თბილღვინოს პროდუქტების განვითარების ხელმძღვანელი, ლაშა ლომაშვილი, MCI მასტერკლასთან ინტერვიუში ბევრ საინტერესო საკითხზე საუბრობს, მათ შორის როგორ შეცვალა მაიკლ ბენგის ტრენინგმა მისი დამოკიდებულება იმ კომპანიაზე, რომელშიც მუშაობს და რამდენად რთული იყო ისეთი დიდი კომპანიის მორგება კაიზენის სისტემაზე როგორიც თბილღვინოა.
მოგვიყევით ცოტაოდენი თქვენს თავზე და გვითხარით რომელი კომპანიის წარმომადგენელი იყავით სემინარზე დასწრებისას?
მე ლაშა ვარ ლომაშვილი, კომპანია თბილღვინოს პროდუქტების განვითარების ხელმძღვანელი და სწორედ თბილღვინოს წარმომადგენელი ვიყავი სემინარზე.
როგორ მიიღეთ სემინარზე დასწრების გადაწყვეტილება? რამ განაპირობა თქვენი დაინტერესება მაიკლ ბენგისა და ჰირუმა იასუოს ერთობლივი სემინარით?
დიდი როლი ითამაშა MCI ჯგუფმა, რადგან კომპანიას მაღალი რეპუტაცია აქვს.
ერთობლივი სემინარის იდეა კიდევ უფრო საინტერესო იყო ჩვენთვის, ვინაიდან მიუხედავად იმისა, რომ წარმოება და გაყიდვები სხვადასხვა მიმართულებაა, ეს ორი სამსახური კომპანიაში ქმნის საერთო სურათს.
აუცილებელია გუნდის ყველა წევრი ხედავდეს და იზიარებდეს კომპანიის ინტერესებს.
გაყიდვები ქმნის საჭიროებებს, ხოლო წარმოება ქმნის პროდუქტს და პირიქით. წარმატებისთვის აუცილებელი პირობაა, რომ ზემოთხსენებულ სამსახურებს კარგად ესმოდეთ ერთმანეთის საჭიროებების.
რა სიძნელეებს შეხვედრილხართ კომპანიაში მოღვაწეობის განმავლობაში და რამ განაპირობა თქვენი მოტივირება მათ გადასაჭრელად? როგორ გახდით ისეთი კომპანია, რომელიც ასე ძლიერად პოზიციონირებს ბაზარზე და გამოირჩევა ხარისხით?
თბილღვინოში მუშაობის ყველაზე დიდი ხიბლი სწორედ სიძნელეებში და მის გადაჭრაშია.
ვინაიდან ძალიან რთულია და ამავდროულად სასიამოვნო, აწარმოებდე პროდუქტს ასეთი მოცულობითა და ხარისხით და ამავდროულად პროცესები იყოს უმაღლეს დონეზე დახვეწილი.
წარმატება პირველ რიგში ძალიან დიდი შრომის შედეგია.
აუცილებელია კომპანიას ჰქონდეს მოტივაცია და სურვილი გააუმჯობესოს ნებისმიერი მიღწეული შედეგი.
გაამარტივოს და დახვეწოს როგორც პროდუქციის ხარისხი ასევე საწაარმოო და საოპერაციო პროცესები.
როგორ ფიქრობთ, რა არის წარმატების მისაღწევად მთავარი და ემთხვევა თუ არა მაიკლ ბენგის ხედვა თქვენს წარმოდგენებს? შეიცვალა თუ არა კაიზენის სისტემის დანერგვით თქვენი კომპანიის ეფექტურობა?
მთავარია სწორად დაგეგმვა და შედეგების განჭვრეტა. რისკების გაანალიზება და შეცდომების მინიმუმამდე დაყვანა.
ამისათვის კი საჭიროა გუნდური, შეთანხმებული მუშაობა. მნიშნველოვანია ბაზრის ტენდენციების გათვალისწინება და სწრაფი რეაგირება.
კაიზენის სისტემის დანერგვით კიდევ უფრო წარმატებულად ვანხორციელებთ მასშტაბურ თუ პატარა პროექტებს.
მაიკლი თავის სემინარებში მხოლოდ გაყიდვების ტექნიკის დახვეწაზე არ საუბრობს, იგი ხშირად აღნიშნავს, რომ მისი მეთოდები ადამიანებს პირად ცხოვრებაშიც ეხმარება. დაგეხმარათ თუ არა მაიკლის პროგრამა პირადი ცხოვრების გაუმჯობესებაში?
