ნებისმიერი კომპანიის წარმატებისათვის აუცილებელია მოერგოს კონკურენტულ გარემოს, ჰქონდეს სწრაფვა ინოვაციებისკენ, შეინარჩუნოს სიცოცხლისუნარიანობა და უზრუნველყოს მომავალი ზრდა. შესაბამისად, კომპანიას ესაჭიროება მუდმივი ფოკუსირება როგორც მოკლევადიან პერიოდში მისაღებ გადაწყვეტილებებზე, ასევე გრძელვადიან სტრატეგიაზე.
ამიტომ მეწარმეები საკუთარი ბიზნესის წარმატებას და პროგრესს ხშირად ანდობენ კვალიფიცირებულ კომპანიებს, რომელთა მისიაა დაეხმაროს მოქმედ ბიზნესს თვითრეალიზაციაში, შეიქმნას გრძელვადიანი ღირებულება და ჩამოყალიბდეს მოქნილ, ინოვაციებზე ორიენტირებულ , პოზიტიური პერსპექტივის მქონე ბიზნეს სტრუქტურად.
კომპანია mci 2012 წლიდან დაარსდა, როგორც ბიზნეს საკონსულტაციო საინვესტიციო კომპანია და დღემდე მსოფლიო სტანდარტებზე დაფუძვნებულ ბიზნეს მომსახურებას უწევს სხვადასხვა ორგანიზაციებს ქართულ ბაზარზე.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩვენი გუნდის წევრებს უნდა გააჩნდეთ მაღალი თვითშეფასების განცდა, მათ ირგვლივ უნდა იყოს კარგი გარემო, ასევე იდეები, რომლებიც განსაკუთრებით საჭიროა გაყიდვების სტიმულირების, პროდუქტებისა და მომსახურების განვითარებისა და სხვა მნიშვნელოვანი ამოცანების მიმართულებით. ერთი ადამიანის იდეები ხშირ შემთხვევებში ამოწურვადია ან გარკვეული ხნის შემდეგ მრავალფეროვნებას კარგავს, ამიტომ გუნდის საკითხი წინ გადმოდის.კრეატიული გუნდის შექმნა კრეატიული იდეების მოფიქრების წინაპირობაა, თანამედროვე ბიზნესში ღირებული იდეების არსებობა სასიცოცხლოა ორგანიზაციებისთვის.
კომპანიები და ორგანიზაციები, რომლებიც საჭიროებენ ჩვენს მომსახურებას დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის შემდეგაც აგრძელებენ ჩვენთან თანამშრომლობას, ეს კი რათქმაუნდა ჩვენი მაღალკვალიფიციური, გამოცდილი პერსონალის ,მათი ერთობლივი მუშაობის და მცირე დროში მიღწეული შედეგის დადების დამსახურებაა . ამით ჩვენი კომპანია ძალიან ამაყობს . მიუხედავად ამისა პროფესიულ ზრდასა და განვითარებაზე მუდმივად ზრუნავს ჩვენი მენეჯმენტი, პარალელურად ხდება ძლიერი კადრების მოზიდვა, სწორედ ეს ყველაფერი განაპირობებს პარტნიორ კომპანიებთნ სანდო და მარავალწლიანი ორმხრივი ურთიერთობის ჩამოყალიბებას.