ივნ 26, 2019 | სხვადასხვა
სამი ათწლეულის განმავლობაში მაიკლ ბენგი ცნობილია იმით, რომ მსოფლიოს გარშემო „დიდი აფეთქება“ გამოიწვია იმ კომპანიებსა და ბიზნესებში, სადაც ის ლექციებს ატარებდა. მან შეასწავლა და შთააგონა 70,000-ზე მეტ ბიზნეს მფლობელსა და მათ თანამშრომლებს, როგორ გაეუმჯობესებინათ გაყიდვები და მიეღწიათ წარმატებისათვის ბიზნესში, „დაბალი ეკონომიკის“ პირობებშიც.
19 აპრილს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” ორგანიზებით MCI Group – Management Consulting Investment-თან პარტნიორობით, გაიმართა მასტერკლასი თემაზე: “როგორ შევქმნათ 5 ვარსკვლავიანი ბიზნეს სისტემა”.
მასტერკლასს გაუძღვა საერთაშორისო სპიკერი მაიკლ ბენგი, რომელსაც აქვს მრავალწლიანი გამოცდილება გაყიდვების, მოლაპარაკებების, ზოგადად მომსახურების და ინვესტიციების მოზიდვის სფეროში.
იმედის დილა _ სიუჟეტი მაიკლ ბენგის მასტერკლასზე
📊 19 აპრილს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ორგანიზებით MCI Group – Management Consulting Investment-თან პარტნიორობით, გაიმართა მასტერკლასი თემაზე: "როგორ შევქმნათ 5 ვარსკვლავიანი ბიზნეს სისტემა"📌 მასტერკლასს გაუძღვა საერთაშორისო სპიკერი მაიკლ ბენგი, რომელსაც აქვს მრავალწლიანი გამოცდილება გაყიდვების, მოლაპარაკებების, ზოგადად მომსახურების და ინვესტიციების მოზიდვის სფეროში.#MichaelBang #MCI #MCIGroup #MCIMasterclass #EnterpriseGeorgia #აწარმოესაქართველოში
Gepostet von MCI Group – Management Consulting Investment am Mittwoch, 24. April 2019
ივნ 4, 2019 | სხვადასხვა
MCI დაინტერესებულია განახორციელოს 5-6 მილიონი ევროს ინვესტიცია მზარდ კომპანიებში, რომელსაც აქვს 2-5 წლის ისტორია. შემდეგი მახასიათებლების მიხედვით:
1. ინდუსტრია სამედიცინო ტექნოლოგიები (ქრონიკული დაავადებების, ნაკლებად ინექციური ტიპის მკურნალობა), სამედიცინო კონსულტაციისა და სამედიცინო მენეჯმენტის ტექნოლოგიები.
2. ბიზნესის ტექნიკური ეტაპი/განვითარების ადრეული ეტაპი. ტექნოლოგია იყოს უნიკალური, ფართო გამოყენების. პროდუქტი უკვე იყოს ჩაშვებული ბაზარზე, დატესტილი. უსაფრთხოების ნორმები და და კომერციული ინფორმაცია იყოს დაცული.
3. გეორგაფიული მდებარეობა: ფოკუსი ევროპა, თუმცა განიხილება სხვა ტერიტორიებიც.
მაი 16, 2019 | სხვადასხვა
სამი ათწლეულის განმავლობაში მაიკლ ბენგი ცნობილია იმით, რომ მსოფლიოს გარშემო „დიდი აფეთქება“ გამოიწვია იმ კომპანიებსა და ბიზნესებში, სადაც ის ლექციებს ატარებდა. მან შეასწავლა და შთააგონა 70,000-ზე მეტ ბიზნეს მფლობელსა და მათ თანამშრომლებს, როგორ გაეუმჯობესებინათ გაყიდვები და მიეღწიათ წარმატებისათვის ბიზნესში, „დაბალი ეკონომიკის“ პირობებშიც.
MCI Group-ის ორგანიზებით, თბილისს მსოფლიო გაყიდვების ექსპერტი მაიკლ ბენგი სტუმრობდა. წარმოშობით დანიელი ტრენერი, ვიზიტის ფარგლებში შეხვდა ქართული კომპანიების წარმომადგენლებს, მიზანდასახულ ახალგაზრდებს და ჩაატარა მათთვის მასტერკლასები. გთავაზობთ ინტერვიუს საქართველოში მაიკლ ბენგის ვიზიტის და მის სამომავლო გეგმების შესახებ.