ნებისმიერი შედეგის უკან დგანან ადამიანები. ადამიანები, რომლებიც ქმნიან და ახორცილებენ.
ამიტომ სწორედ ადამიანებისგან მოდის ნებისმიერი ქმედება. მაიკლის სემინარის სახით ამ აზრს გაუჩნდა მყარი არგუმენტი.
თუ გავითვალისწინებთ, რომ ყველაფერი საბოლოოდ ყიდვა-გაყიდვამდე მიდის, პირადი ცხოვრებისთვის მაიკლის სემინარი სასარგებლო აღმოჩნდა.
როგორი შთაბეჭდილება მოახდინა თქვენზე მაიკლ ბენგმა? რით გამოარჩევდით მის სემინარებს სხვა ტრენერების სემინარებისგან?
მაიკლი არის სუპერ ენერგიული სპიკერი. სემინარი შინაარსობრივად იყო ძალიან საინტერესო.
განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო მაიკლის პოზიტიური აურა, აუდიტორიის ჩართულობა სემინარში, რეალური მაგალითები და პრაქტიკული რჩევები.
მიუხედავად ხანგრძლივი სემინარისა აუდიტორია არ მოდუნებულა. პრინციპში ვერც მოდუნდებოდა მაიკლის ხელში.
შეიცვალა თუ არა მაიკლ ბენგთან და ჰირუმა იასუოსთან შეხვედრების შემდეგ თქვენი დამოკიდებულება კომპანიის მიმართ რომელშიც მუშაობთ? თუ პასუხი დადებითია, როგორ?
გამყარდა ჩემი რწმენა, რომ სამაგალითო კომპანიის ნაწილი ვარ.
კომპანიის რომელიც მუდმივ განვითარებაზეა ორიენტირებული. წლიდან წლამდე მნიშვნელოვნად ვითარდება ყველა პროცესი.
მაშინ როდესაც ვფიქრობთ, რომ საუკეთესო შედეგი მივიღეთ, აუცილებლად გამოჩნდება ამ შედეგის გაუმჯობესების შესაძლებლობა.
რამდენად რთული იყო ისეთი დიდი კომპანიის მორგება კაიზენის სისტემაზე როგორიც თბილღვინოა? იყო თუ არა ჰირუმას რეკომენდაციები და რჩევები ადვილად შესასრულებელი?
ჰირუმას მეღვინეობაში ვიზიტი ყველა თანამშრომლისთვის გახდა კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ კომპანიას განვითარების ყველაზე ეფექტური და სწორი გზა აქვს არჩეული.
ჰირუმას რეკომენდაციები ადვილი შესასრულებელი იყო, ვინაიდან ჩვენი მეთოდები ერთმანეთს ემთხვევა.
თქვენი აზრით რამდენად სასარგებლოა თვითგანვითარებასთან ერთად ადამიანი დაესწროს სხვადასხვა სემინარებს, მიმართოს კონსალტინგურ კომპანიას პრობლემების გადასაჭრელად?
როგორ ფიქრობთ საჭიროა თუ არა კომპანიამ დაინახოს თავისი თავი გვერდიდან?
აუცილებელია! როგორც ადამიანისთვის ასევე კომპანიისთვის. სემინარის შემდეგ ადამიანი კომპანიაში ბრუნდება ახალი იდეებით, ახალი ხედვებით.
დღესდღეობით იყენებთ თუ არა სემინარზე ნასწავლ მეთოდებს?
თავისთავად მოხდა მეთოდების კომპანიაში ინტეგრირება/გაღმავება.
თუ საიდუმლო არ არის, იქნებ გაანდოთ მკითხველებს თქვენი სამომავლო პროექტებისა თუ გეგმების შესახებ?
დიდი და მნიშვნელოვანი პროექტები გველის წინ.
კახეთის საუკეთესო მიკროზონებში ვაშენებთ საკუთარ ვენახებს. ვგეგმავთ საწარმოო სიმძლავრეების გაზრდას. ახალი პროდუქტების შექმნასა და ახალ ბაზრებზე შესვლას.
რა იყო თქვენთვის ყველაზე დასამახსოვრებელი სემინარებიდან?
რატომ? რატომ? რატომ? რატომ? რატომ?
ურჩევდით თუ არა სხვა ადამიანებს სამომავლოდ მაიკლის ან ჰირუმას სემინარებზე დასწრებას და რატომ?
აუცილებლად ვურჩევდი, პირველ რიგში სასიამოვნოა ამ სემინარზე დასწრება. სასიამოვნოსთან ერთად შედეგიანი და ეფექტური. აუცილებლად იგრძნობენ ამ სემინარის შედეგს რეალურ ცხოვრებაში.
