kill_the_netUpload files...
სხვადასხვა Archives - Page 13 of 14 - MCI Group
კაიზენის 5S

კაიზენის 5S

კაიზენის 5S

რა არის კაიზენი?

რა არის კაიზენი? – მიუხედავად იმისა, რომ კაიზენის მიმართ მრავალი განსხვავებული მიდგომაა შემუშავებული, ამ კითხვაზე მარტივი პასუხი არ არსებობს. საუკეთესო მაგალითად შეგვიძლია ის მეთოდი ავიღოთ, რომელსაც ტოიოტა იყენებს, სადაც კომპანიის ყოველ ასპექტში მუდმივი განვითარების პროცესი უმთავრესია. აღსანიშნავია, რომ იგი მოიცავს კომპანიის ყველა ნაწილს და ყოველ თანამშრომელს.

რა არის 5S?

5S ყოველი გაუმჯობესების ფუნდამენტია და მთავარი კომპონენტი ვიზუალური სამუშაო ადგილის შესაქმნელად. ორივე მათგანი კაიზენის განუყრელი ნაწილია – უწყვეტი განვითარებისათვის შექმნილი სისტემა, რაც წარმოების დანაკარგების შემცირების ქმედებების ერთობლიობის ნაწილია.

5S პროგრამა ფოკუსირებულია ვიზუალური წესრიგის, ორგანიზებულობის, სისუფთავის და სტანდარტიზაციის ქონაზე. რეზულტატები, რომლებსაც უნდა ელოდოთ 5S პროგრამის დანერგვის შემდეგ არიან: შემოსავლიანობის, ეფექტურობის, მომსახურების და უსაფრთხოების გაუმჯობესება.

პრინციპები, რომლებიც 5S პროგრამას განსაზღვრავენ, თავდაპირველად შეიძლება მარტივი და ზედმეტად თვალნათელიც კი მოგეჩვენოთ. მაგრამ მათი სწორი იმპლემენტაციის შემდეგ ზემოთხსენებულ სარგებელს აუცილებლად დაინახავთ.

რა სახის კომპანიებს შეუძლიათ 5S პროგრამისგან სარგებლის მიღება?

ყველას და რაც მთავარია, ნებისმიერი ტიპის ბიზნესს შეუძლია სარგებლის მიღება კარგად აწყობილი 5S პროგრამისაგან. როგორც წესი, თითქოს წარმოებას უფრო მიესადაგება ზემოთ ხსენებული პროგრამა, მაგრამ იგი ეფექტურია ნებისმიერი სახის ბიზნესისათვის სამედიცინო ცენტრებიდან დაწყებული პროფესიონალური სერვისებით დამთრებული.

და მაინც, რას აღნიშნავს 5S პროგრამა?

1. Seiri – სორტირება

სამუშაო ადგილიდან ყველა არასაჭირო ნივთის მოშორება

2. Seiton – დალაგება

ყველაფრისთვის თავისი ადგილის მიჩენა

3. Seiso – სისუფთავე

სამუშაო ადგილის დასუფთავება

4. Seiketsu – სტანდარტიზირება

საუკეთესო პრაქტიკის სტანდარტიზირება სამუშაო ადგილზე

5. Shitsuke – მდგრადობა

არასოდეს დაუბრუდეთ ძველ მეთოდებს

ბევრი ორგანიზაცია საკმაო სირთულეებს განიცდის მე-3 S-ის გადალახვის დროს, მაგრამ 5S-ის მიღწევა სავსებით შესაძლებელია.

ინოვაციური იდეებისთვის  MCI  სხვა ბაზრებზე გადადის

ინოვაციური იდეებისთვის MCI სხვა ბაზრებზე გადადის

The FINANCIAL-ის მიერ გამოქვეყნებული სტატიის თარგმანი, აგვისტო 2018

სირთულეები, რომელსაც წავაწყდით კომპანიებში  მართვაში შესვლისა და ინვესტიცირებისას

The FINANCIAL-ის მიერ გამოქვეყნებული სტატიის თარგმანი, აგვისტო 2018

ვინაიდან გამოცდილების დაგროვება და გაცხადება ღიად ,  საუკეთესო შანსია მომავალში დაზოგო დრო სხვისი გამოცდილების გაზიარებით, არ გააკეთო იგივე და განვითარდე,  გთავაზობთ სირთულეების ჩამონათვალს რაც გზაზე გვხვდებოდა, რომელიც  დაეხმარება ყველა კომპანიას ახალი სტრატეგიის ჩამოყალიბებაში:

  • ეს იყო თანამშრომლების მართვა და ეფექტიანობის ზრდა ( მათ შორის ემოციური ინტელექტი )
  • დამკვეთებისა და ინვესტორების სწორი შერჩევა და მართვა
  • კომპანიაში კადრების შეუსაბამო, არაგუნდური ინტეგრაცია
  • ნაკლებად თანამოაზრე, ნაკლებად ქმედითუნარიანი ადამიანებისგან შემდგარი გუნდები.
  • არაეფექტური პარამეტრები- შესაბამისად გამოვლენისთვის გაწელილი დრო. ნელი გადაწყვეტილებები კადრებზე, შესაბამისად ფინანსური დანაკარგი.
  • პორტფელის ზრდის დროს ხარისხის შენარჩუნება
  • განსაზღვრულ დროებში განსაზღვრული ფინანსური შედეგის მიღწევა
  • ქვეყნის ეკონომიკური კრიზისი და “ძვირი” ფულის მართვა
  • “ჩაკეტილი” საერთაშორისო ურთიერთობები, საერთაშორისო ბიზნესის მართვის , გაზიარების ნაკლები გამოცდილება.
  • სახელმწიფოს ნაკლები მზაობა სტრატეგიული , ზოგ შემთხვევებში რადიკალური ცვლილებებისთვის ( მათ შორის ბიუროკრატიული სტრუქტურების ქონის გამოც)
  • არაეფექტური ურთიერთობები კერძო-საჯარო სექტორებს შორის
  • მენეჯმენტ ინოვაციის “მარწუხები”   : არაფორმალური ეკონომიკა,   ,  ყველანაირი ბარიერი გამსხვილებისკენ სწრაფვის დროს  – ცუდი  პირობები ფინანსური ინსტიუტებისგან,  გაყინული ინდუსტრიული მაჩვენებლები- ქვეყნის  მაკრო და მიკროეკონომიკის და ფინანსების განვითარების არარსებული გეგმა,  რისკის აღების და შეფასების დაბალი დონე, ნაკლებად კვალიფიციური სამუშაო ძალა,  მოუმზადებელი ბაზარი გენიალური იდეების რეალიზაციისთვის.

გაცხადებული სტრატეგია

ჩვენ დავამკვიდრეთ ბიზნეს საკონსულტაციო პრაქტიკა  მსგავსად ექიმის-პაციენტის ვიზიტის პრაქტიკისა.  როგორც პაციენტი მიდის ექიმთან ჩეკ აპისთვის: ჩვენთან მოდის მომხმარებელი და ვაძლევთ მათ რეცეპტებს.

MCI-ს  ღირებულებები  : ჩვენი კომპანიის დაარსების იდეა იყო სხვადასხვა ტიპის კომპანიებში მართვაში შესვლა და ინვესტირება და ასევე დავიწყეთ. მრავალფეროვანი საკონსულტაციო სერვისები,  რომლებიც პარტნიორ  კომპანიებს აიყვანდა ახალ სიმაღლეზე. ბიზნესის სერვისის სრული პაკეტი შედგებოდა კომპლექსური შეთავაზებით: მენეჯმენტის, მარკეტინგის, გაყიდვების, ფინანსების მართვის, ინვესტირების სერვისებისგან.

ბიზნესისთვის  დიაგნოზის დასმა იყო გადამწყვეტი   მისი შემდგომი სტრატეგიული განვითარებისთვის.  დიაგნოსტიკას კი კომპლექსური კომპეტენციები და აზროვნება  სჭირდება. აღსრულებას კონკრეტული ოპერაციული გეგმები და მოქმედებების სინქრონი. აქცენტი იყო მომხმარებლის  ნდობაზე  ჩვენს მიმართ და ჩვენი ნდობა თანამშრომლებთან . ფოკუსი იყო ფინანსურად გამართლებულ და ორიგინალურ გადაწყვეტილებებზე პარტნიორ კომპანიებში.

MCI Group არის ბიზნესის ინოვაციურ განვითარებაზე ორიენტირებული საკონსულტაციო -საინვესტიციო კომპანია,  მოქმედი ან პოტენციური ბიზნესის პარტნიორი მენეჯმენტის, ბიზნეს კონსალტიგისა და საინვესტიციო პროექტების მიმართულებით, რომელიც თავის პარტნიორს ინდივიდუალურად შემუშავებულ მრავალფეროვან, ფინანსურად გამართლებულ  გადაწყვეტილებებს სთავაზობს.

კომპანიას განხორციელებული აქვს მნიშვნელოვანი პროექტები თითქმის ყველა  სექტორში. პორტფოლიო ითვლის  სრულ მართვაში გადმოცემულ და ინვესტირებულ  მსხვილ კომპანიებს . სრული ბიზნეს პაკეტის- მენეჯერული, ფინანსური, იურიდიული, გაყიდვების, მარკეტინგული, მიმართულებების სინთეზით ჩვენ მოგვაქვს კომპანიებში ახალი, განსხვავებული ხედვა ობიექტურობისა და პროფესიონალიზმის სრული დაცვით.

