თებ 10, 2019 | სხვადასხვა
კომპანია MCI group მონაწილეობას იღებდა მსოფლიო ბიზნეს ფორუმზე- “კაცობრიობის ფსიქოლოგია ბიზნესში” , რომელიც ჩატარდა მილანში 7-8 ნოემბერს, 2017 წელს. ფორუმზე მონაწილეობას იღებდნენ მსოფლიოს მასშტაბით წარმატებული კომპანიების (გუგლი, ფეისბუქი, მაკენზი კონსალტინგი და აშ) აღმასრულებელი მენეჯერები, რომლებიც წარმოდგენილები იყვნენ სფიქერებად :ჯონი ბერგერი, კრის მაკენზი, აბიგაილ პოსნერ, ჯონ ივატა, რანდი ცუკერბერგი, რიჩელ ბოცმანი, მაიკლ პორტერი. მათ გააზიარეს თანამედროვე გამოცდილებები და გამოწვევები, რაც დღეს დგას ბიზნესში.





თებ 10, 2019 | სხვადასხვა
MCI Group (Management, Consulting, Investment) საკონსულტაციო და საინვესტიციო კომპანიაა, რომელიც მუდმივად ინოვაციურ განვითარებაზეა ორიენტირებული და მისი ეს სწრაფვა საერთაშორისო დონეზეც იქნა აღიარებული. კერძოდ, გასულ თვეს, კომპანიის მიერ განხორციელებულმა საკონსულტაციო პროექტმა, რომელიც კომპანიის მართვაში დროებით აღებას მოიცავდა, საერთაშორისო ჯილდო დაიმსახურა.
(more…)
თებ 10, 2019 | სხვადასხვა
MCI მართავს ” ნიუ ვიჟენ კოსმეტიკს” კოსმეტიკურ- ჰიგიენური ხაზის სადისტრიბუციო კომპანიას. იგი არის ექსკლუზიური წარმომადგენელი ბრენდებისა, რომელიც მოიცავს თმის მოვლისა და სახის, სხეულის მოვლას, საყოფაცხოვრებო ქიმიას : მარიონი, ექლეარი, დრამერსი
(more…)
თებ 10, 2019 | სხვადასხვა
როდესაც გაქვთ დასახული მიზანი, თქვენ ერთი ნაბიჯით წინ ხართ წარმატებისკენ, რადგან მკაფიოდ დასახული გადაწყვეტილებით ავტომატურად ფოკუსირდებით თქვენი შესაძლებლობების მიზანმიმართულად გამოყენებაზე, აიცილებთ ზედმეტ ფიქრსა და ვერსიების ჩამოყალიბებას და ამით მოიგებთ ძვირფას დროს.
მიზნის დასახვა და რეალიზება თქვენს ფანტაზიაზეა დამოკიდებული, ამიტომ არ უნდა დაკარგოთ თვითდაჯერებულობა და რაც არ უნდა შორეული მიზანი იყოს თქვენი შესაძლებლობებისთვის უნდა გამოიმუშავოთ ნებისყოფა იმისა, რომ იბრძოლოთ და კონცენტრირდეთ მის განხორციელებაზე. კარგად გაიაზრეთ ვინ ხართ, რა გსურთ და რა მიმართულებით გინდათ იაროთ. არსებობს ადამიანური სისუსტეები, რომლებიც გვაიძულებენ უკან დახევას და საკუთარ მიზნებზე უარის თქმას. მიმართეთ მთელი თქვენი ნებისყოფა ამ სისუსტეების აღმოფხვრისკენ და არ დაკარგოთ საკუთარი შესაძლებლობებში რწმენა, მიეცით მათ შანსი ,რადგან საწინააღმდეგო შემთხვევაში, გამოგეცლებათ საფუძველი და თქვენი მიზნები ოცნებებად დარჩება.არასოდეს შეწყვიტოთ სწავლა და პიროვნული განვითარება. თუ მიზნად მუდმივ სწავლასა და განვითარებას დაისახავთ, არასოდეს შეწყვეტთ პროგრესს.
ასევე არ დაგავიწყდეთ წარმატების ფორმულა, რომელიც წარმატებული ადამიანის „10 მცნებაა“:
1. ითანამშრომლე საერთო იდეოლოგიის და მიზნების მქონე ადამიანებთან, რაც დაგეხმარებათ იყოთ გულწრფელი, თავისუფალი – იყოთ ის ვინც ხართ.
2. იყავი დამთმობი და გამოიჩინე ნებისყოფა, იცოდეთ ვის ეკამათოთ.