რადგანაც დღესდღეობით ძალიან ბევრი კომპანია ცდილობს მიაღწიოს წარმატებას და დაუღალავად შრომობს იმისთვის, რომ იყოს კონკურენტუნარიანი, ალბათ ძალიან საინტერესო იქნებოდა თქვენი აზრი იმის შესახებ, თუ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატების მისაღწევად?
რას ურჩევდით თქვენს სფეროში მოღვაწე სხვა ადამიანებს, რომლებიც იგივე გამოწვევების წინაშე დგანან როგორებიც თქვენი იყო?
ნებისმიერი წარმატების უკან დიდი შრომაა დამალული. ჩემი აზრით ადამიანს თუ არ უყვარს თავის საქმე, ეს შედეგზე აისახება.
წარმატების მისაღწევად შესაძლებლობების გაზომვა, სწორი ქმედებების დაგეგმვა და შესრულებაა საჭირო.
ყელას ვურჩევდი აკეთონ ის საქმე, რომელიც უყვართ და სიამოვნებას ანიჭებთ. ამ შემთხვევაში ბევრად იოლია მიაღწიო იმ შედეგს რომელიც მიზნად გაქვს დასახული.
MCI Masterclass წარმოადგენს MCI Consulting Group-ის შვილობილ კომპანიას, რომელიც წლებია პოზიციონირებს ქართულ ბაზარზე. მასტერკლასი ეს არის საერთაშორისო ბიზნეს სასწავლო ცენტრი, რომლის მიზანი არის საქართველოში უცხოური გამოცხდილების დანერგვა ტრენინგების მიმართულებით და მისი გაზიარება. მასტერკლასი მუდმივად იღებს ახალ გამოწვევებს და მზადაა ცვილებებისთვის. ჩვენ მტკიცედ გვჯერა,რომ ცოდნა არის მთავარი უპირატესობა ისეთ კონკურენციაში,როგორიც დღევანდელ ბიზნესშია.
დღეს ემსიაი მასტერკლასი არის გაყიდვების მსოფლიო ტრენერის მაიკლ ბენგის წარმომადგენდლობა საქართვეელოში.კომპანიის კიდევ ერთი წარმატება, რომელსაც კომაპნიამ 2019 წელს მიაღწია ეს არის ისეთ კომპანიასთან თანამშრომლობა, როგორიც არის ვობი. WOBI არის წამყვანი გლობალური ბიზნეს კონტენტის წყარო. ჩვენ მოვიპოვეთ მათი ნდობა და მარტის თვიდან გავხდით World of Business Ideas WOBI -ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში და სრულიად ამიერ კავკასიაში,რაც ჩვენი კომპანიის დიდ წარმატებად მიგვაჩნია.
WOBI მიზანი არის საუკეთესო მენეჯმენტის მედია კონტენტი წარმოება და გავრცელება კომპანიების დასახმარებლად, მათი აღმასრულებლების მიერ ორგანიზაციების მართვის გაუმჯობესება. WOBI უნიკალურ გამოცდილებებს უზიარებს ბიზნეს ლიდერებს,ეს იდეები მათ ეხმარებათ ორგანიზაციული გამოწვევების მოგვარებაში და წარმატების მიღწევაში.
რატომ უნდა ავირჩიოთ WOBI ?
ისინი ქმნიან გლობალური მასშტაბის ყველაზე შთამბეჭდავ ღონისძიებებს
სთავაზობენ გადაწყვეტილებებს “მოთხოვნის საფუძველზე”, რათა მიიღონ ცოდნა და გამოცდილება ნებისმიერი ინდივიდუალური აღმასრულებლისათვის.
მათი აუდიოვიზუალური გადაწყვეტილებები მსოფლიოს უდიდეს გონებას მოაქვს თქვენს კომპანიაში.
WOBI მაუწყებლობს 24 საათის სატელევიზიო არხზე, რომელშიც წარმოდგენილია ბიზნეს ლიდერების ინტელექტუალური პროგრამირება.
WOBI ოფიციალური წარმომადგენლობაა ისეთ წამყვან ქვეყნებში, როგორებიც არიან:
Nike შეიქმნა 1964 წელს, ამერიკელი სტუდენტის – ფილ ნაიტისა და მწვრთნელ ბილ ბაუერმენის მიერ. მათ ერთმანეთი გაიცნეს ორეგონის შტატის უნივერსიტეტში.