კომპანია  MCI group-ს   გამოცდილება,  სექტორები, მიმართულებები:  დისტრიბუცია-წარმოება ( კვება, ავტო, ავეჯი, საიუვილირო, საყოფაცხოვრებო ქიმია, სამშენებლო მასალები, ლითონკონსტრუქციები, ჰესი, კოსმეტიკა, სერვისი, მოდა, ), ჯანდაცვა, მედია- ტელევიზია ,სასტუმროების მართვა, საფინანსო ინსტიტუტები, ციფრული ბიზნესი, სამშენებლო, ვაჭრობა და სხვა…  საერთაშორისო ბაზარის პრაქტიკის დანერგვა და  ინტეგრაცია.

დღევანდელი გამოცდილებითა და ბიზნესის მართვის ხვალინდელი ხედვით ვართ საყრდენი ბიზნეს სექტორისთვის, კონსალტინგი ვაქციეთ წარმატებული ბიზნესის სასიცოცხლო ნაწილად.

  • პარტნიორებისთვის და სტეიქჰოლდერებისთვის: ყველაზე სასურველი ბიზნეს–პარტნიორი კონსალტინგსა და ინვესტიციებში.
  • თანამშრომლებისთვის: ამაყობენ კომპანიით, თითოეულ მათგანს აქვს გამართული, კომფორტული და თანამედროვე სამუშაო გარემო უწყვეტი პროფესიული და კარიერული ზრდისთვის .

ჩვენ გვაქვს  “მწვანე” სტრატეგია- ვაწარმოოთ სწორ დროსა და გარემოში სწორი და  მოქნილი პროდუქტი , რომელიც თავისთავადვე შექმნის მოთხოვნას, იქნება მდგრადი და ადვილად იცვლის სახეს. სწორედ ეს უზრდის ღირებულებას დამფუძნებლებსა და პარტნიორებს.

ინოვაცია, განსხვავებული ხედვა, მუდმივი ცვლილებები, მიზანდასახულობა, ინტელექტი და დამოკიდებულება, პირდაპირი და ღია  ურთიერთობები , მარტივი კონცეფციები და გადაწყვეტილებები, რევოლუციური ნაბიჯები დარგის ქვეყნის მასშტაბით ცვლილებისა- ეს იყო ჩვენი წარმატების გზა.  რამაც პარტნიორ კომპანიებს მოკლე ვადაშივე გაუზარდა  100 % -ით მოგება. ეს არის მიზეზი ჩვენი და ჩვენი  პარტნიორების სტაბილური ზრდის.

 

ბიზნესის დიაგნოსტიკა და სტრატეგიული გეგმა, კომპანიის მართვა

განსაკუთრებით  საშუალო და მსხვილი ბიზნესი პრობლემების გადალახვას და განვითარების დაგეგმვას  შიდა რესურსების მობილიზებით ცდილობს. ასევე  ეფლობა რუტინაში და ზრდასთან ერთად  პასუხისმგებლობების გადანაწილებას ეფექტურად ვერ ახერხებს. ვერ ხედავს თავს გვერდიდან. შესაბამისად მართვის დროს მიღებულ მიმდინარე  გადაწყვეტილებებს ფინანსური ზრდა ჩამორჩება. ხშირია დაუგეგმავი მოქმედებები და გაუთვლელი შედეგები. სტრატეგიული გეგმის გარეშე მოქმედება.
არსებობს სხვა გამოსავალი – ბიზნესკონსულტაცია, პრაქტიკა, რომელიც აშშ-ში, ევროპისა და აღმოსავლეთ აზიის მრავალ ქვეყანაში დამკვიდრებული პრაქტიკაა. იგი ბიზნესის პრობლემების შესწავლის და გამოსავლის ძიების, ან სულაც, ახალი პოტენციალის გამოვლენის, სტრატეგიის, ხედვების შემუშავების საშუალებას იძლევა. ბიზნესკონსულტაციის საშუალებით კომპანია ობიექტურად, გვერდიდან აფასებს თავის მდგომარეობას, შესაძლებლობებს და იზიარებს ბაზარზე არსებულ გამოცდილებას.

თავდაპირველად  ვაკეთებთ კომპანიის დიაგნოსტიკას , შემდეგ სტრატეგიას და პროგნოზს  მომავალი 1-3 წლის , ბოლო ეტაპზე კი ვახორციელებთ აღსრულებას, რომელიც დაფუძნებულია ბიზნესის კეთების საერთაშორისო და თანამედროვე პრინციპებზე.
აუთსორსინგზე მართვის უპირატესობები :მენეჯმენტ პროფესიონალების გუნდი, გამოცდილება- განხორციელებული მრავალპროფილიანი პროექტები. დამკვეთი სწრაფი ზრდის  ახალ სტრატეგიაზე  ფოკუსირდება და   მართვაში შეყავს სხვა კომპანია- ეს ამცირებს რისკებს, ზრდის შესრულების ხარისხს, სისწრაფეს, ეფექტურობას. საკონსულტაციო კომპანია ფლობს სტრატეგიულ ინფორმაციას ყველა სექტორზე, მისი შესვლა იწვევს მართული კომპანიის კომფორტის ზონიდან გამოსვლას.