რა იყო თქვენი საქართველოში ჩამოსვლის მიზანი?
საქართველოში ჩამოვედი იმისთვის, რომ მემუშავა კომპანიებთან და გარკვეული წვლილი შემეტანა მათ წარმატებაში. დავიბადე კოპენჰაგენში, ვმოგზურობ ძალიან ბევრს, დიდი ხნის გამმავლობაში ვცხოვრობდი ამერიკაში და რასაც მოგზაურობისას ვაწყდები, ეს არის, რომ ადამიანები იყენებენ ძალიან მცირედს თავის პოტნციალისას, ადამიანებს ბევრად მეტის გაკეთება შეუძლიათ ვიდრე აკეთებენ.
სამი ძირითადი ფაქტორია, რაც განაპირობებს ადამიანის წარმატებას, როგორც ბიზნესში, ასევე პირად ცხოვრებაში. ყველაზე მნივნელოვანია, რომ ყველაფერი იწყება აზროვნებით, რა არის ადამიანის აზრი, როგორ მართავს გონებას, როგორი პიროვნებაა ოპტიმისტი, პესიმისტი,ზარმაცი. როგორი დამოკიდებულება აქვს საგნების მიმართ. მეორე ფაქტორია ტექნიკური უნარები, შენ შეგიძლია ატარო მანქანა, იმუშავო კომპიუტერთან. მესამე არის რბილი უნარები, როგორ ესაუბრო ადამიანებს, როგორ გქონდეთ მათთან კომუნიკაცია. რასაც მე ვხედავ, სხვადასხვა ქვეყნებში, ეს სამი პრობლემა არის ყველგან ერთნაირი.
როგორია თქვენი თანამშრომლობა MCI Group-თან?
რამდენიმე წელია რაც, მე საქართველოში ვთანამშრომლობ კომპანია MCI Group-თან, ჩვენ გავაფორმეთ ახალი პარტნიორობა და კიდევ უფრო ხშირად ვესტუმრები თქვენს ქვეყანას. ერთობლივად შევიმუშავეთ პროგრამები, ბიზნეს გეგმები. ჩვენი მიზანია მივაღწიოთ პროფესიონალურ სტანდარტებს და კომპანიებს შევაცვლევინოთ მიდგომები, რომლებიც ხელს უშლიან მათ წინსვლაში. საქართველო, როგორც ქვეყანა არის განვითარების პროცესში, ყოველ წელს ის უკეთესობისკენ მიდის. ჩვენ უბრალოდ გვინდა დავაჩქაროთ ევოლუციის ტემპი და ყველა მათგანი გავხადოთ პროფესიონალი.
როგორ შეაფასებდით საქართველოს გაყიდვების მიმართულებით?
საქართველოში ჩემს მეუღლესთან ერთად ჩამოვედი , ჩვენ ვიყავით რესტორნებში, კაფეებში, მაღაზიებში, საერთო ჯამში ბევრი ძალიან კარგი ადგილია ირგვლივ, მაგრამ მათ აქვთ ერთი პრობლემა, ისინი ვერ ესაუბრებიან კარგად კლიენტებს, ვერ ელაპარაკებიან სწორად. როდესაც ვაკვირდებოდი როგორ მიმდინარეობდა საქართველოში გაყიდვები, ვნახე, რომ პროდუქტს გამყიდველი არ ყიდის, მყიდველი თავად ყიდულობს მას. გაყიდვებში კომუნიკაცია არის უმთავრესი, თუ შენ შეგიძლია კარგი კომუნიკაცია, შენ შეძლებ აიყვანო შენი ბიზნესი უმაღლეს საფეხურზე. თურქეთში აგრესიული გაყიდვები აქვთ, რაც გადაჭარბებულია, ამიტომ უნდა ვიპოვოთ ბალანსი, ამ დროს რეალურად ყიდით და თან იცით როდის დაიხიოთ უკან. გაყიდვა არის ხელოვნება, რადგან ჩვენ ადამიანს უნდა ველაპარაკოთ ისე, რომ გვენდონ და ამ დროს არც აგრესიულები უნდა ვიყოთ და არც პასიურები.
