სტრატეგიაა – ტექნოლოგიისა და საინფორმაციო სისტემების (hardware & software) გამოყენება, კადრების გადამზადება და ა.შ.

გუნდმა აღმოაჩინა, რომ არა ტექნიკური სტრატეგია, არამედ სწორედ კულტურული ფაქტორების მიმართ უყურადღებობა ზრდის პროექტის ჩაშლის რისკს და მიჰყავს მარცხამდე. მარცხი შეგვიძლია განვსაზღვროთ, როგორც პროექტისთვის მოსალოდნელი სარგებელის დაკარგვა (სარგებელი, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, ხსნის პროექტის არსებობას).

 

მათ შექმნეს ცვლილებათა ეფექტურობის განტოლება – ეფექტურობა=ხარისხი X ცვლილების მიღება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პროექტში საზოგადოებრივი მხარის განსაზღვრა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ტექნიკური ასპექტისა. რადგან განტოლება გამრავლებით არის შედგენილი, თუ პროექტის ტექნიკური ხარისხი 0-ია ან ცვლილებები ვერ მიიღო მენეჯმენტმა, მთლიანი ეფექტურობა 0 გამოდის. და ეს ფორმულა ყოველთვის დაფიქსირდება, თუკი მას გამოცდით საკუთარ პრაქტიკაში.

 

მსგავსი სიახლეები

Bahsegel sitesi670

Bahsegel Sitesi İncelemesi - Tüm Detaylarıyla Bahsegel Bahsegel, Türkiye'nin en popüler online bahis sitelerinden biridir. Bu incelemede, Bahsegel'in sunduğu hizmetlerin tüm detaylarını ele alacağız. Bahsegel, kullanıcılarına güvenli ve eğlenceli bir bahis deneyimi...

Slot oyna1991

Mükemmel Online Casino Slotlarını Deneyin! Heyecan dolu online casino deneyimi! En sevdiğiniz slot oyunlarını keşfedin ve büyük kazançlar elde edin! Yüzlerce farklı slot oyunu seçeneği arasından istediğinizi seçin ve şansınızı deneyin. Renkli ve eğlenceli grafiklerle...

1xBet AZ rəsmi sayt 1xBet Azərbaycan bukmeker kontoru, bonuslar, APK

ContentBet-də mərcdən imtina etmək mümkündürmü?BET BUKMEKER ŞİRKƏTİ – 1xbet az 1xbet merc, Azərbaycan Mərc, bukmekerBET AZERBAYCAN BUKMEKER ŞİRKƏTİ NƏYƏ ZƏMANƏT VERİR?bet azerbaycan dƏ HANSI HADİSƏLƏRƏ ONLAYN MƏRC ETMƏK MÜMKÜNDÜR? İDMAN ÜZRƏ HANSI PROQNOZLARA ÜSTÜNLÜK...