 

დამოკიდებულება და მიდგომა

კეთილსინდისიერებასა და გულწრფელობაზე ძლიერი იარაღი არ არსებობს  წარმატების მისაღწევად.  თანამოაზრეების გუნდი – გათანაბრებული  პროფესიონალების, გაცხადებული სტრატეგიის მიზანდასახული  და გეგმაზომიერი აღსრულება, თანამედროვე მოთხოვნის ” ყნოსვა”  და მომავლის პროდუქტების შეთავაზება ბაზრისთვის, ინოვაციური მიგნებები, საკუთარი ტვინზე ზეწოლა რევოლუციური  ნაბიჯებისთვის-  ეს არის ის დამოკიდებულებების და მიდგომების  ნაკრები რაც ხელს შეუწყობს ყველა კომპანიას განახორციელოს დიდი ნაბიჯები.

კარგი მენეჯერი

კარგ მენეჯერს აუცილებლად ჰყავს ირგვლივ საუკეთესო თანამშრომლებისა და პარტნიორი კომპანიების გუნდი.

იგი აკომპლექტებს და ამოტივირებს განსხვავებული უნარების მქონე თანამშრომლების გუნდს. ავითარებს მათ ტალანტებს ინტენსიურად, რა მიმართულებაშიც ისინი ყველაზე ნიჭიერები არიან.

დღეს ძალა გუნდშია… როდესაც ქმნი გუნდს, სადაც ყველა ლიდერია სხვადასხვა მიმართულებაში, მაშინ იქმნება დიდი ღირებულება ბიზნესში და კომპანია წარმატებული ხდება. სწორედ ამ ღირებულების გარდაქმნა ხდება ფულად.

რაც შეეხება პარტნიორ კომპანიებს, მენეჯერი გეგმავს, როგორი ტიპის სეგმენტზე გააკეთოს პოზიციონირება და ვინ მოიზიდოს თავის გარშემო. მომხმარებლების არჩევა უნდა განახორციელოს იმის მიხედვით, თუ ვინ როგორ განავითარებს მას, ანუ სტრატეგიულად და ოპერაციულად რა ტიპის განვითარებას გეგმავს და როგორი სეგმენტის კომპანიები მოუტანენ ამ შედეგს. მენეჯერი უნდა მოქმედებდეს მოგება-მოგების პრინციპით.

უნდა შეეძლოს კადრების სწორად შეცნობა და ეძებდეს თანამოაზრეებს. უნდა იყოს ფიქრის დროს ღრმა, მაგრამ მოქმედების დროს ძალიან მსუბუქი, მოქნილი.

იყოს თანამედროვე აზროვნების და ადვილად აჰყვეს ბაზრის მიმდინარე ცვლილებებს. შეეძლოს მთელი ბიზნესპროცესების ოპერაციული ციკლის გადაბმულობის უზრუნველყოფა, ფინანსურ რესურსებს ანაწილებდეს ოპტიმალურად. ალაგებდეს პრიორიტეტებს სწორად და ჰქონდეს სისტემური ხედვა. იყოს ორიგინალური გადაწყვეტილებებში და არ მოქმედებდეს სწორხაზოვნად, ზოგჯერ აუცილებელია რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება. გუნდის წევრებს აძლევდეს აზროვნების თავისუფლებას და სწორ დელეგირებას. დამსახურების შემთხვევაში, აძლიერებდეს თანამშრომლის ავტორიტეტს, დაუმსახურებლობის შემთხვევაში, მერყეობის გარეშე, აქვეითებდეს. მნიშვნელოვანია როგორც თანაგუნდელებისთვის (პარტნიორი კომპანიებიც) შესაძლებლობების ზრდა და ეტაპობრივად მათთვის ტრამპლინების შექმნა.

მენეჯერის პროფესია ძალიან ჰგავს ჭადრაკის თამაშს, სადაც, თუ სწორად არ გადაადგილდა ყველა ფიგურა, თამაშს ვერ მოიგებ.

 

საერთაშორისო ბიზნესის აწყობა- განვითარება, საინვესტიციო პორთფოლიოს განაწილება-მართვა.

