TOYOTA-ს წარმატების ისტორია და “5 რატომ” წესი

იაპონიის თანამედროვე მენეჯმენტის მკვლევარი, გურუს კავადა წერდა: ტოიოტას საწარმოო სისტემა არის ყველაზე ნაყოფიერი და ეფექტური მეთოდი. ის არის გული ანუ ღერძი ჯასთ- ინ-თაიმ (Just In Time) მეთოდიკისა. ტოიოტას ყველაზე ნაკლები დრო სჭირდება მზა ავტომანქანის შეკვეთიდან მომხმარებლამდე მისატანად. ეს დრო უფრო ნაკლებია, ვიდრე თვით ჰონდასა და ნისანს შეუძლია ჰქონდეს. ამიტომ ტოიოტა უნდა იყოს მიზანი. როგორ უნდა […]
toyota image

იაპონიის თანამედროვე მენეჯმენტის მკვლევარი, გურუს კავადა წერდა: ტოიოტას საწარმოო სისტემა არის ყველაზე ნაყოფიერი და ეფექტური მეთოდი. ის არის გული ანუ ღერძი ჯასთ- ინ-თაიმ (Just In Time) მეთოდიკისა. ტოიოტას ყველაზე ნაკლები დრო სჭირდება მზა ავტომანქანის შეკვეთიდან მომხმარებლამდე მისატანად. ეს დრო უფრო ნაკლებია, ვიდრე თვით ჰონდასა და ნისანს შეუძლია ჰქონდეს. ამიტომ ტოიოტა უნდა იყოს მიზანი. როგორ უნდა მივაღწიოთ მას? კავადას ეს მრავალმნიშვნელოვანი კითხვა, დღევანდელ ბიზნეს-ლიდერებს და მენეჯერებს მოუწოდებს ტოიოტას ინოვაციური გამოცდილების უფრო დეტალური შესწავლისაკენ.

ტოიოტას კორპორაცია აღიარებულია მსოფლიოში როგორც წარმოების ყველაზე ინოვაციური და ეფექტური მართვის სისტემის შემქმნელი, რომელსაც დღეს უმაღლესი ეშელონების ტოპ- მენეჯერები ცდილობენ გამოიყენონ. ტოიოტაში შემუშავებული მართვის ეს სისტემა შეიძლება გამოვიყენოთ ნებისმიერი ორგანიზაციისთვის, ამიტომ მას უფრო ფართო მნიშვნელობა მიენიჭა და ეწოდა „ლინ მენეჯმენტი“.

მთელს მსოფლიოში ტოიოტა პირველ ადგილზე დგას ავტომობილების წარმოების რაოდენობით და გაყიდვების მოცულობით. ტოიოტას წარმატების ისტორიის საწყისები მე-19 საუკუნის ბოლოდან იღებს სათავეს და დაკავშირებულია საკიჩი ტოიოდას სახელთან. მას უწოდებენ „იაპონელ გამომგონებელთა მეფეს“ და „იაპონიის ინდუსტრიული რევოლუციის მამას“. 1985 წელს იაპონიის საპატენტო ბიურომ იგი შეიყვანა იაპონიის ისტორიაში 10 ყველაზე მნიშვნელოვანი და ცნობილი გამომგონებელის სიაში. მან გამოიგონა სხვადასხვა სახის ძაფის სართავი მოწყობილობები. ყველაზე ცნობილი იყო მისი ე.წ. ჯიდოკა (Jidoka) პრინციპის განმახორციელებელი სისტემა, რომლის აზრი იმაშია, რომ როდესაც პრობლემა წარმოიქმნებოდა (როცა ძაფი წყდებოდა), მანქანა თავადვე ჩერდებოდა. ჯიდოკას ეს (ავტონომიური ავტომაციის) პრინციპი, ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია იმ მეთოდისა, რომელიც საფუძვლად დაედო 1930-იან წლებიდან ცნობილი ტოიოტას წარმოების სისტემას.

საკიჩი ტოიოდას ეკუთვნის „5 რატომ“ წესი, რომლის აზრი მდგომარეობს შემდეგში: როცა პრობლემა წარმოიქმნება მის გადასაჭრელად ხუთჯერ მიყოლებით დასვი კითხვა ,,რატომ?’’ და პასუხის კვალობაზე მოიძიე წყარო, ანუ სათავე პრობლემისა, თუ რა იყო ძირი მიზეზისა, რამაც საბოლოოდ წარმოქმნა ეს პრობლემა.

მაგალითი: ჩემი მანქანა არ იქოქება. გვაქვს პრობლემა. დავსვათ კითხვა: 1) რატომ? – აკუმულიატორი დაჯდა; 2)  რატომ?  – მექანიზმი არ მუშაობს; 3) რატომ? – მექანიზმს ქამარი გაუწყდა; 4) რატომ? – მექანიზმი არასდროს გამოცვლილა; 5) რატომ? – არ ვარემონტებდით დროულად მანქანას სქემის მიხედვით.

ეს არის პრობლემის ძირის, მისი გამომწვევი მიზეზის ძიების პროცესი. საზოგადოდ შეკითხვები „რატომ“ შეიძლება გაგრძელდეს, მაგრამ როგორც წესი, პრობლემის მოსაძებნად უმეტეს შემთხვევაში 5 რატომ საკმარისია.

,,5 რატომ’’-ის მეთოდიკა არის საბაზისო ტიოტას მენეჯმენტში; რატომ? კითხვის ხუთჯერ გამეორებით პრობლემის არსი ცხადი ხდება, რაც აადვილებს მისი გადაჭრის გზებს.