სწორად გათვლილი მარკეტინგული გადაწყვეტილებების მეშვეობით, Nike-მა კონკურენცია გაუწია, იმ დროისათვის არსებულ ძლიერ ბრენდებს.
ბილ ბაუერმანი იყო ამერიკაში ერთ–ერთი ცნობილი მწვრთნელი მძლეოსნობაში, ფილ ნაიტი კი იყო უნივერსიტეტის სტუდენტი და მისი გუნდის წევრი.
ბაუერმანი არ ეძებდა უკვე ცნობილ სპორტსმენებს, ის სირბილში ავარჯიშებდა სტუდენტებს.
1972 წელს ის მიიწვიეს ამერიკის მსუბუქი მძლეოსნობის ოლიმპიური ნაკრების მწვრთნელის თანამდებობაზე.
იმ პერიოდში სპორტსმენებს პრაქტიკულად არ ჰქონდათ სპორტული ფეხსაცმლის არჩევანის საშუალება.
ამ პრობლების გადასაჭრელად ნაიტმა შეადგინა გეგმა, რომლის მიხედვითაც გადაწყვიტა შეექმნა ხარისხიანი სპორტული ფეხსაცმელი, რომელიც შეიკერებოდა აზიაში და გაიყიდებოდა ამერიკაში ხელმისაწვდომ ფასად.
აზიურ მწარმოებლად შეარჩია იაპონია, რადგან აქ წარმოება ჯდებოდა იაფი.
1963 წელს ნაიტი გაემგზავრა იაპონიაში და გააფორმა ხელშეკრულება იაპონურ ქარხანასთან, რომელიც შექმნიდა მაღალხარისხიან სპორტულ ფეხსაცმელს ამერიკაში გასაყიდად.
ამერიკაში დაბრუნების შემდეგ ნაიტმა სარბენ ბილიკთან ახლოს, პირდაპირ სატვირთო მანქანიდან დაიწყო ფეხსაცმლის გაყიდვა.
მან გამოიმუშავა 800 დოლარი, ხოლო რამდენიმე წყვილი გაუგზავნა თავის მწვრთნელს-ბილ ბაუერმანს, რომელიც მაშინვე დაინტერესდა ამ საქმით და თავისი სტუდენტის პარტნიორი გახდა.
მოკლე ხანში მათ აიყვანეს პირველი თანამშრომელი – ჯეკ ჯონსონი, რომელიც გაყიდვების მენეჯერი გახდა.
1966 წელს კალიფორნიის შტატის ქალაქ სანტა-მონიკაში გახსნეს Nike-ის პირველი მაღაზია.
მნიშვნელოვანი მოვლენა Nike-ის ისტორიაში მოხდა 1971 წელს, როდესაც სტუდენტმა -კაროლინ დევიდსონმა 30 დოლარად შექმნა კომპანიის ცნობილი ლოგო.
1984 წელს Nike დებს ხელშეკრულებას კალათბურთის ვარსკვლავთან მაიკლ ჯორდანთან.
კომპანია Nike ამით არ კმაყოფილდება და უშვებს ახალ რეკლამას, სადაც იგი წარმოდგენილია როგორც სპორტული ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, საათების და სხვა სპორტული აქსესუარების გლობალური სპორტული კორპორაცია.
კომპანიის ისტორიაში იყო ჩავარდნებიც, სკანდალებიც და აღმასვლებიც.
კომპანია აგრძელებს ცნობილი სპორტსმენების სპონსორობას, აწყობს საკუთარ სპორტულ შეჯიბრებებს და ქმნის ახალ–ახალ, რევოლუციურ სპორტულ ფეხსაცმელს.
დღესაც, მიუხედავად იმისა, რომ იგი არის ლიდერი სპორტულ ბრენდებს შორის, აწარმოებს აქტიურ, პროფესიონალურ, შთამბეჭდავ სარეკლამო კამპანიას.
1980-იანი წლების ბოლოს, მარკეტინგის დეპარტამენტმა იცოდა, რომ კონკურენცია მაღალი იყო ბაზარზე და გადაწყვიტა გაეკეთებინა კამპანია, რომელიც გაზრდიდა მათ გაყიდვებს.
Just Do It – ეს გახდა ჰიტი, 1988 წელს დაწყებული კამპანია ძალიან წარმატებული იყო კომპანიისთვის, მისი გაყიდვების რაოდენობა $ 800 მილიონამდე გაიზრდა, 1998 წლისათვის გაყიდვებმა 9,2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.
სწორედ ამ სლოგანის წყალობით გახდა Nike ბაზრის ლიდერი.