ჯილდოები, აქტიურობა

WOBI Milano- მონაწილის სტატუსი.  კაცობრიობის ფსიქოლოგია ბიზნესში- მსოფლიო ბიზნეს ფორუმი. მილანი, იტალია 2017

OECD   Paris- წევრი. მწვანე საინვესტიციო ფორუმი. პარიზი, საფრანგეთი 2017.

Uniglobal – მონაწილის სტატუსი. გლობალური საინვესტიციო ფორუმი. თბილისი, საქართველო 2017.

Gabriel Al-Salem Foundation- ჯილდო  “მართვაში შესვლის წლის საუკეთესო საკონსულტაციო პროექტი”, სტამბული, თურქეთი 2015.

 

რამდენიმე მიმდინარე პროექტის შესახებ

 

  • განათლების მიმართულების კომპანია MCI masterclass  ინტენსიურ სემინარებს სთავაზობს მომხმარებელს: ბიზნესის ადმინისტრირების კუთხით გიორგი ჭავჭავაძე, გაყიდვები და სერვისი -გაყიდვების მსოფლიო ექსპერტი  მაიკლ ბენგი, კაიზენი და ხარისხის გაუმჯობესება – კომაცუ კორპორაციის ყოფილი პრეზიდენტი ხირუმა იასუ. მასტერკლასის საიტიდან შეძლებთ ვიდეოსემინარების ყიდვასაც. დახურულია ინვესტიციისთვის.
  • Best invest – ინვესტიციის დაგეგმვა, მართვა.  დისტრუბუციის ქსელის აწყობა,  მდგრადი სისტემის შექმნა. ექსპორტის განვითარება.  იგი  სადისტრიბუციო – საინვესტიციო სამშენებლო მასალების კომპანიაა ,  ევროპული ბრენდების  წარმომადგენელი, რომელიც  სამშენებლო სექტორის ზრდასთან ერთად ვითარდება. ეტაპობრივად იმატებს სხვადასხვა ბრენდებს.  ღიაა ინვესტიციისთვის.
  • საჩხერის სამედიცინო ცენტრი- მენეჯმენტის რესტრუქტურიზაცია, მარკეტინგული კვლევა, ფინანსური ზრდის გეგმა, სტრატეგიული გეგმის დანერგვა , ბიზნეს ერთეულების გამოყოფა- განვითარება.  საჩხერის კლინიკა ტექნოლოგიურად და საკადრო რესურსით უმაღლეს დონეზე უზრუნველყოფილი  სამედიცინო ცენტრია. პაციენტებს სთავაზობს  სამედიცინო სერვისების სრულ პაკეტს.
  • საჩხერის სასტუმრო კომპლექსი “ საჩხერე გარდენს”- სტრატეგიული გეგმა, აღსრულება.
  • ზარაფხანა- საიუვილერო საწარმო თავისი მაღაზიების ქსელით. მარკეტინგული კვლევა და სტრატეგია, ბიუჯეტირება, პროდუქტების დახვეწა-  განვითარება, წარმოების დაგეგმარება.

 

მომსახურების ტარიფები:

ბიზნეს პროდუქტების ტარიფები განისაზღვრება  15 000 ლარიდან , დამოკიდებულია საკონსულტაციო ამოცანებზე, ბიზნესის სპეციფიკაზე, მასშტაბზე.  ვსარგებლობთ  EBRD- ის თანადაფინანსებითაც, რომელიც ჩვენს პარტნიორ კომპანიებს უფინანსებს მომსახურების 50%.

 

მენეჯმენტ კომპანიის მომავალი – ინდუსტრია 4.0

 

მოგეხსენებათ,  რომ დღეს ინდუსტრია 4.0  რევოლუციაა მსოფლიოში. სწორედ გაციფრულების მიმართულებით ვახორციელებთ ჩვენს  პარტნიორ კომპანიებთან ერთად  ახალ,  ინოვაციურ პროექტებს.  პარტნიორი კომპანიები ნამდვილად სწორად შერჩეული, განსაკუთრებული და განსხვავებულები არიან.

5 წლიანი, მართვაში არსებული პორტფელებით ( მოვახდინეთ ბაზრის თითქმის ყველა სექტორის მოცვა ) და გამოცდილებით ,  MCI   გამსხვილებისა და რადიკალური გარღვევისთვის  ერთნახევარ წელიწადში  გადავა  სხვა ბაზრებზე,  კაპიტალის და საქმიანობის დიდი ნაწილით.   რისკების გადაზღვევისთვის ერთდროულად რამდენიმე ბაზარზე შევდივართ.