რა შთაბეჭდილებები დაგრჩათ საქართველოში ვიზიტისას და როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
ორი კვირის განმავლობაში რამდენიმე მასტერკლასი ჩავატარეთ. ერთ-ერთი იყო თემაზე ,, როგორ შევქმნათ 5 ვარსკვლავიანი ბიზნეს სისიტემა, რომელსაც 100-ზე მეტი ქართული კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა. ასევე, საქართველოს ბანკის უნივერსიტეტში შევხვდი სტუდენტებს. ჩემთვის სასიამოვნო იყო, როდესაც მათ ვხედავდი ემოციებით სავსეს, მათ ჰქონდათ განცდა, რომ მასტერკლასის შემდომ ყველაფერს დაძლევდნენ და ეს დღე მათ ცხოვრებაში იქნებოდა წარმატებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი. მეორე რაუნდის ჩასატარებლად ვბრუნდები ივნისში და გავმართავთ უფრო მასშტაბურ მასტერკლასს.
რა რჩევებს მისცემდით ჩვენს მკითხველს?
აუცილებლად წადით მაიკლ ბენგის ტრენინგზე. თუ არ შეგიძლიათ წასვლა, წაიკითხეთ ბევრი წიგნი ბიზნესზე. ჩვენ მუდმივად უნდა ვსწავლობდეთ, განვავითაროთ საკუთარი თავი, მუდამ უნდა გავუმჯობესდეთ, ეს არის გასაღები,საკუთარ თავზე მუდმივად მუშაობა და სწავლა.
თქვენ ბევრად მეტი შეგიძლიათ ვიდრე აკეთებთ, თქვენ უნდა გახსნათ თქვენი პოტენციალი. დაფიქრდეთ რამდენი შეგიძლიათ და ამას ვერ ხვდებოდით. როგორც სპორტში, მუდმივად ვარჯიშობენ, ასევე უნდა იყოს ბიზნესშიც. ჩვენი მისიაა გამოვაცოცხლოთ და გამოვაფხიზლოთ ადამიანები, რათა მათ გააცნობიერონ, რომ ნამდვილად მეტი შესაძლებლობები აქვთ, თქვენ შეგილიათ საქართველო ბევრად კარგ ქვეყანად აქციოთ და სხვა სიმაღლეზე აიყვანოთ.
აპრ 24, 2019 | სხვადასხვა
ვოლმარტი მსოფლიოში ყველაზე მაღალშემოსავლიანი ამერიკული სუპერმარკეტების ქსელი. მისი დამაარსებელი, კი სემ უოლტონია(sam Walton), ის დაიბადა 1918 წელს, kingfisher, ოკლაჰომაში(Oklahoma). მან 44 წლის ასაკში,1962 წელს გახსნა Walmart პირველი მაღაზია როჯერსში. კომპანიის წარმატებამ სემის მოლოდინს გადააჭარბა, 1970 წლისთვის შემოსავლები მნიშვნელოვნად გაფართოვდა. ვოლმარტი კორპორაციად ჩამოყალიბდა 1969 წლის 31 ოქტომბერს და ნიუ-იორკის სააქციაო ბირჟის სიაში 1972 წელს შევიდა. 1992 წლისთვის ვოლმარტმა მიიღო ჯილდო ჯორჯ ბუშისგან. ამავე წელს, მედლის მიღებისთანავე სემ უოლტონი გარდაიცვალა, მაგრამ მისი მემკვიდრეობა არსებობას წარმატებით განაგრძობს.