2018 წლის 5 სექტემბერს Nike-მა კომპანიის 30 წლის იუბილე აღნიშნა, სახელწოდებით “Dream Crazy”.
კომპანიამ შექნმა საიუბილეო ვიდეორგოლი, რომელიც Nike-ის ყველაზე შთამბეჭდავ კამპანიად არის მიჩნეული.
თუმცა, ვიდეორგოლმა დიდი სკანდალი გამოიწვია, რადგან მთავარი გმირი, ამერიკულ საფეხბურთო მოთამაშე კოლინ კაპერნიკია.
კოლინი სკანდალის მიზეზი ჯერ კიდევ 2016 წელს გახდა, როდესაც მან თამაშის წინ, სახლემწიფო ჰიმნი შესრულებისას ფეხზე წამოდგონის ნაცვლად დაიჩოქა.
პროტესტის მიზეზად მან რასობრივი უთანასწორობა დაასახელა. ეს კამპანია იყო ძალიან თამამი ნაბიჯი Nike-ისგან, რომელმაც ბევრის უკმაყოფილება გამოიწვია და ბევრის კეთილგანწყობა მოიპოვა.
Just Do It – Nike-ის ემოციური სლოგანი, რომელიც მომხმარებლებს პრობლემის გადაწყვეტაში ეხმარება, ეს არის მარკეტინგული კამპანიის წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი.
Tropicana, რომელიც მთელ მსოფლიოში ცნობილია როგორც წვენების მწარმოებელი კომპანია, განახორციელა სარეკლამო კამპანია ,,არქტიკული მზე’’ კანადაში, ქალაქ ინუვიკში.
სწორედ ამ კამპანიის გამო კომპანიამ მოიპოვა ოქრო ფესტივალზე FAB Awards, სადაც ხდება კვებისა და სასმელების მწარმოებლების სარეკლამო კამპანიების შეფასება.
Tropicana-მ, ქალაქ ინუვიკის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ტერიტორიებზე, სადაც ზამთრის ყველაზე ცივი და დაბნელებული დღეებია და მოსახლეობა ზამთარში მზის ჩასვლის გარეშე ცხოვრობს, გადაწყვიტა მათთვის ეჩუქებინა ,,არქტიკული მზე’’.
სარეკლამო რგოლი გადაღებულია 2010 წელს ,ინუვიკის ჯიმ კოკის ბაღში.
“არქტიკული მზე” კამპანია შემუშავდა BBDO Toronto- ს შემოქმედებითი რეჟისორის, Ian MacKellar-ის მიერ, შემქმნელი – ადამ ბეილი, სამხატვრო ხელმძღვანელი – ჯონ ტერი. სარეკლამო რგოლის მუსიკა ეკუთვნის – Patrick Watson.
მენეჯმენტის ფრანგული
მოდელის ფუძემდებლად გამოჩენილი მეცნიერი,
ბრწყინვალე ინჟინერი-პრაქტიკოსი და
წარმოების შესანიშნავი ორგანიზატორი ანრი
ფაიოლი ითვლება (1841-1925).
მან ყველაზე ჩამორჩენილი და გაკოტრების პირას მდგომი
საწარმო, საფრანგეთის ერთ-ერთ
უმდიდრეს დაწესებულებად აქცია. მისმა კვლევებმა
დიდი წვლილი
შეიტანეს კლასიკური
მენეჯმენტის თეორიაში.
1918 წლის შემდეგ ფაიოლი
გახდა საფრანგეთის მთავრობის მრჩეველი
მრეწველობის მართვის
საკითხებში.
ფაიოლი სწავლობდა
მენეჯმენტის პრინციპებს მთელი ორგანიზაციისთვის. მისი
„ადმინისტრაციული მენეჯმენტის“ არსი მდგომარეობს იმაში,
რომ მართვა ეყრდნობა, არა ინდივიდებს, არამედ
დადგენილ წესებსა
და ინსტიტუტებს.
ფაიოლის ძირითადი
იდეები 14 პრინციპს
მოიცავს:
1.შრომისდანაწილება – რაც მაღალია
მუშა-მოსამსახურეთა სპეციალიზაცია,
რაც მეტად
კონცენტრირდება მათი
შრომა ერთ
საქმეში, მით უფრო ზუსტად
ასრულებენ ისინი
ამ სამუშაოს.
2.უფლებებიდაპასუხისმგებლობა –
ბრძანებების გაცემის
უფლება და მენეჯერებზე დაკისრებული პასუხისმგებლობა არის მათი
ძალაუფლების, ან მათი ავტორიტეტის შედეგი.
