MCI Group-მა გაიმარჯვა 2019 წლის საკონსულტაციო პროექტების საერთაშორისო კონკურსში “კონსულტაცია საზღვრების გარეშე: მდგრადი განვითარება” (Consulting without Borders: Sustainable Development), რომელსაც ატარებს ფონდი Gabriel Al-Salem Foundation, BEDO-Bali-ისთან თანაპარტნიორობით.
MCI Group საკონსულტაციო კომპანიაა და ახდენს ინვესტირებას სხვადასხვა ტიპის კომპანიებში. გამოირჩევა ინოვაციური მიდგომებითა და ღიაა საერთაშორისო ბაზრებისთვის.
MCI Group-ის წარმომადგენელი 2020 წლის იანვარში გაემგზავრება ჯილდოს მისაღებად, საერთაშორისო კონფერენცია “კონსულტაცია საზღვრების გარეშე: მდგრადი განვითარება” ინდონეზიაში კუნძულ ბალზე ტარდება. MCI მის პარტნიორ კომპანიასთან ერთად წაიკითხავს მასტერკლასს განხორციელებულ საკონსულტაციო პროექტსა და მის ინოვაციურ შედეგებზე. კონფერენციას ესწრებიან როგორც ექსპერტი კონსულტანტები სხვადასხვა ქვეყნიდან, ასევე სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლები.
MCI Group-ის დირექტორი ქეთევან ასანიძე ამბობს, რომ ამ შედეგს მუდმივად პროგრესული ცვლილებებითა და სწორად შერჩეულ, ძლიერ პარტნიორებთან ერთად მიაღწია. მისთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა, წარადგინოს საქართველო გიგანტ ქვეყნებს შორის უკვე მეორედ მსოფლიო ასპარეზზემით უმეტეს განვითარებადი ქვეყნის ისტორიაში ეს შედეგი მოსახლეობის ეკონომიკური წინსვლა და დოვლათის შექმნაა, რაც თავისთავად პასუხობს MCI ს მისიას საქართველოს ბაზარზე.
შეგახსენებთ, რომ 2015 წელს კომპანია MCI Group-მა მიიღო საკონსულტაციო პროექტის შესრულებისთვის გაბრიელ ალ-სალემის ფონდისა და EBRD-ის ჯილდო სტამბულში, თურქეთში, კერძოდ კი საქართველოში პირველად განახორციელა მართვაში შესვლის პროექტი. ეს იყო მენეჯმენტი კომპანიის ინოვაციური გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც იმ დროისთვის წერდა როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მედია. 2019 წელს პროექტის გადაწყვეტა უკავშირდება ინოვაციურ პარტნიორობებსა და მართვის მეთოდების სინქრონულ ჯაჭვს, რამაც ქვეყნის მასშტაბით სექტორის სტრატეგიული დაგეგმვის და აღსრულების დონეზე მოახდინა გავლენა.
გაბრიელ ალ-სალემ ფონდის ყოველწლიური კონკურსი “კონსულტაცია საზღვრების გარეშე” ახორცელიელებს ინოვაციების და საუკეთესო მსოფლიო პრაქტიკების ინტეგრირებას საკონსულტაციო და ბიზნეს მომსახურებებში, აგრეთვე, ამყარებს ღია პროფესიულ და კულტურულ ურთიერთობებს ბიზნესსა და ბიზნესთან დაკავშირებულ მონაწილეებს შორის. ღონისძიების თანა-მასპინძელი BEDO- Bali წარმოადგენს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერ ორგანიზაციას, რომელიც იზიარებს სოციალურ და გარემოსდაცვით პასუხისმგებლობას ინდონეზიაში.
ეს კონკურსი უკვე მრავალი წელია Gabriel Al-Salem ფონდის მიერ ტარდება. გამარჯვებულის გამოსავლენად მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან წამყვანი კონსალტინგური კომპანიები წლის მანძილზე განხორციელებულ ყველაზე შთამბეჭდავ პროექტებს აგზავნიან. საბოლოოდ კი სხვადასხვა შეფასების კრიტერიუმით ხდება ყველაზე ინოვაციური და წარმატებული პროექტების დაჯილდოება. Gabriel Al-Salem არის ერთ -ერთიუმნიშვნელოვანესი ჯილდო კონსალტინგის სფეროში და ხარისხის საზომი საერთაშორი კომპანიებისთვის კონსალტინგური კომპანიის სერვისებით სარგებლობის გადაწყვეტილების მიღებაში.