ტოიოტას ავტოწარმოება ოფიციალურად 1937 წლიდან დაიწყო როდესაც კიიჩირო ტოიოდას ვაჟმა დააფუძნა კომპანია „ტოიოტა მოტორ კომპანი“. მას წინ უძღოდა ავტომობილის ძრავის შექმნა 1934 წელს და პირველი სამგზავრო ავტომობილის დამზადება სახელწოდებით „ტოიოდა“, 1936 წელს.

სიტყვა „ტოიოდა“ სიტყვა-სიტყვით ნიშნავს „ნაყოფიერ ბრინჯის ყანას“, რაც ძველი სტილის ფერმერულ მეურნეობას გულისხმობდა, ამის გამო კომპანიას მალევე შეეცვალა დასახელება. 1937 წლიდან განხორციელდა მისი რებრენდინგი და კომპანია დარეგისტრირდა როგორც „ტოიოტა მოტორ კომპანი“.

1950 წელს, მას შემდეგ, რაც ტოიოტას ხელმძღვანელი, ეიჯი ტოიოდა ესტუმრა ფორდის ქარხანას მიჩიგანის შტატში, ტოიოტამ გადმოიღო ფორდის მასიური წარმოების მეთოდოლოგია და განავითარა იგი ხარისხობრივი თვალსაზრისით. ეიჯი ტოიოდა ურთიერთობდა ტაიჩი ონოსთან, ვეტერან მემანქანე-პრაქტიკოსთან, რომელთან თანამშრომლობით განავითარა კონცეფცია – ტოტალური ხარისხის მენეჯმენტი. მათ შექმნეს ე.წ. ,,კანბან სისტემა’’, საწარმოო უბანზე ასაწყობი ნაწილების დანომრვა-ეტიკეტირების სისტემა. ეს სისტემა შემდგომში იქცა შტრიხკოდების წინამორბედი. მათ გამოიგონეს კაიზენის მეთოდი, ანუ საწარმოს მუდმივი განვითარების ტოტალური პროცესი, რომელიც განაპირობებს საბოლოო მიზნის – წარმოების ხარჯების მაქსიმალური შემცირება პროდუქციის ხარისხის მაქსიმალურ გაუმჯობესებასთან ერთად – მიღწევას.

1950 წლებში ეიჯი ტოიოტამ, მართალია ვერ შეძლო წარმატება მოეპოვებინა ამერიკის ბაზარზე სედანის ტიპის ტოიოტა ,,კროუნით”, მაგრამ 60-იან წლებში მან უკვე შეძლო გაეტარებინა კომპანიაში ეფექტიანი პოლიტიკა და რეფორმები; დაძლია წინა პრეზიდენტის ფუკიო ნაკაგავას შეცდომები და ტოიოტა კოროლათი (რომელიც აღჭურვილი იყო ეკონომიური ინოვაციური 1,0 ძრავით, მსოფლიოში პირველი ინოვაციური ავტომობილის კონდიციონერითა და იმ დროისთვის ასევე ინოვაციური სიჩქარის ავტომატური გადამრთველი კოლოფით) შეძლო და დაიპყრო ამერიკული ბაზარი.

80-იან წლებში ტოიოტამ ამერიკული ბაზარი მეორეჯერ დაიპყრო ტოიოტა ლექსუსის ბრენდით ამჯერად უკვე ძვირადღირებული მანქანების სეგმენტში.

ტაიჩი ონო იაპონიაში აღიარებულია როგორც ტოიოტას საწარმოო მეთოდოლოგიის ავტორი. მან დაწერა რამდენიმე წიგნი, მათ შორის, ცნობილი: „ტოიოტას წარმოების სისტემა, ანუ რა ხდება დიდი მაშტაბის წარმოებაში“. ონოს ეგიდით ტოიოტას საწარმოში შემუშავებული უმნიშვნელოვანესი მეთოდოლოგია – ჯასთ-ინ-თაიმი (Just In Time) – გავრცელდა არა მარტო საწარმოებში, არამედ სერვისის სფეროზეც, რამაც კომპანიებში გააუმჯობესა გაყიდვები და კლიენტებთან ურთიერთობის პერსპექტივები.

მსგავსი სიახლეები

Archived

fusaichi pegasus for sale, can cps remove a child because of bed bugs, discontinued lance crackers, metaphors to describe a bedroom, messina port to the holy land, ano ang rehiyon ng banaue rice terraces, psilocybe ovoideocystidiata potency, hell house llc what...

Genova Diagnostics მსოფლიოში ცნობილია, როგორც ,,მომავლის ლაბორატორია". ის წამყვან პოზიციაზეა სისტემაზე დაფუძნებული მიდგომის მიმართულებით, რომელიც ეხმარება ექიმებს პაციენტების პერსონალიზებულ მკურნალობაში და რაც მთავარია, ქრონიკული დაავადების ჩამოყალიბების პრევენციაში....

ონლაინ კონფერენცია: ხარისხის მართვა ჯანდაცვის სექტორში

MCI Group და IMS ბრიტანელ და ფრანგ პარტნიორ კომპანიებთან ერთად წარმოგიდგენთ პირველ ონლაინ კონფერენციას კლინიკებში ხარისხის დანერგვისა და სერტიფიცირების პროცესის შესახებ. შეხვედრის განმავლობაში ბრიტანული კომპანიების, BSI-ისა და Intertek-ის წარმომადგენელი, ასევე...