3. იკონტაქტე მათთან ვინც გაიმედებს და სტიმულს გაძლევს, რადგან ცხოვრება ისედაც სავსეა ადამიანებით, რომლებიც ქვემოთ გქაჩავენ
4. არ გახდეთ დამოკიდებული, რადგან საკუთარი ჩრდილიც გტოვებთ სიბნელეში
5. დააფასე სხვისი შრომა გაუფრთხილდი და იზრუნე მათ კეთილდღეობაზე,ვინც საპასუხოდ ზრუნავს თქვენს წარმატებაზე
6. არ დანებდეთ ბოროტ ხმებს, უბრალოდ დაუმტკიცეთ მათ,რომ ისინი ცდებიან
7. ბევრი იოცნებეთ-დიადი მიზნები სწორედ ოცნებებიდან მოდიან
8. ისწავლეთ შეცდომებიდან, სწორედ დაშვებული შეცდომები გაგიკვალავენ გზას წარმატებისკენ
9. მზად იყავით იმედგაცრუებები ყველა წარმატებას ახლავს, მთვარია მოტივაცია არ დაკარგოთ
10. და ბოლოს, ემეგობრეთ ყველას ვინც ამ წესებს იცავს
თებ 10, 2019 | სხვადასხვა
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომპანიის ისტორია დაიწყო ამერიკაში, ჯორჯიის შტატის ქალაქ ატლანტაში ქიმიკოსი ჯონ პემბერტონის საცხოვრებელი სახლის უკანა ეზოში ,სადაც უმუშევრად დარჩენილმა ყოფილმა კაპიტანმა, კავალერისტმა 1886 წლის 8 მაისს, საკუთარი რეცეპტით სასმელი დაამზადა, თავი რომ ერჩინა, ამავდროულად მას შაკიკი აწუხებდა და სითხე განსაკურნად შექმნა. თავისი აღმოჩენის გასაცნობად დაუძახა მეგობარს და კომპანიის ბუღალტერს ფრენკ რობინსონს (Frank M. Robinson). ფრენკს სიროფი ძალიან მოეწონა და ურჩია მას აუცილებლად ჩაეწერა ამ არაჩვეულებრივი სასმელის რეცეპტი.
მან ერთმანეთში აურია წითელი ღვინო და ტროპიკულ მცენარე კოლას თესლისგან გამოწურული ზეთი (რომელიც შეიცავდა კოფეინს და თეობრომიდს), სიროფი საკმაოდ გემრიელი გამოვიდა. ჯონმა მას წყალიც დაამატა და საღამოს სარეკლამო ლოზუნგის ფონზე: „არაჩვეულებრივი, მატრონიზირებული, გამაჯანსაღებელი სასმელი, რომელსაც შეუძლია ნერვული გაღიზიანების, თავის ტკივილის, ნევრალგიის, ისტერიის, მელანქოლიის განკურნება“ 5ცენტად გაყიდა.
მან ერთმანეთში აურია წითელი ღვინო და ტროპიკულ მცენარე კოლას თესლისგან გამოწურული ზეთი (რომელიც შეიცავდა კოფეინს და თეობრომიდს), სიროფი საკმაოდ გემრიელი გამოვიდა. ჯონმა მას წყალიც დაამატა და საღამოს სარეკლამო ლოზუნგის ფონზე: „არაჩვეულებრივი, მატრონიზირებული, გამაჯანსაღებელი სასმელი, რომელსაც შეუძლია ნერვული გაღიზიანების, თავის ტკივილის, ნევრალგიის, ისტერიის, მელანქოლიის განკურნება“ 5ცენტად გაყიდა.
სიროფი იყო ტკბილი და ბლანტე. ჯონმა თავისი გამოგონება გასაყიდად შესთავაზა ქალაქში ყველაზე დიდ აფთიაქს – Jacobs’ Pharmacy. იმავე დღეს სიროფის პირველი პორცია გაყიდული იქნა აფთიაქიდან (ერთი ჭიქა 5 ცენტად).
დასახელება “კოკა–კოლა”, ისევე როგორც წარწერის შრიფტი შექმნა ფრენკ რობინსონმა. გამომგონებელმა ჯონ პემბერტონმა, რომელმაც ვერ განსაზღვრაკოკა კოლის სასმელის მომავალი წარმატება, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე 1888 წელს მიჰყიდა თავისი საქმე სხვადასხვა პარტნიორებს.
ატლანტაში ჩამოსულმა ღარიბმა ემიგრანტმა – აზა კენდლერმა, რომელსაც ჯიბეში მხოლოდ დოლარი და 75 ცენტი გააჩნდა, თავისი რწმენით, ამბიციით და საკმაოდ კარგი კომერციული ნიჭით მოახერხა გარკვეული კაპიტალის დაგროვება და კოკა კოლის რეცეპტის შესყიდვა პემბერტონის ქვრივისგან 2300 ამერიკულ დოლარად.1931 წელს კომპანიამ ამერიკელ მხატვარს ჰადონ სუნდბლომს შეუკვეთა თეთრ–წითელი ფერის სანტა კლაუსის კოსტუმის დიზაინი(მანამდე სანტა კლაუსი იცვამდა სხვადასხვა ფერის და ფორმის ტანისამოსს). მხატვარმა სანტას სახედ საკუთარი ავტოპორტრეტი გამოიყენა.