დღესდღეობით, ვოლმარტი მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს კორპორაციად ითვლება. სათავო ოფისი, არკანზასის შტატში, ქალაქ ბენტოვილში მდებარეობს. დაახლოებით, კომპანიის მაღაზიების რიცხვი 11 700-მდეა. მისი ფილიალები აშშ-ში, კანადაში, იაპონიაში, მექსიკაში, ბრიტანეთში და კიდევ სხვა ქვეყნებშია წარმოდგენილი, თუმცა უმრავლესობა შეერთებულ შტატებშია. ვოლმარტი დასაქმებულთა რაოდენობითაც უპირობო ლიდერია, მას ჰყავს 2.3 მილიონი ადამიანი. ვოლმარტის წლიური შემოსავალი 485 მილიარდი დოლარია. კომპანია გამოირჩევა მომსახურების მაღალი ხარისხით და ამავე დროს ახერხებს პროდუქციაზე დაბალი ფასების შენარჩუნებას. ვოლმარტის უნარი შესთავაზოს კარგი პროდუქტი დაბალ ფასებში განპირობებულია კომპანიის ყველა დეპარტამენტის – მარკეტინგის, შესყიდვების, საინფორმაციო სისტემების და წარმოების – თანამშრომელთა წვლილით.
ყოველ კომპანიას უნდა გააჩნდეს მიზნები და ამოცანები, მენეჯერები კი უნდა იღვწოდნენ მათ განსახორციელებლად. კომპანიის მიზნებს, კი განსაზღვრავს სტრატეგიული გეგმა. მიზნების მიღწევისათვის თითოეულმა განყოფილებებმა შეთანხმებულად, ერთდროულად უნდა იმოქმედონ. კომპანიის სტრატეგიულ დაგეგმვაში მარკეტინგი ასრულებს მთავარ როლს. თუმცა, მხოლოდ მარკეტოლოგებს არ შეუძლიათ მყიდველები უზრუნველყონ ფასეულობებით. სხვა დეპარტამენტებთან ერთად კომპანიებმა უნდა შექმნან საუკეთესო ფასეულობათა მიწოდების ქსელი, რომელიც მოემსახურება მყიდველს.ფირმის წარმატება დამოკიდებულია არა მხოლოდ იმაზე, რამდენად კარგად მუშაობს თითოეული დეპარტამენტი, არამედ იმაზე, თუ რამდენად შეთანხმებულად მუშაობს სხვადასხვა დეპარტამენტი.
ვოლმარტის მიზანია მყიდველის ფასეულობისა და კმაყოფილების შეგრძნების შექმნა მათთვის სასურველი პროდუქტების მაქსიმალურად დაბალ ფასად მიწოდებით. კომპანიის ბიზნესში მარკეტოლოგებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავთ. ისინი შეისწავლიან მყიდველის მოთხოვნილებებსა და სურვილებს, ამის მიხედვით განსაზღვრავენ, თაროები რა პროდუქციით უნდა შეავსონ. ამასთან ერთად, ფასები მაქსიმალურად დაბალი უნდა იყოს. მარკეტოლოგები ამზადებენ სარეკლამო გზავნილებს, ამ რეკლამების საშუალებით რეალიზებას უკეთებენ პროდუქციას. მარკეტინგის დეპარტამენტს კომპანიის სხვა დეპარტამენტების დახმარებაც სჭირდება. იმისათვის, რომ ვოლმარტმა საჭირო პროდუქციის დაბალ ფასში შეთავაზება შეძლოს, შესყიდვის დეპარტამენტმა სასურველი მომმარაგებელი უნდა მონახოს და მისგან ეს პროდუქტი დაბალ ფასში შეიძინოს. საინფორმაციო ტექნოლოგიის დეპარტამენტმა უნდა მოიპოვოს სწრაფი და ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელ მაღაზიაში რა პროდუქტი არის საჭირო. კომპანიის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად კარგად ახერხებს თითოეული დეპარტამენტი მყიდველისათვის ფასეულობების შემატებას.
მყიდველისათვის ფასეულობების იდეალური უზრუნველყოფა ნიშნავს კომპანიის სხვადასხვა ფუნქციის ჰარმონიულ შერწყმას. თუმცა, ხშირად ხდება დეპარტამენტებს შორის კონფიქტები და გაუგებრობები. მარკეტინგის დეპარტამენტი მყიდველის შეხედულებებს ითვალისწინებს, მაგრამ, როდესაც მყიდველთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას შეეცდება, შესაძლოა სხვა დეპარტამენტს მის სტანდარტებთან შეუფერებელი სამსახურის გაწევა დაეკისროს. მაგალითად, მარკეტინგის დეპარტამენტის ქმედებამ შესაძლოა გაზარდოს შესასყიდი საქონელის საფასური, გაზარდოს მარაგები და ბიუჯეტიდან დიდი თანხა მოითხოვოს. ამგვარად, შესაძლოა სხვა დეპარტამენტებმა წინააღმდეგობა გაუწიონ მარკეტინგულ ქმედებებს.