3.დისციპლინა –
წარმატებული ბიზნესის
მნიშვნელოვანი პირობაა. დისციპლინის
გარეშე წარმატებას ვერცერთი კომპანია ვერ აღწევს.
4.ერთმმართველობა –
ბრძანებას დასაქმებული მხოლოდ ერთი,
თავისი უშუალო
ხელმძღვანელისგან უნდა
ღებულობდეს.
5.მიმართულებისერთიანობადასაერთოსამუშაოგეგმა – ეს პირობა უზრუნველყოფს ქმედებათა შეთანხმებულობას და ძალისხმევათა კონცენტრაციას.
6.პირადიინტერესისსაერთოსათვისდამორჩილება – ერთი ადამიანისა და ჯგუფის
ინტერესებიც კი
არ უნდა
იყოს მეტი, ვიდრე საერთო
ამოცანა.
7.ანაზღაურება –
უნდა იყოს
მაქსიმალურად სამართლიანი და აკმაყოფილებდეს როგორც პერსონალს, ისე კომპანიას.
8.ცენტრალიზაცია –
ცენტრალიზაციის ხარისხი
იცვლება კონკრეტული სიტუაციის შესაბამისად.
9.სკალარულიჯაჭვი – ძალაუფლების ნებისმიერ
დონეზე აუცილებელია ინიციატივა.
10.წესრიგი – მუშა მასალები საჭირო
ადგილას საჭირო
დროს უნდა
იყოს განთავსებულნი, ეს
ხელს შეუწყობს
დანაკარგების შემცირებას.
11.სამართლიანობა –
მენეჯერები უნდა
იყვნენ მეგობრულები და სამართლიანები.
12.პერსონალისთანამდებობაზეყოფნისხანგრძლივობა – თანამშრომლების ხშირი
ჩანაცვლება არაეფექტურია.
13.ინიციატივა –
მენეჯერი უნდა
აძლევდეს ხელქვეითს
ინიციატივის გამოვლენის უფლებას.
14.კორპორატიულისული – ჰარმონია,
პერსონალის თანხმობა
დიდი ძალაა. აქედან გამომდინარე მენეჯერი უნდა
გაურბოდეს თანამშრომელთა შორის უთანხმოების წარმოქმნას.
ფაიოლის პრინციპების უმრავლესობას დღესაც
იზიარებენ მრავალი
ქვეყნისა და
სკოლის წარმომადგენელი მენეჯერები. მის მიდგომებს დიდი წარმატებით იყენებენ საწარმოები და ქსელები, განსაკუთრებით ისინი,
რომელთა ბიზნესი
ითვალისწინებს გეოგრაფიულად დაშორებული მრავალი
სავაჭრო წერტილის
არსებობას.
ასეთი მიდგომის
წარმატების ტიპიურ
მაგალითს მაკდონალდსის რესტორნების ქსელი
წარმოადგენს, რომელსაც მაღალი რეპუტაცია
გააჩნია სწრაფი
კვების დარგში
მსოფლიო მასშტაბით. მაკდონალდსი წარმატებით უწევს კონკურენციას სხვა რესტორნებს.
მაკდონალდსი სწრაფი
კვების რესტორნების უმსხვილესი ქსელია მსოფლიოში, რომელიც ყოველდღიურად 68 მილიონ მომხმარებელს ემსახურება.
მისი ცენტრალური ოფისი მდებარეობს აშშ-ში,
ქალაქ ჩიკაგოში.
ყველაფერი დაიწყო
იმით, რომ
1940 წელს, კალიფორნიაში, ქალაქ სან–ბერნარდინოში, ამერიკელმა ძმებმა
– რიჩარდ და
მორის მაკდონალდებმა გახსნეს ტიპიური
ამერიკული ბარბექიუ
რესტორანი, რომელიც
მძღოლების მომსახურებაზე იყო გათვლილი.
იმ პერიოდში“მაკდონალდსი“ ჰამბურგერები მხოლოდ 15 ცენტი ღირდა.
გარდა ჰამბურგერისა, ასევე გამოუშვეს
8 სახეობის საკვები:
ჰამბურგერი, ჩიზბურგერი, უალკოჰოლო სასმელები,
რძე, ყავა,
კარტოფილის ჩიფსები
და ნამცხვარი.
ამ ყველაფერმა ამერიკის შეერთებულ
შტატებში დიდი მოწონება დაიმსახურა.
1954
წელს, რეი
კროკმა ძმები
მაკდონალდსებისაგან შეიძინა
ფრანჩაიზინგის ექსკლუზიური აგენტის უფლება.