მსოფლიო ომის პერიოდში 5 მილიონი ბოთლი კოკა კოლა გაიგზავნა სამხედროებისთვის.
აზა კენდლერმა ძმასთან და ორ კომპანიონთან ერთად 1893 წლის 31 იანვარს ჯორჯიას შტატში დააფუძვნა კომპანია სახელწოდებით – “The Coca-Cola Company”საწყისი კაპიტალით 100 ათასი დოლარი და ოფიციალურად დაარეგისტრირა სავაჭრო ნიშნად, რომელიც გამოიყებებოდა 1886 წლიდან. შეიძლება თავისუფლად ითქვას, რომ თუ პემბერტონი არის კოკა კოლის სასმელის შემქმნელი, აზა კენდლერი არის კომპანია კოკა კოლის შემქმნელი. იმავე წელს გადახდილი იქნა კომპანიის აქციების პირველი დივიდენდები (20 დოლარი აქციაში). იქიდან მოყოლებული კომპანია ყოველ წელს თავის აქციონერებს უხდიდა დივიდენდებს.
აზა კენდლერმა საკმაოდ წარმატებული სარეკლამო და მარკეტინგული სვლები გააკეთა. შექმნა პროდუქტის რეალიზაციის განყოფილება, რომელშიც მოიწვია ენერგიული თანამშრომლები .გამომდინარე იქიდან, რომ კარგი რეკლამისათვის ეს ყველაფერი საკმარისი არ იყო, მან გამოიყენა მაშინდელი დროისათვის ახალ სარეკლამო ფორმები. დაიწყო ფოსტის საშუალებით კოკა კოლის უფასო პორციების მიღებაზე კუპონების და კომპანიის სავაჭრო ნიშნის გამოსახულებიანი სუვენირების დაგზავნა.
1960 წელს დაიწყო სასმელის ქილებში ჩამოსხმა, რომელიც მანამდე გამოიყენებოდა მხოლოდ არმიისათვის. 1977 წლიდან კი იწყება კოკა კოლის 2 ლიტრიანი პლასტიკური ბოთლებით გამოშვება.
1982 წელსგამოიგონეს კოკა კოლის ახალი სასმელი Diet Coke, რომელიც შაქრის მაგივრად შეიცავს შემცვლელს და არის ნაკლებად კალორიული.
დღევანდელ დღეს კოკა კოლა არის მთელს მსოფლიოში ცნობადი მარკა. იგი იყიდება თითქმის 200 ქვეყანაში. ერთი დღის განმავლობაში მთელს მსოფლიოში იყიდება საშუალოდ 1 მილიარდი ბოთლი კოკა კოლა.
თებ 10, 2019 | სხვადასხვა
გაცნობებთ, რომ 2017 წლის 26-30 აპრილს, საქართველოს ეწვევა რუსეთის ფედერაციის როსტოვის ოლქის ბიზნეს დელეგაცია . დელეგაციის შემადგენლობაშია 7 კომპანიის წარმომადგენელი, რომელთა მიზანია პარტნიორული ურთიერთობების დამყარება შესაბამის ქართულ კომპანიებთან.
27 აპრილს სასტუმრო „Holiday Inn”-ში, 11:00 საათზე, გაიმართება ქართული და როსტოვის ოლქის საქმიანი წრეების წარმომადგენელთა შეხვედრა, სადაც რუსული და ქართული კომპანიების წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ პირისპირ გამართონ მოლაპარაკებები სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით. ფორუმის მხარდამჭერია ბიზნეს საკონსულტაციო- საინვესტიციო კომპანია MCI group.
როსტოვის ოლქის ბიზნეს დელეგაციის წევრი კომპანიები წარმოადგენენ შემდეგ სფეროებს: მარცვლეული და შაქარი, ხორცპროდუქტები, მათ შორის ნახევარფაბრიკატები, რძის პროდუქტების გადამუშავება, საკონდიტრო ნაწარმი, ფქვილი, ლოგისტიკა, სატრანსპორტო კომპანიები, სოფლის მეურნეობის მცირე ტექნიკა და სხვა.
გთხოვთ , მიბმულ ფაილში იხილოთ პროგრამა, რუსული კომპანიების სია და დაინტერესების შემთხვევაში , არაუგვიანეს 22.04.2017 შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა და გამოაგზვანოთ მეილზე: n.chantadze@www.mci.ge
პროგრამა (Business-forum)
სარეგისტრაციო ფორმა