როგორც ხედავთ, მარტო მარკეტინგის დეპარტამენტს არ შეუძლია უმაღლესი ფასეულობის მიწოდება. თუ მარკეტინგის მენეჯმენტი კომპანიის სხვა დეპარტამენტებთან შეთანხმებულ ურთიერთობას გაითავისებს, მაშინ იგი ბევრად უფრო ადვილად მიაღწევს სასურველ მიზანს და შეძლებს მყიდველების დაკმაყოფილებას.
აპრ 15, 2019 | სხვადასხვა
რა ქმნის დიად ლიდერს? რა თქმა უნდა ცოდნა, გონებამახვილობა და ხედვა. ამის გარდა, დენიელ გოულმენი, ავტორი წიგნისა “ლიდერობა: ემოციური ინტელექტის ძალა” დაამატებდა, როგორც საკუთარი, ისევე სხვების ემოციების იდენტიფიცირებას და კონტროლს და ურთიერთობების მართვას.
ასეთ “ემოციურ ინტელექტთან” დაკავშირებული თვისებები კორპორატიულ სამყაროში საუკეთესო ლიდერებს გამოარჩევს, როგორც ბატონი გოულმენი, ყოფილი ნიუ-იორკ თაიმსის მეცნიერ-რეპორტიორი, ფსიქოლოგი და რუტგერსის უნივერსიტეტის კონსორციუმის თანაორგანიზატორი თვლის. იგი გვიზიარებს თავისი კომპეტენციების მოკლე სიას.
1. თვითშემეცნება
რეალისტური თვითდაჯერებულობა: თქვენ გესმით თქვენი ძლიერი და სუსტი მხარეები; მოქმედებთ კომპეტენციით და იცით სხვისი იმედი როდის უნდა გქონდეთ გუნდში.
ემოციური გამჭრიახობა: გესმით თქვენი გრძნობები. მაგალითად, იმის ცოდნა, თუ რა გაღიზიანებთ, დაგეხმარებათ ამ სიბრაზის მართვაში.
2. თვითმმართველობა
სიმტკიცე: ზეწოლის ქვეშ მყოფი ინარჩუნებთ სიმშვიდეს და სწრაფად რეგენერირდებით. არ ფიქრობთ ან ვარდებით პანიკაში. კრიზისის დროს ადამიანები ელიან ლიდერს; თუ ლიდერი მშვიდად არის, მაშინ ისინიც მშვიდად არიან.
ემოციური ბალანსი: თქვენ იკავებთ ნებისმიერ უსიამოვნო გრძნობას – ნაცვლად ადამიანებზე განრისხებისა, მათ აგრძნობინებთ თუ რა არის არასწორი და როგორია გამოსავალი.
თვითმოტივაცია: მიუხედავად მარცხისა, იღწვით შორეული მიზნებისკენ.
3. თანაგრძნობა
შემეცნებითი და ემოციური თანაგრძნობა: რადგანაც თქვენ გესმით სხვა ასპექტები, თქვენ იგებთ საგნებს ისე, როგორც თქვენი კოლეგები. ასევე მიესალმებით მათ შეკითხვებს, რათა დარწმუნებული იყოთ.
შემეცნებითი თანაგრძნობა, სხვა ადამიანების გრძნობების სწორად კითხვასთან ერთად, ეფექტური კომუნიკაციასაც უზრუნველყოფს.
გულისყურით მოსმენა: თქვენ მთელ ყურადღებას სხვა პიროვნებას უთმობთ და დრო გჭირდებათ, რათა გაიგოთ, თუ რას ამბობენ ისინი, მათი განხილვისა და დღის წესრიგის დარბევის გარეშე.
4. ურთიერთობის უნარი
იძულებითი კომუნიკაცია: თქვენ გამოთქვამთ თქვენს შეხედულებებს დამაჯერებელი, მკაფიო გზებით, რათა ადამიანები იყვნენ მოტივირებულნი და ამავდროულად ქონდეთ ნათლად წარმოდგენილი მოლოდინები.