1955 წელს კროკმა
გახსნა McDonald’s – ის
პირველი რესტორანი
ქალაქ დეს-პლეინზში, ილინოისის
შტატში. დღეს
ეს რესტორანი
კორპორაციის მუზეუმია.
1955 წელს კროკმა
დაარეგისტრირა კომპანია
McDonald’s System, Inc, ხოლო 1960 წელს მას ეწოდა
McDonald’s Corporation. 1958 წლისთვის მაკდონალდსმა 100 მილიონი ჰამბურგერი
გაყიდა.
შემდეგ წლებში გაიხსნა მისი ფილიალები ამერიკის შეერთებული
შტატების საზღვრებს გარეთ, რამაც დიდი წარმატება მოუტანა, 1983 წლის ბოლოს
უკვე 7778 „მაკდონალდსის“ რესტორანი ფუნქციონირებდა მსოფლიოს 32 ქვეყანაში.
2009
წელს კორპორაციის კაპიტალი შეადგენდა
64, 2 მილიარდ აშშ
დოლარს. 2015 წლიდან კორპორაციის პრეზიდენტი არის
სტივ ისტერბრუკი. 2009
წელს ივნისისათვის,“McDonald’s“ სავაჭრო ნიშნის
ქვეშ მსოფლიოს
118 ქვეყანაში ფუნქციონირებდა 32 060 რესტორანი, რომელთაგან 14 000 აშშ-ში მდებარეობს.
მაკდონალდსის
ასეთ წარმატებას განაპირობებს ის პრინციპები, რომლებსაც მართვაში იყენებენ. აქ დიდ
მნიშვნელობას ანიჭებენ დისციპლინას, რაც აუცილებელია ყველა კომპანიისათვის, წინააღმდეგ
შემთხვევაში ვერცერთი ორგანიზაცია ვერ იარსებებს მის გარეშე. მაკდონალდსი დიდ მნიშვნელობას
ანიჭებს თანამშრომელთა დამოკიდებულებას, ისინი სამართლიანად იღებენ ანაზღაურებას. მათ
შეუძლიათ ნებისმიერი აზრის გამოთქმა და ინიციატივის გამოჩენა, მათ მიეწოდებათ ყველა
საჭირო ინფორმაცია, რის შედეგადაც იმატებს მათი ინტერესი სამუშაოს მიმართ. მიუხედავად
იმისა, რომ ყველა თანამშრომელი განსხვავებულია, მათ აერთიანებთ საერთო ინტერესი – მაკდონალდსის
განვითარებისკენ სწრაფვა. თანამშრომლები არ გამოხატავენ დისკრიმინაციას არცერთი ადამიანის
მიმართ, რაც ხელს უწყობს ჰარმონიას მათ საქმიანობაში და ეხმარება უკეთესი შედეგების
მიღწევაში. მაკდონალდსი ყველაფერს აკეთებს გუნდის სულისკვეთებისთვის, ამ ყველაფერს
კი სასწაულების მოხდენა შეუძლია, ეს მიდგომები განაპირობებს მაკდონალდსის წარმატებას,
პროდუქტიულობას და ეფექტურ მუშაობას.
ქალთა საკუთრებაში არსებული ბიზნესი კვლავაც განაგრძობს წინსვლას მიმდინარე ბაზარზე. ქალთა ბიზნესის კვლევის ცენტრის ცნობით, ქალი მეწარმეები ამერიკულ ეკონომიკის $2.3 ტრილიონს გამოიმუშავებენ და 18 მილიონზე მეტი ადამიანის დასაქმებას უზრუნველყოფენ.
არსებობს უამრავი მაგალითი ქალთა ბიზნესის წარმატების ისტორიების შესახებ, მაგრამ ჩვენ არ გვჭირდება ისტორიაში ღრმად შეჭრა, რათა აღმოვაჩინოთ ნამდვილი ქალი ბიზნეს ლიდერები. ბიზნესში მომუშავე ქალებმა დიდი დაბრკოლებები გადალახეს და ამჟამად სხვებისთვის ნათელი წერტილები არიან.