ქეთევან ასანიძე – MCI Group-ის აღმასრულებელი დირექტორი

წყარო: https://finchannel.com/business/149-press-releases/75573-hunting-innovative-ideas-mci-is-moving-to-other-markets

დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის და MCI group-ის ერთობლივი ინტერაქტიული მასტერკლასი

დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის და MCI group-ის ერთობლივი ინტერაქტიული მასტერკლასი

14 ნოემბერს სასტუმრო “ლისი ჰილსის” საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის და MCI group-ის ერთობლივი ინტერაქტიული მასტერკლასი თემაზე “სტრატეგიული მენეჯმენტის თანამედროვე ტენდენციები და გამოწვევები საქართველოს სადისტრიბუციო კომპანიებში”. მსვლელობისას განხილულ იქნა:

  • ბიზნესის მიზნები. სტრუქტურა. ფუნქცია-მოვალეობები
  • მოტივაცია . კადრების განვითარება.
  • სტრატეგიის და ოპერაციების დაგეგმვა. შედეგების ანალიზი. სისტემური კონტროლი.
  • სტრატეგიული გეგმის აღსრულება.
  • ბიზნესის სამართლებრივი საკითხები

MCI საკონსულტაციო-საინვესტიციო კომპანიაა. ბაზარზე გამოირჩევა თანამედროვე მენეჯმენტში ინოვაციური გადაწყვეტილებებით და საერთაშორისო ბაზრებთან ინტეგრაციის დანერგვით სხვადასხვა ტიპის კომპანიებში. კომპანიის   გამოცდილება,  სექტორები და მიმართულებებია:  დისტრიბუცია-წარმოება ( კვება, ავტო, ავეჯი, საიუვილირო, საყოფაცხოვრებო ქიმია, სამშენებლო მასალები, ლითონკონსტრუქციები, ჰესი, კოსმეტიკა, სერვისი, მოდა, ), ჯანდაცვა, მედია- ტელევიზია ,სასტუმროების მართვა, საფინანსო ინსტიტუტები, ციფრული ბიზნესი, სამშენებლო, ვაჭრობა და სხვა…  საერთაშორისო ბაზრის პრაქტიკის დანერგვა და  ინტეგრაცია.

ერთვება კომპანიებში სრულად დიაგნოსტირების , სტრატეგიული დაგეგმვის შემუშავებისა და აღსრულების მიმართულებებით ბიზნესის სერვისის სრული პაკეტით : მენეჯმენტის, მარკეტინგის, გაყიდვების, ფინანსების მართვის, ინვესტირების.

შიდა პროცესებში ჩართვით  ბიზნესის ფინანსურ მაჩვენებლებლებს რადიკალურად აუმჯობესებს  მცირე პერიოდშივე.

„ჩვენ დავამკვიდრეთ ბიზნეს საკონსულტაციო პრაქტიკა  მსგავსად ექიმის-პაციენტის ვიზიტის პრაქტიკისა.  როგორც პაციენტი მიდის ექიმთან ჩეკ აპისთვის: ჩვენთან მოდის მომხმარებელი და ვაძლევთ მათ რეცეპტებს.“

 

ინდუსტრია 4.0 – ყურადღება! ცვლილებების დროა!

ინდუსტრია 4.0 – ყურადღება! ცვლილებების დროა!

რა არის ინდუსტრია 4.0?

1️⃣️ პირველი ინდუსტრიული რევოლუცია, რომელსაც შეგვიძლია ვუწოდოთ ინდუსტრია 1.0 ადამიანის ქმედებების მექანიზაცია გახლდათ, 2️⃣️მეორე – ელექტროენერგია, კონვეიერები და მას-პროდუქცია.
3️⃣️მესამე რევოლუცია კომპიუტერულ ერას, ავტომატიზაციას და რობო-ტექნიკის შექმნა-განვითარებას უკავშირდება.

ზუსტად მესამე, ინოვაციური ტექნოლოგიებით აღსავსე ეტაპიდან გამომდინარეობს რიგით 4️⃣️ მეოთხე რევოლუცია ცნობილი როგორც „ინდუსტრია 4.0“.

ამ რევოლუციის მიზანია კომპიუტერული ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტის და ავტომატიზაციის სიმბიოზი.
მეოცე საუკუნის გამოჩენილი მწერალ-ფანტასტები აღწერდნენ ერას, სადაც ადამიანის მთავარი ფუნქცია რობოტების და ხელოვნური ინტელექტის მართვაა. ამ ყველაფერს კი დღეს ინდუსტრია 4.0 გვპირდება.

