Genova Diagnostics მსოფლიოში ცნობილია, როგორც ,,მომავლის ლაბორატორია”. ის წამყვან პოზიციაზეა სისტემაზე დაფუძნებული მიდგომის მიმართულებით, რომელიც ეხმარება ექიმებს პაციენტების პერსონალიზებულ მკურნალობაში და რაც მთავარია, ქრონიკული დაავადების ჩამოყალიბების პრევენციაში. MCI Group სიამაყით გაცნობებთ, რომ ჩვენ ვართ ამ წამყვანი ლაბორატორიის ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში, რომელიც უზრუნველვყოფს ნუტრიციოლოგიის (პაციენტის რაციონალური კვების ორგანიზება), კუჭ-ნაწლავისა და ენდოკრინოლოგიურ ტესტებს, როგორებიცაა: METABOLOMIX +, NUTREVAL […]

Genova Diagnostics მსოფლიოში ცნობილია, როგორც ,,მომავლის ლაბორატორია”. ის წამყვან პოზიციაზეა სისტემაზე დაფუძნებული მიდგომის მიმართულებით, რომელიც ეხმარება ექიმებს პაციენტების პერსონალიზებულ მკურნალობაში და რაც მთავარია, ქრონიკული დაავადების ჩამოყალიბების პრევენციაში.

MCI Group სიამაყით გაცნობებთ, რომ ჩვენ ვართ ამ წამყვანი ლაბორატორიის ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში, რომელიც უზრუნველვყოფს ნუტრიციოლოგიის (პაციენტის რაციონალური კვების ორგანიზება), კუჭ-ნაწლავისა და ენდოკრინოლოგიურ ტესტებს, როგორებიცაა: METABOLOMIX +, NUTREVAL FMV, GI EFFECTS და COMPLETE HORMONES.

Metabolomix+ არის ერთერთი ყველაზე სრულყოფილი ნუტრიციული კვლევა, რომელიც ეხმარება ექიმებს ორგანიზმის დისფუნქციის ძირეული მიზეზების დადგენაში და სთავაზობს პაციენტებს სისტემურ და ინდივიდუალურ მიდგომას, რაც ეხმარება პაციენტებს ქრონიკული დაავადებების პრევენციაში. რამდენიმე მარტივ ცვლილებას კვების რაციონში შეუძლია მნიშვნელოვანი გარდატეხა მოახდინოს თქვენს სხეულსა და განწყობაზე. ტესტირება დაგეხმარებათ ზუსტად განსაზღვროთ, თუ რისი გაკეთება არის ამისთვის საჭირო.

NUTREVAL FMV ტესტი იკვლევს სხეულის ასობით უბანს, რომლებზეც გავლენას ახდენს არასწორი კვება. შედეგები წარმოდგენილი იქნება პერსონალიზებულ დასკვნაში, რის შემდეგადაც ექიმი შეგიდგენთ ინდივიდუალურ გეგმას, რომ იყოთ ჯანმრთელი და გაატაროთ პრევენციული ზომები დაავადების ჩამოყალიბების თავიდან აცილების მიზნით.

GI EFFECTS-ის ტესტირებით შესაძლებელია ისეთი პატოლოგიების იდენტიფიცირება, როგორებიცაა: ქრონიკული შეკრულობა, დიარეა, დისკომფორტი მუცლის არეში, შებერილობა, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, ალერგია საკვებზე, საჭმლის მონელების დარღვევა, პარაზიტები, სოკო და ბაქტერიული დისბალანსი. გენოვას გასტროენტეროლოგიური ტესტირებით ამ პათოლოგიების იდენტიფიცირება საშუალებას აძლევს თქვენს ექიმს, შეგირჩიოთ მკურნალობის ის მიმართულება, რომელიც დაგეხმარებათ ამ პრობლემების მოგვარებაში.

COMPLETE HORMONES: ცხოვრების განმავლობაში, ორგანიზმი უამრავ მესიჯს გვიგზავნის, როგორებიცაა: კუნთებისა და კანის ტონუსის ცვლილება, სახსრების ტკივილი, ძილისა და ენერგიის ნაკლებობა, რაც შეიძლება ჰორმონალურ დისბალანსზე მიგვანიშნებდეს. მან შეიძლება ნებისმიერ ასაკში იჩინოს თავი და გამოიწვიოს ისეთი დაავადებები, როგორებიცაა ოსტეოპოროზი, დემენცია, კიბო და გულის დაავადებები. თქვენი ჰორმონების დონის და მათი ურთიერთდამოკიდებულების ცოდნა გაგიმარტივებთ გადაწყვეტილებების მიღებას თქვენ და თქვენს მკურნალ ექიმს. მკურნალობა მოიცავს რეკომენდაციებს კვებაზე (guided nutritional therapies), ცხოვრების წესის ცვლილებასა და საჭიროების შემთხვევაში, ჰორმონალურ თერაპიას, ბალანსის შესანარჩუნებლად.

მსგავსი სიახლეები

ონლაინ კონფერენცია: ხარისხის მართვა ჯანდაცვის სექტორში

MCI Group და IMS ბრიტანელ და ფრანგ პარტნიორ კომპანიებთან ერთად წარმოგიდგენთ პირველ ონლაინ კონფერენციას კლინიკებში ხარისხის დანერგვისა და სერტიფიცირების პროცესის შესახებ. შეხვედრის განმავლობაში ბრიტანული კომპანიების, BSI-ისა და Intertek-ის წარმომადგენელი, ასევე...

MCI group, მხოლოდ, საქართველოს ბანკის 4B კლიენტებს

MCI group, მხოლოდ, საქართველოს ბანკის 4B კლიენტებს საკონსულტაციო კომპანია MCI group, მხოლოდ, საქართველოს ბანკის 4B კლიენტებს, საჩუქრად გთავაზობთ კომპანიის დიაგნოსტირებას, რაც ითვალისწინებს თქვენი ბიზნესის პირველად შეფასებასა და შესაძლო პრობლემების და შესაძლებლობების...

შორსმჭვრეტელი მენეჯერები და ინდუსტრია 5.0

შორსმჭვრეტელი მენეჯერები და ინდუსტრია 5.0   ონლაინი ჩვენთვის ყველასთვის უკვე ყოველდღიურობაა. იმ პირობებში, როცა ჩვენ ყველას პანდემიის გამო  გვიწევს ნაკლები კომუნიკაცია პირისპირ, ჩვენი გონება იწყებს სხვაგვარად ფიქრს, ეჩვევა აზროვნების სხვაგვარ ფორმატს - კერძოდ,...