თითოეული ეს მაგალითი გვაჩვენებს სხვადასხვა სახის სირთულეებსა და წარმატებას. ზოგიერთ მათგანს, როგორც ყოფილ ვაშინგტონ პოსტის აღმასრულებელ დირექტორს, კეტრინ გრეჰემს, წარმოდგენა არ ჰქონდა თავისი შესაძლებლობების შესახებ მანამ, სანამ ტრაგედია არ შეემთხვა. სხვებს, როგორიცაა ოპრა ვინფრი, აქვთ განსაკუთრებული შინაგანი სიდიადე. როგორც უილიამ შექსპირმა განაცხადა, “არ გვეშინოდეს სიდიადის, ზოგიერთი დაიბადა დიადი, ზოგიერთმა მიაღწია სიდიადეს და ზოგიერთს სიდიადე წინ აქვს.“
კეტრინ გრეჰემი, ვაშინგტონ პოსტის აღმასრულებელი დირექტორი გრეჰემის წინსვლა გამომცემლობით ლიდერობაში მისი რწმენის საფუძველზე შედგა. მისი ქმრის თვითმკვლელობის შემთხვევის შემდგომი დეპრესიის შედეგად კეტრინმა აირჩია ქმრის ადგილი პოსტის გამომცემლობით შეევსო. კეტრინს წარმოდგენა არ ჰქონდა იმ სიდიადის შესახებ, რაც წინ ელოდა, მაგრამ როგორც მის ავტობიოგრაფიაში “პერსონალური ისტორია” იყო ნათქვამი, “რაც მე ნამდვილად გავაკეთე ეს იყო ერთი ფეხის მეორეზე წინ გადადგმა, თვალების დახუჭვა და ზღვარს გადაბიჯება”. ამ სიმამაცემ იგი გახადა პირველი აღმასრულებელი დირექტორი ქალი Fortune 500-ის ერთ-ერთი კომპანიისა. კეტრინის წარმატება შეიძლება მისი სიტყვებით შეჯამდეს, “როცა გიყვარს ის რასაც აკეთებ და გრძნობ, რომ ეს რაღაც მნიშვნელოვანია _ რა შეიძლება იყოს ამაზე კარგი?“
რუთ ჰენდლერი, Mattel & Barbie-ს შემქმნელი კალიფორნიელი ქალი მეწარმე, რუთ ჰენდლერმა შეცვალა საკუთარი რწმენა გოგონების მიერ ქაღალდის თოჯინებით თამაშის შესახებ, მკერდიანი თოჯინები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბავშვის თვითშეფასებისათვის. ამ რწმენამ გამოიწვია ის, რომ ყველამ იცოდა ბარბის შესახებ. 1945 წელს ავტოფარეხიდან, Mattel გახდა Fortune 500-ის კომპანია. თვითგამოხატვის რუთისეული გაგება მოგვიანებით გაგრძელდა, როდესაც მან შეიმუშავა ძუძუს პროთეზი, რომელიც მასტოქტომიას მოჰყვა. ფემინისტების მიერ დაწუნებული, ჰენილერის უნარი მისი ხედვის გამყარებაში აჩვენებს ყველა მცირე ბიზნესის მფლობელებისთვის საჭირო თვისებას.
მერი ქეი, Mary Kay Cosmetics-ის დამფუძნებელი ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შთაბეჭდილება ქალთა შესაძლებლობებზე ბიზნესში წარმატებისთვის მერი ქეის პოზიტიური და ღია დამოკიდებულება იყო. მერი ქეი შევიდა გაყიდვების სამყაროში, როდესაც დაიწყო Stanley Home Products-ისთვის მუშაობა. მთელი თავისი კარიერის მანძილზე მან მრავალი ჯილდო მიიღო და საპენსიო პერიოდში გადაწყვიტა სამეწარმეო plunge-ის აღება და ააშენა მისი “ოცნების ბიზნესი”. და ამ ბიზნესმა, მერი ქეის კოსმეტიკამ მილიონობით ადამიანის ცხოვრება შეცვალა. მერი ქეის წარმატებისთვის ადვილად არ მიურწევია, კომპანიის ჩაშვებიდან 1 თვით ადრე მისი მეუღლე გარდაიცვალა, მაგრამ მან თავისი ფილოსოფია შეინარჩუნა: “თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია, ე.ი. შეგიძლია, და თუ ფიქრობ, რომ არ შეგიძლია, მაშინ მართალი ხარ”.
ეს ქალები წარმოადგენენ ბიზნესმენების გავლენის ქვეშ მყოფ ქალთა მცირე შერჩევას. მათ ისტორიებში, რაც მათ საერთო აქვთ, არის ის, რომ წარმატების მიღწევა მარტივი არ არის. წარმატება სიძნელეებს და შერკინებებს გადის. არასოდეს დაკარგოთ თქვენი ხედვა მცირე ბიზნესის სიძნელეებში, ისინი დიადი მოთხოვნილებების წინაპირობაა.