გუნდური თამაში: ხალხი თავს მშვიდად გრძნობს თქვენთან მუშაობისას. ერთი ნიშანი: ისინი თავისუფლად გრძნობენ თავს თქვენს გარშემო.
აპრ 11, 2019 | სხვადასხვა
ინფორმაციისა და კომუნიკაციური ტექნოლოგიების საბჭოს (ICTC) თანახმად, კანადის ციფრული ეკონომიკა სტაბილურად იზრდება.
ICTC-ის პროგნოზით, 2021 წლისთვის, ამ სექტორში 216,000, საერთო ჯამში კი 1,637,000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.
ამ სფეროში კი სამუშაო ადგილების მხოლოდ 25% უჭირავთ ქალებს.
ბევრ ფაქტს შეუძლია ამ უთანასწორობის ახსნა და TECHNOCompétences- ს მიაჩნია, რომ ერთ-ერთი მათგანი ამ სექტორში ქსელების, მენტორებისა და ქალების როლური მოდელების არარსებობის ნაკლებობაა.
ამ ტენდენციის მხარდასაჭერად, მეტროპოლიტენ მონრეალის სავაჭრო პალატა 14 მარტს ამაყად მასპინძლობს ლიდერს, რომელიც ღრმად არის ჩართული ქალთა როლის საკითხში, განსაკუთრებით IT სექტორში, Facebook-ის მარკეტინგის ყოფილი დირექტორი რანდი ცუკერბერგი.
ტექნოლოგიითა და მედიით გატაცებულმა, ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა, 2013 წელს Zuckerberg Media გამოუშვა.
საკუთარი კომპანიით რანდის სურს, კიდევ უფრო მეტად წაახალისოს ქალები, რომ განურჩევლად ასაკისა დაინტერესდნენ ტექნოლოგიითა და მეწარმეობით.
ამისათვის, იგი ქმნის მრავალფეროვან შინაარსს, რომლითაც მოიზიდავს ქალების მრავალრიცხოვან აუდიტორიას.
ასევე ის არის ანიმაციური სერიალი Dot-ის პროდიუსერი, რომლის მთავარი გმირი არის ტექნიკური აზროვნების მქონე ახალგაზრდა გოგონა, როგორც ახალგაზრდების გმირი, ასევე Dot Complicated, როგორც ყოველკვირეული რადიო შოუ ბიზნეს სამყაროში.
ასევე რანდი არის საუკეთესო გაყიდვადი ავტორი ოთხი წიგნისა გოგონებისა და ქალებისთვის, რათა შთააგონოს და ამოტივიროს ისინი და აუხსნას მათ თუ რა გავლენა აქვს ტექნოლოგიასა და სოციალური მედიას ჩვენს ცხოვრებაში.
გარდა იმისა, რომ ქმნის შინაარსს ქალების წასახალისებლად რათა ისინი გახდნენ მეწარმეები, იგი ასევე ანგელოზი ინვესტორია.
ბიზნესლედის სურს მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს მომავალი თაობის წარმატებული ქალების, როგორც ბიზნეს ლიდერებად ჩამოყალიბებისთვის ხელშეწყობაში.
ცოტა ხნის წინ, რანდი დაინიშნა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური დღის წესრიგის სოციალური მედია და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ფონდის გლობალური მეწარმეთა საბჭოში და The Hollywood Reporter-ის მიერ ციფრულ მედიაში 50 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დასახელდა.
წლების განმავლობაში, პალატა მიესალმა ბევრ პრესტიჟულ მომხსენებელს, როგორც Bell- ის საერთაშორისო ლიდერთა სერიის ნაწილს, მათ შორის პრეზიდენტ ბარაკ ობამას, აშშ-ის პირველ ლედის მიშელ ობამას, სახელმწიფო მდივან ჰილარი როდჰემ კლინტონს, პრემიერ მინისტრს მანუელ ვოლსს, ვიკიპედიის დამფუძნებელი ჯიმი უელსი, Apple – ის თანადამფუძნებელი სტივ ვოზნიაკი და Twitter – ის თანადამფუძნებელი Biz Stone.