მაგალითად ავიღოთ ნებისმიერი ტიპის ქარხანა/წარმოება, რომელიც ერგება 4.0 მოდელს:
**ამ ქარხნის ყველა ქმედება ავტომატიზებულია
**დაინერგა ავტო-მონიტორინგის სისტემა
**მანქანებს/დანადგარებს მთლიანად კომპიუტერები მართავენ
**კომპიუტერებს შეუძლიათ სწავლა, სიტუაციის ანალიზი და საწარმოსთვის ოპტიმალური დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება

მაშასადამე ნებისმიერ ბიზნესს მართებს თავის სფეროში ინოვაციებისთვის თვალყურის მიდევნება, ამ ინოვაციების დროული დანერგვა, კონკურენტუნარიანობის ახალი მოდელის შემუშავება და ამ ცვლილებებთან დროული ადაპტაცია.

industria

#industry40 #smartindustry #businessconsulting #innovations

ცნობილი კომპანიები, რომლებმაც მსოფლიო აღიარება მოიპოვეს

ცნობილი კომპანიები, რომლებმაც მსოფლიო აღიარება მოიპოვეს

კრეატიული აზროვნება და ნოვაციებისკენ სწრაფვა კომპანიის წარმატებისთვის აუცილებელი და უპირველესი პირობებია, რაც შემდგომში წლების მანძილზე უზრუნველყოფს კომპანიის აღიარებას. ყველაზე უბრალო მარკეტინგულმა სვლამაც კი შეიძლება დადოს უდიდესი შედეგი, რაც არაერთმა ცნობილმა კომპანიამ დაამტკიცა. მათ უბრალოდ გააკეთეს სწორი სვლა, უყვარდათ თავისი საქმიანობა და იყვნენ ნოვატორები. წარმოგიდგენთ რამდენიმე ცნობილ კომპანიას, რომელმაც უდიდესი აღიარება მოიპოვა და დღემდე ლიდერის ადგილი უჭირავთ მსოფლიო მასშტაბებით.

1) კოკო შანელი მოდის ისტორიაში შევიდა როგორც ქალის ტანისამოსში მამაკაცის სტილის შემომტანი. მან პირველმა შემოიტანა ქალებისთვის ტანისამოსის თავისუფალი სტილი, რითაც გაანთავისუფლა ქალები მკვეთრად შემოჭერილი ტანისამოსისგან, შექმნა შარვლის მოდელები მანდილოსნებისთვის. მას მოსწონდა ეს სტილი. 1917 წელს მოკლედ შეიჭრა თმები და ამით საფუძველი დაუდო ქალის მოკლე ვარცხნილობების მიმართულებას.
1919 წელს კოკო შანელის მეუღლე არტურ კაპელი მოულოდნელად დაიღუპა ავტოკატასტროფაში, რაც უდიდესი ტრაგედია იყო შანელისთვის. მომხდარი ტრაგედიის გამო დიზაინერის მოდლებში დაიწყო შანელის ცნობილი მოკლე შავი კაბების პერიოდი.
1922 წელს კოკო შანელის და გენიალური ქიმიკოს–პარფიუმერის ერნესტ ბოს დაძაბული ერთობლივი მუშაობის შედეგად შეიქმნა 80 კომპონენტისგან შემდგარი ცნობილი „სუნამო ქალებისთვის ქალის სურნელით“ Chanel №5.
Chanel – არა მარტო სუნამო და ტანისამოსია. ეს არის სტილი, რომელიც შექმნა ამ ლეგენდარულმა ქალბატონმა.
ამჟამად კომპანიას ხელმძღვანელობს კარლ ლაგერფელდი, შანელის სტილის ღირსეული გამგრძელებელი.

2) “პუმას” არასტანდარტულმა გადაწყვეტილებამ, რომელიც კომპანიამ 1970 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღო მას დიდი აღიარება მოუტანა. კომპანიამ პელეს კოლოსალური თანხა გადაუხადა მხოლოდ იმისთვის, რომ ფეხბურთელს, რომელსაც “პუმას” ბუცები ეცვა, თამაშის დაწყებამდე თასმა შეეკრა. ცხადია, ეს ყველაფერი ახლო ხედით იყო გადაღებული. ასეთი რეკლამა ბევრად ეფექტური აღმოჩნდა “პუმასთვის”, ვიდრე სტანდარტული სარეკლამო მეთოდები…

3) სამოცდაათიან წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში რობერტ ტეილორმა თხევადი საპონი გამოიგონა და მან თავიდანვე იცოდა, რომ მის ამ ჭკვიანურ მიგნებას დიდი მომავალი ჰქონდა, თუმცა იდეა მალევე აიტაცეს სხვებმაც, რამაც მის ბიზნესს საფრთხე შეუქმნა. ტეილორმა ბიზნესზე მონოპოლიზების მიზნით რადიკალური გადაწყვეტილება მიიღო – მან ამ მოწყობილობის ყველა არსებული მწარმოებელი შეისყიდა, რაშიც ბიზნესმენმა 12 მილიონი დახარჯა და არც შემცდარა, რადგან ამ სარისკო გადაწყვეტილებიდან ორი წლის შემდეგ ტეილორმა “ქოლგეით პალმოლივს” ბიზნესი 61 მილიონად მიჰყიდა.

4 )სან ხოსეში, ჩრდილოეთ ჩილეში, მაღაროს ავარიული აფეთქების შედეგად მიწისქვეშ 33 ადამიანი დარჩა. ისინი გადარჩენას 2 თვის განმავლობაში ელოდნენ. სამაშველო ოპერაციების დასასრულს კომპანია Oakley-მ გენიალური გადაწყვეტილება მიიღო – მათ მაშველებს წყალთან და სხვა საჭირო ნივთებთან ერთად მათი სათვალეები გაუგზავნეს. სამაშველო ოპერაციის დასასრულს, როდესაც მაშველები და მაღაროელები ამოვიდნენ, იმისთვის, რომ სიბნელეში ყოფნის ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ თვალი სინათლისთვის შეეჩვიათ, სწორედ აღნიშნული კომპანიის სათვალე ეკეთათ. მათი გადარჩენის კადრები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ახალი ამბების წამყვანმა ტელევიზიებმა და საინფორმაციო პორტალებმა გადასცეს, რაც კომპანიისთვის რეკლამირების არაჩვეულებრივი საშუალება აღმოჩნდა…

5) კომპანია ეფლი (Apple) დაარსდა 1976 წლის 1 აპრილს კალიფორნიაში მისი დამფუძნებლები სტივ ჯობსი (Steve Jobs) და სტივ ვოზნიაკი (Stephen Gary Woźniak), ჯერ კიდევ სკოლიდან იცნობდნენ ერთმანეთს. დროთა განმავლობაში კომპანია ეფლის შეუერთდა მესამე წევრი – რონ ვეინი. 1970 – იან წლებში რონ ვეინი იყო კომპანია ატარის (Atari) ერთ–ერთი წამყვანი ინჟინერი.
ყოველმხრივად ესთეტიკური დიზაინით თავისი კონტრკულტურული ინდი ფესვებით, ასევე თავისი სარეკლამო კამპანიებით, ეფლმა გამორჩეული რეპუტაცია მოიპოვა სამომხმარებლო ელექტრონიკის ინდუსტრიაში და კულტივირებული მომხმარებლების პლეადა წარმოშვა, რომლებიც განსაკუთრებულად ლოიალურები და თავდადებულები არიან კომპანიისა და ბრენდის მიმართ, განსაკუთრებით აშშ-ში.

ზიმბაბვე – ქვეყანა სადაც მოსახლეობის 100% მილიონერია

ზიმბაბვე – ქვეყანა სადაც მოსახლეობის 100% მილიონერია

ზიმბამბვე – ქვეყანა, რომელშიც მოსახლეობის 100% მილიონერია. ეს არის მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა,რომლის ფულის კუპიურებზე აღნიშნულია -200 000, 500 000, 10 000 000 000 და მრავალი სხვა უმსხვილესი კუპიურები. ამ ქვეყანაში ყველაზე იაფი ტუალეტის ქაღალდი 278 000 ზიმბამბვური დოლარი ღირს.

მოსახლეობის ასეთი გამდიდრება არ არის კარგი ქვეყნის ეკონომიკისთვის. ეს ” გამდიდრება ” დაიწყო 2000 წლის შემდეგ, როდესაც პრეზიდენტმა მუგაბესმა სახნავ-სათესი მიწები წაართვა მოსახლეობის შავკანიან ნაწილს და ის გადასცა ჩასახლებულ თეთრკანიანებს, რის შედეგადაც კრიზისი დაიწყო. ქვეყანის ყოველწლიური ინფლაცია არის 231 მილიონი %,არა ეს რიცხვი არ არის ნამდვილად დაუჯერებელი, რადგან ის მართლაც 231 000 000%-ს შეადგენს.

ხალხი პურის საყიდლად მაღაზიაში ფულის ტომრებით რომ არ მისულიყო , ქვეყნის ფინანსური მხარე იძულებული გახდა გაეზარდა კუპიურებზე ციფრების რაოდენობა, მაგალითად თქვენ 100 მილიარდი დოლარით შეგიძლიათ იყიდოთ მაღაზიაში სამი კვერცხი, არც თუ ისე სასიამოვნო პროცესია მათთვის რესტორნებში სიარული, რადგან ამ შემთხვევაში მართლა საჭიროა ფულის ტომრებით სიარული , რადგან ჩვეულებრივი ლანჩის ღირებულება ზიმბაბვეში  სულ რაღაც 500 მილიონი დოლარია  , რაც  რეალურად დ აახლოებით 2 ამერიკულ დოლარს უდრის. ამ ქვეყანაში უმუშევრების პროცენტულმა რიცხვმა 80% შეადგინა და მოსახლეობის 1/3-მა ქვეყანა დატოვა.